ჯანმრთელობა

აკონტროლეთ მადა - TREND გირჩევთ

აკონტროლეთ მადა - TREND გირჩევთ

წარმოიდგინეთ, მხოლოდ მაშინ ვჭამდეთ, როცა ეს ჩვენს ორგანიზმს სჭირდება და არა მაშინ, როცა გვსურს. ცხოვრება გაცილებით გაგვიმარტივდებოდა, არა? ჩვენ რომ თუნდაც მხოლოდ მაშინ მივირთმევდეთ საკვებს, როცა გვშია, არც ეს იქნებოდა ურიგო, მაგრამ, ხშირად, ჩვენ შიმშილის დასაძლევად კიარა, საკუთარი სიამოვნებსთვის ვჭამთ.

იმის გაანალიზება რთული არ არის, რომ ჩვენ ზედმეტი რაოდენობის საკვებს ვაწვდით ორგანიზმს, რის შედეგადაც დამატებითი პრობლემები გვექმნება, ვიმატებთ წონაში, მუდმივი სიმძიმის შეგრძნება გვაწუხებს და ა.შ.

კვებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მარტივი სულაც არ არის. თუმცა, დამეთანხმებით, რომ მადის უკონტროლობა სიამოვნებისთვის, განუსაზღვრელი რაოდენობით საკვების მიღება, არც ჩვენი ფორმებისთვის არის კარგი და არც ჯანმრთელობისთვის.

ჩვენ გვაქვს რამდენიმე მარტივი რჩევა, რაც დაგეხმარებათ აკონტროლოთ მადა და თავიდან აიცილოთ წონასთან დაკავშირებული პრობლემები:

1. შეამცირეთ მოცულობა

აკონტროლეთ მადა - TREND გირჩევთ

შეამცირეთ საკვების მოცულობა, რომელიც ძალიან ბევრ ცხომებსა და კალორიებს შეიცავს. მიირთვით ისეთი საკვები, რომელიც ხანგრძლივად შეგინარჩუნებთ კმაყოფილების განცდას. დაბალკალორიული, თუმცა, ძალიან სასარგებლოა ბოსტნეული და ხილი, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ თამამად და დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენს ორგანიზმს საჭირო ნივთიერებებს აწვდით. ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით წყალს, საკვებ ბოჭკოსა და ძალიან ცოტა რაოდონობით ცხიმებს.

2. მიიღეთ ცილები

აკონტროლეთ მადა - TREND გირჩევთ

კვლევები და უბრალოდ, ადამიანთა გამოცდილებები ამტკიცებს იმას, რომ ცილები ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის და გარდა ამისა, დიდი ხნის განმავლობაში უნარჩუნებს ორგანიზმს კმაყოფილების გრძნობას. ყველა სხვა საკვებთან შედარებით, ცილების მაღალი შემცველობის მქონე საკვები იმაზე დიდხანს გვინარჩუნებს კმაყოფილების განცდას, ვიდრე ნახშირწყლებით მდიდარი საკვები, რომლებიც ყოველთვის ყველაზე მსუყე საკვებთან ასოცირდება. მარცვლეული, თევზი და თხილი ცილებით მდიდარი საკვების მცირე ის ჩამონათვალია, რომელიც სასურველია, ხშირად მიირთვათ.

3. პატარა ხრიკები

აკონტროლეთ მადა - TREND გირჩევთ

შაქრის კვების რაციონიდან სრულიად ამოღებით, თქვენ შეძლებთ წონაში დაიკლოთ ძალიან მოკლე დროში, თუმცა, ეს ნიშნავს, რომ უარი უნდა თქვათ სულ მცირე სიამოვნებებზეც. ამის ნაცვლად, უნჯობესია, იშვიათად და გამონაკლის შემთხვევებში, მისცეთ თავს უფლება მიირთვათ თქვენთვის სასურველი საკვები ან ტკბილეული, მცირე რაოდენობით. ნაბიჯ-ნაბიჯ ეცადოთ მიაჩვიოთ ორგანიზმი ნაკლებ შაქარს და როცა მიხვდებით და ამას აუცილებლად მიხვდებით, რომ თქვენმა ორგანიზმმა შინაგანად დაიწყო ანაზღაურების სახით იმ ნივთიერებების გამოყოფა, რასაც ხელოვნურად, გარედან აწვდიდით, შეძლებთ მთლიანი სურათის წარმოდგენასაც.

