სტილი

2000-იანების ტრენდები, რომელიც დღეს პოპულარულია

2000-იანების ტრენდები, რომელიც დღეს პოპულარულია

თქვენთვის ასეთი ამბავი გვაქვს, 2000-იანი წლების მოდის ელემენტები დაბრუნდნენ. ნუ, ყველა ნამდვილად არა. შესაძლოა ეს მილენიალების ნოსტალგიის ბრალია, მაგრამ ფაქტი ერთია ბელა ჰადიდი, კაია გერბერი და ელზა ჰოსკი ამ ტრენდების ფუძემდებლების სათავეში არიან.

თუმცა, როგორც ამბობენ, მოდა ბრუნავს და სულ მალე, 2020 წლის ზაფხულს ეს ტრენდები კიდევ დავიწყებას მიეცემიან. მანამდე კი გავიგოთ, როგორ მოვემზადოთ სეზონისთვის და რა შევიძინოთ.

1. პატარა მაისურები

BO-1 Instagram Post

პატარა ზომის მაისურები კვლავ მოდაშია. შეგიძლიათ თქვენი ფავორიტი მაისური უფრო დიდხანს რეცხოთ მანქანაში. სავარაუდოდ, რამდენიმე საათში სეზონის ტრენდი თქვენი იქნება!

BO-7 Multipic:

2. პატარა, მხრის ჩანთები

BO-2 Instagram Post

დაივიწყეთ დიდი ზომის ჩანთები. მათი დრო უკვე წავიდა. მაგრამ არ გადაყაროთ, რამდენიმე წელში კვლავ დაბრუნდებიან მოდაში. ისევე როგორც ეს მინიატურული, მხარზე გადასაკიდებელი ჩანთები 2000-იანებიდან.

BO-8 Multipic:

3. მაისური საცურაო კოსტიუმები

BO-3 Instagram Post

რთული დასაჯერებელია, მაგრამ ეს ბავშვური საცურაო კოსტიუმები ამ ზაფხულის ტრენდია.

BO-9 Multipic:

4. პლატფორმა სანდლები

BO-4 Instagram Post

გახსოვთ ვარდისფერი და ცისფერი პლატფორმის სანდლები? თუმცა ამჯერად, მუქი ფერის, დახვეწილი სანდელებია მოდაში.

BO-10 Multipic:

5. კალათის ფორმის ქუდები

BO-5 Instagram Post

დიახ, დიახ ისინი დაბრუნდნენ! თუმცა ვერც ადამიანებს გაამტყუნებ, ეს ქუდები ისეთი კომფორტული და პრაქტიკულია!

BO-11 Multipic:

6. ჯიბეებიანი შარვლები ანუ ჩაჩები

BO-6 Instagram Post

დიდი ზომის, გრძელი, დიდჯიბეებიანი შარვლები ანუ ჩაჩები, გახსოვთ? თუ დაგავიწყდათ, გახსენება ნამდვილად მოგიწევთ. 2000-იანების ეს დავიწყებული ტრენდი კვლავ აქტუალურია.

BO-12 Multipic:



<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>