ჯეისონ სტეტჰემის ულამაზესი სახლი მალიბუს პლიაჟზე, რომელიც მსახიობს ბუნებასთან აკავშირებს
- 03.06.2020
ინგლისელი მსახიობი, რომელიც ქალებს განსაკუთრებულად ხიბლავთ სერიოზულად არის გატაცებული სერფინგით. ერთ-ერთი მიზეზი, რომ 2009 წელს მალიბუს სანაპიროზე სახლში შეეძინა სწორედ ეს იყო.
რეალურად კი სახლი სანაპიროზე აღმოჩნდა შესანიშნავი ინვესტიცია მსახობისთვის და ყოველ დილას, არაფერი სჯობია ქვიშიან სანაპიროზე სეირნობას და ზღვის ტალღების ყურებას.
ეს ორიგინალური სახლი, დახრილი სახურავითა და სადა ფერებით პატრონის გემოვნებას და კომფორტის სიყვარულს უსვამს ხაზს. მსახიობი ამბობს, რომ მართლაც უდიდესი შინაგანი კავშირი აქვს ზღვასთან და ქვიშასთან და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რომ ყველაზე მყუდროდ თავს ამ სახლში გრძნობს.
შუადღის მზე, სახლს აღმოსავლეთიდან ეცემა და სახლში საოცარ სიმყუდროვეს ქმნის. იატაკი, სავარძლები, ავეჯი, ძირითადად ერთ ფერში, ხეშია გადაწყვეტილი.
მყუდრო, ლამაზი და მშვიდი - ასე შეგვიძლია დავახასიათოთ სახლის ექსტერიერი, რომელიც შავი კედარისა და მწვანე მინიმალისტურ ფერებშია გადაწყვეტილი.
სახლი მთლიანად ჯეისონის გემოვნებით არის მოწყობილი და დიზაინერმა უბრალოდ შეასრულა, ის რაც მსახიობმა დაავალა.
„მე მინდოდა მქონოდა სახლი, რომელიც არ იქნებოდა ძალიან ძვირფასი და პრეტენზიული, არც ძველმოდური და ანტიკვარული. მგონია, რომ ჩანაფიქრი, რაღაც შუალედური გამოსულიყო, გამომივიდა...“ - ამბობს მსახიობი.
საძინებელი გაწყობილია ორიგინალური სანათებით, თეთრი თაროებითა და კარით, რომელიც პირდაპირ აივანზე გადის.
ავეჯისა და აქსესუარების მოწყობისს მსახობმა პრაქტიკულობა გამოიჩინა და არჩევანი მხოლოდ კომფორტზე გააკეთა.
თემები: სახლი, ჰოლივუდი, ვარსკვლავები