Vogue უკვე დიდი ხანია მხოლოდ მოდური ჟურნალი აღარ არის. გამოცემა, რომელიც 100-ზე მეტი წლის წინ დაიბადა სოციალურ თემატიკასა და მოდის სამყაროს აერთიანებს.
2020 წლის ბრიტანული გამოცემა სწორედ ამის კარგი დადასტურებაა. ყველაზე გავლენიანი მოდური ჟურნალის გარეკანზე, არც მეტი და არც ნაკლები, მარკეტის თანამშრომელი, მემანქანე და ექთანი მოხვდნენ.
გარეკანი, რომელზე მოხვედრაზეც უამრავი მოდელი და ცნობილი ადამიანი ოცნებობს, ამჯერად ყველაზე არაცნობილ ადამიანებს დაეთმოთ. COVID-19 პანდემიის პირობებში, ეს ადამიანები, ყოველდღიურად იბრძოდნენ ომის წინა ხაზზე და ადამიანებზე ზრუნავდნენ.
Vogue ამ ფორმით მადლობას უხდის ჩვეულებრივი ადამიანებს, რომლებიც ყველაზე ძლიერები აღმოჩნდნენ.
მაშინ, როდესაც მთელი სამყარო იზოლაციით იბრძოდა, ისინი ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალრისკიან სამსახურებში რჩებოდნენ.
გაიცანით ივლისი Vogue-ს სამი გმირი:
1. Narguis Horsford - მემანქანე ის უკვე 10 წელია ლონდონის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელია. ბოლო 5 წლის განმავლობაში, მას ყოველდღიურად გადაჰყავს მგზავრები მიწისზედა მატარებლით. ცხოვრობს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში.
2. Rachel Millar - ექთანირეიჩელი მხოლოდ 24 წლისაა. უკვე მესამე წელია ჰომერტონის საავადმყოფოს ექიმია, ლონდონში.
3. Anisa Omar - მარკეტის თანამშრომელიანისა 21 წლისაა. ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტია. ცხოვრობს მშობლებთან და და-ძმებთან ერთად. მარკეტში თითქმის 1 წელია მუშაობს.
თემები: გმირები, ეპიდემია, კორონავირუსი, პანდემია
<a href="https://www.vogue.co.uk/">https://www.vogue.co.uk/</a>