ჯანმრთელობა

6 ნიშანი, რომ ადამიანი თქვენს მოტყუებას ცდილობს

6 ნიშანი, რომ ადამიანი თქვენს მოტყუებას ცდილობს

მაშინაც კი, როდესაც კარგად ვიტყუებით, ჩვენი სხეული სიმართლეს ამბობს. ამის მიზეზი ისაა, რომ როგორც წესი, მატყუარა უბრალოდ აიგნორებს სხეულის ენას, რადგან მთელს ყურადღებას სიტყვებსა და მიმიკებს უთმობს. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ტყუილის ამოსაცნობად საკმარისია სხეულის ენას უბრალოდ დააკვირდე.

6 ნიშანი, რომ ადამიანი თქვენს მოტყუებას ცდილობს

ზოგიერთი ადამიანი უკეთესი მატყუარაა, სამყაროში კი არ არსებობს უნივერსალური მეთოდი 100% სიზუსტით თქვა, იტყუება თუ არა ადამიანი. მაგრამ არსებობს რამდენიმე ხრიკი, რითაც შეგვიძლია ეს საქმე გავიმარტივოთ.

1. პაუზები საუბრის დროს

6 ნიშანი, რომ ადამიანი თქვენს მოტყუებას ცდილობს

ერთ-ერთი ცალსახა ნიშანი, რომ ადამიანი იტყუება მეტყველებისას დაშვებული პაუზებია. თუ ეს ინტერვალები ზედმეტად ხშირი ან ზედმეტად გრძელია, მაშინ შეგიძლიათ დანამდვილებით თქვათ - თქვენ გატყუებენ!

2. მეტისმეტად ხანგრძლივი ემოციები

6 ნიშანი, რომ ადამიანი თქვენს მოტყუებას ცდილობს

როგორც წესი, ნამდვილი ემოციები 5 წამზე მეტს არ გრძელდება. თუ ადამიანი 5 წამზე მეტხანს გამოხატავს ემოციას, სავარაუდოდ იტყუება.

3. ჯერ ემოციები, შემდეგ სიტყვები

6 ნიშანი, რომ ადამიანი თქვენს მოტყუებას ცდილობს

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ჯერ ემოციები ჩნდება, შემდეგ ისმის სიტყვები. თუ ადამიანი ამბობს „გაბრაზებული ვარ“ და მხოლოდ ამის შემდეგ ხედავთ გაბრაზებულ სახეს, შეგიძლიათ არ დაიჯეროთ.

4. გულწრფელი ემოციები

6 ნიშანი, რომ ადამიანი თქვენს მოტყუებას ცდილობს

გულწრფელი ემოციებისას მხოლოდ სახის ერთი ნაწილი არ იცვლება. თუ ადამიანი გულწრფელად იღიმის მისი მთელი სახე იღიმის - თვალებთან და შუბლზე ნაოჭები ჩნდება. ხოლო თუ ეს ემოცია ყალბია, ღიმილი მხოლოდ ტუჩებზეა გამოხატული.

5. სიტყვების განმეორება

6 ნიშანი, რომ ადამიანი თქვენს მოტყუებას ცდილობს

თუ ადამიანის იმავე სიტყვებით გპასუხობთ, რა სიტყვებითაც კითხვა დაუსვით, სავარაუდოდ გატყუებთ. ამის მიზეზი ისაა, რომ შიშობს ზედმეტი არ თქვას და თქვენს დასმულ შეკითხვას თქვენივე სიტყვებით პასუხობს.

6. სახის ან ტუჩების დამალვა

6 ნიშანი, რომ ადამიანი თქვენს მოტყუებას ცდილობს

ეს ყველაზე ცნობილი სხეულის ენაა, რომელიც ტყუილის ამოცნობაში დაგეხმარებათ. თუ ადამიანი საუბრისას ტუჩებზე ან სახის სხვა ნაწილს ხელით ფარავს, დიდი ალბათობით გატყუებენ.



<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>