4. ფსიქოლოგიური ხრიკები

აკონტროლეთ მადა - TREND გირჩევთ

ყველას გვახსოვს, რომ ბავშვობაში გვაფთხილებდნენ თეფშები ბოლომდე მოგვესუფთავებინა, რაც უფრო დიდი იყო თევფში, შესაბამისად ულუფაც მეტი გვხვდებოდა და მეტის ჭამა გვიწევდა. შეგიძლიათ ფსიქოლოგიურად აკონტროლოთ თქვენი მადა და დიდი თეფშების ნაცვლად, პატარა და სავსე თეფშებით მიირთვათ.

შესაძლოა, ეს მეთოდი, თავდაპირველად არაეფექტურად მოგეჩვენოთ, თუმცა, ეს ნამდვილად მუშაობს. თქვენ ჭამთ ზომიერად და გაქვთ განცდა, რომ საკმაოდ ბევრს. ეს კი გარანტიაა იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში თქვენმა ორგანიზმმა შეინარჩუნოს კმაყოფილების განცდა.

5. მოერიდეთ გამუდმებით ჭამას

აკონტროლეთ მადა - TREND გირჩევთ

თქვენ აუცილებლად უნდა სცადოთ ტელევიზორის ყურებისას, მუშაობისას ან თავისუფალ დროს, თავი შეიკავოთ ისეთი საკვების მიღებისგან, როგორიცაა ჩიფსები, შოკოლადები, ორცხობილები და სხვა. ასეთ დროს რთულია აკონტროლოთ რა რაოდენობით ტკბილეულს იღებს თქვენი ორგანიზმი, როგორც წესი კი, თქვენ მიირთმევთ იმაზე მეტს, ვიდრე გჭირდებათ.

თუ ტელევიზორის ეკრანთან სასუსნავების გარეშე მოკალათება არ შეგიძლიათ, წინასწარ გაიმზადეთ მცირე რაოდენობით პოპკორნი და მიირთვით განსაზღვრული რაოდენობით.

6. შეზღუდეთ თქვენი არჩევანი

აკონტროლეთ მადა - TREND გირჩევთ

საუკეთესო გამოსავალი საკუთარი მადის კონტროლისთვის საკუთარ სამზარეულოში მკაცრად განსაზღვრული და შეზღუდული რაოდენობის საკვებია. შეეცადეთ, საიდლებზე მხოლოდ ჯანსაღი და საკვებად ღირებული პროდუქცია შეიძინოთ. ამ შემთხვევაში, ძალიანაც რომ მოგინდეთ ტკბილეული, ჩიფსი ან რაიმე სხვა, მაინც ვეღარ შეძლებთ მიირთვათ. ამ მეთოდით შეძლებთ არა მარტო ზედმეტი ძალისხმევის დაზოგვას, არამედ, ჯანსაღი წონის შენარჩუნებასაც.

7. იკვებეთ გონივრულად

აკონტროლეთ მადა - TREND გირჩევთ

სტრესითა და კომფორტით დაწყებული, ადამიანები მრავალი სხვა მიზეზის გამო მიირთმევენ საკვებს საძინებლებში. გონივრულად კვება ნიშნავს იმას, თუ რა არის შენი ჭამის სურვილის რეალური მიზეზი. ხშირად დაფიქრდით ამაზე და განსაზღვრეთ რეალურად გშიათ თუ თქვენს მადას ცუდი განწყობა, დეპრესია, მღელვარება ან ნებისმიერი სხვა რამ განაპირობებს. აკონტროლეთ საკუთარი სურვილები, ისიამოვნეთ საკვებით, რომელსაც მიირთმევთ და მიირთვით მხოლოდ მაშინ, როცა ნამდვილად გშიათ. ეს არა მხოლოდ ჯანსაღი წონის, არამედ, კარგი განწყობის გარანტიაცაა!



allwomenstalk.com