SEX

ის, რაც ორგაზმზე ქალებმა აუცილებლად უნდა იცოდეთ

ის, რაც ორგაზმზე ქალებმა აუცილებლად უნდა იცოდეთ

ფილმებისა და პოპ კულტურის გავლენით მიიჩნევა, რომ ორგაზმის მისაღწევად აუცილებელია პენეტრაცია. სინამდვილეში კი, ძალიან იშვიათად მოისმენ ქალებისგან, რომ სექსუალური აქტისას, ორგაზმს მხოლოდ პენეტრაციით აღწევენ.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქალების 70% ძალიან იშვიათად ან თითქმის არასდროს აღწევენ ვაგინალურ ორგაზმს. თუმცა მამაკაცები ასე არ მიიჩნევენ - მიზეზი ძალიან ცხადია, მათ სურთ ეგონოთ, რომ მათი პენისი ყოვლისშემძლეა და თავად სუპერსექსუალურ ძალას ფლობენ.

ის, რაც ორგაზმზე ქალებმა აუცილებლად უნდა იცოდეთ

ჩვენ ვიცით, რომ კლიტორული ორგაზმი კლიტორის სტიმულაციით მიიღწევა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ვაგინალური ორგაზმი G წერტილის სტიმულაციის შედეგია, მაგრამ ბოლო კვლევებით დასტურდება, რომ ასეთი წერტილი საერთოდ არ არსებობს. ამის მიუხედავად ზოგიერთი ქალი ჯიუტად ამტკიცებს, რომ მათ გამოუცდიათ ვაგინალური ორგაზმი, მაგრამ იბადება შეკითხვა - როგორ მიაღწევ ასეთ ორგაზმს G წერტილის არარსებობის პირობებში?

ის, რაც ორგაზმზე ქალებმა აუცილებლად უნდა იცოდეთ

დაიმახსოვრეთ: ყველა ორგაზმი კლიტორულია! ის რასაც ჩვენ კლიტორს ვეძახით, მხოლოდ ძალიან დიდი ორგანოს ხილვადი ნაწილია. მისი უდიდესი ნაწილი, უბრალოდ სხეულში ღრმადაა ჩაფლული - კლიტორი მთლიანად მოიცავს ვაგინის შიდა კედლებს და სასირცხვო ბაგეების შიდა მხარეს.

ამიტომ, თუ აქამდე განასხვავებდით ვაგინალურ და კლიტორულ ორგაზმს, ამიერიდან იცოდეთ, რომ ორივეს ერთი მიზეზი აქვს - კლიტორი. უბრალოდ კლიტორული ორგაზმი კლიტორის გარეგანი ნაწილის სტიმულაციით მიიღწევა.

ეს შესანიშნავი ამბავია, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც გინდა ვაგინალურ, ანუ შიდა კლიტორულ ორგაზმს მიაღწიო? ეს პირდაპირ კავშირშია ანატომიასთან და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ახლოსაა კლიტორის შიდა ნაწილი ვაგინის კედლებთან ან რამდენად ღრმადაა ჩამალული ორგანიზმში.

კიდევ ერთი რამ, რაც უნდა დაიმახსოვროთ - შესაძლებელია უკვე განიცდი ვაგინალურ ორგაზმს ამიტომ არ იფიქროთ იმაზე, რომ სექსის მნიშველოვანი ნაწილს ტოვებს. ქალების უმრავლესობა პასუხობს, რომ ზუსტად ვერ განასხვავებენ კლიტორულ და ვაგინალურ ორგაზმს, რადგან აქტისას ორივე არეა სტიმულირდება.

ის, რაც ორგაზმზე ქალებმა აუცილებლად უნდა იცოდეთ

კი მაგრამ როგორ? ამ უცნაურ ამბის საფუძველი სხეულის ანატომიაში უნდა ვეძებოთ - არსებობს ფენომენი, რომლის დროსაც გამღიზიანებელი სხვა ადგილზე მოქმედებს, თუმცა შეგრძნება სხეულის სხვა ნაწილში ჩნდება. მაგალითად, გულის შეტევის დროს ტკივილი მხრის არესა ან მუცლის ღრუში მეტად შეიგრძნობა, ვიდრე გულის კუნთში.