LIFE

ცნობილი ადამიანები 20 წლის ასაკში და მათი ისტორიები

ცნობილი ადამიანები 20 წლის ასაკში და მათი ისტორიები

ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ადამიანები უშვებენ, ის არის, რომ 20 წლის ასაკში, თავიანთ ცხოვრებას უკვე წარუმატებლად მიიჩნევენ. არ ღირს იმ ფიქრებით იტანჯოთ თავი, რომელიც რეალობას საერთოდ არ შეესაბამება და ამის მიზეზი ის არის, რომ ჯერ მხოლოდ 20 წლის ბრძანდებით.

ძალიან ბევრ, ცნობილ ადამიანს, როგორ წარმოუდგენლადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ, არ ჰქონია თავიანთი ოცნების სამსახური მაშინ, როცა თავად იყვნენ 20 წლის. თქვენც, შესაბამისად, მთელი ცხოვრება გაქვთ წინ იმისთვის, რომ მიაღწიოთ დიდ წარმატებას, იპოვოთ თქვენი თავი, შემდეგ თქვენი ოცნების სამსახური და შეიქმნათ თქვენთვის სასურველი ცხოვრება.

თუ ეს თქვენს უარყოფით ფიქრებს გაფანტავს და პოზიტიურ მიმართულებებს მოგცემთ ფიქრისას, TREND გთავაზობთ ძალიან ცნობილი და წარმატებული ადამიანების ისტორიებს:

1. ოფრაჰ ვინფრი

ცნობილი ადამიანები 20 წლის ასაკში და მათი ისტორიები

თითქმის არ არსებობს ადამიანი, რომელმაც არ იცის ვინ არის ოფრაჰ ვინფრი, რადგან მას აქვს ისეთი დიდება და იმ რაოდენობით ფული, რომლის ნატვრაც კი რთულია. მას ბევრჯერ ჰქონდა წინაპირობა იმისთვის, რომ შეეწყვიტა საკუთარი საქმიანობა და საკუთარი ოცნებების ახდენისთვის აღარ ებრძოლა, მაგრამ არ დანებდა და იბრძოლა მანამ, სანამ არ აქცია ოცნებები რეალობად. მიჰყევით ამ სამაგალითო ქალბატონის ნაბიჯებს და არასოდეს დანებდეთ. თქვენც აქციეთ თქვენი ოცნებები რეალობად!

2. თინა ფეი

ცნობილი ადამიანები 20 წლის ასაკში და მათი ისტორიები

ნუ შეგაშინებთ ის ფაქტი, რომ დაბალანაზღაურებადი სამსახური გაქვთ. თინა ფეი 20 წლის ასაკში ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაციაში მუშაობდა. იგი წლების განმავლობაში ფიზიკურად შრომობდა და ამაში ხარჯავდა მისთვის ძვირფას დროს. გახოვდეთ, რომ არ ხართ ერთადერთი, ვისაც უჭირს ნორმალური სამსახურის პოვნა 20 წლის ასაკში.

3. J.K. როულინგი

ცნობილი ადამიანები 20 წლის ასაკში და მათი ისტორიები

ამ ქალის სახელი პირდაპირ კავშირშია ყველაზე წარმატებული ქალის მაგალითთან. ყველასთვის საყვარელი წიგნის "ჰარი პოტერი" ავტორი, 20 წლის ასაკში გამოაგდეს სამსახურიდან და დიდი ხნის განმავლობაში სიღარიბეში ცხოვრობდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ექიმებმა მოგვიანებით კლინიკური დეპრესიის დიაგნოზი დაუსვეს. როგორც სხვადასხვა ინტერვიუში საუბრობს, წიგნის დაწერის იდეა წლების განმავლობაში ჰქონდა და საბოლოოდაც, დიდი წარმატებით განახორციელა. დღესდღეობით, იგი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი წიგნის ყველაზე ცნობილი ავტორია.

4. რალფ ლაურენი

ცნობილი ადამიანები 20 წლის ასაკში და მათი ისტორიები

როლფ ლოურენი ცნობილი მოდის დიზაინერია. თუმცა, 20 წლის ასაკში იგი მხოლოდ გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი იყო. მისი ცხოვრებისეული დევიზია: "არ არსებობს მწვერვალი, რომელიც მუშაობითა და შრომით არ მიიღწევა!" მიბაძეთ მას და ნუ გააკრიტიკებთ საკუთარ თავს იმის გამო, რომ წარმატებს მწვარვალს ჯერ ვერ მიაღწიეთ. ხოლო, თუ უკვე მუშაობთ თქვენთვის სასურველ სფეროში, ისღა დაგრჩენიათ, იამაყოთ საკუთარი თავით!

5. ტიმ ალენი

ცნობილი ადამიანები 20 წლის ასაკში და მათი ისტორიები

ტიმ ალენი ყველასთვის საყვარელი მსახიობია, რომელიც 20 წლის ასაკში ციხეშიც კი იხდიდა სასჯელს კოკაინის მოხმარების გამო. ის არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ადამიანს ყველაფრის გამოსწორება, მავნე ჩვევებზე უარის თქმაც კი. თუ მან მოახერხა და გახდა ცნობილი და წარმატებული, ეს შეგიძლიათ თქვენც!

6. კრისტენ ვიგი

ცნობილი ადამიანები 20 წლის ასაკში და მათი ისტორიები

მისი ყველაზე ცნობილი ფილმია 2011 წლის "მეჯარეები/Bridesmaids". 20 წლის ასაკში, თითქმის ჩვეულებრივი გოგონა იყო, რომელიც უამრავ სამსახურს იცვლიდა იმ მიზნით, რომ თავი ერჩინა და საცხოვრებელი სახლის ყოველთვიური ქირა გადაეხადა. ეს სცენარი, შესაძლოა, თქვენც გერგებოდეთ. ამიტომ, უნდა გჯეროდეთ, რომ არაფერია შეუძლებელი!

7. ჯონ ჰემი

ცნობილი ადამიანები 20 წლის ასაკში და მათი ისტორიები

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მსახიობი, ჯონ ჰემი 27 წლის ასაკში მისი სააგენტო გაკოტრდა და იმის ნაცვლად, რომ მას უარი ეთქვა საკუთარ ოცნებებზე, განაგრძო მათი რეალობად ქცევა და აქცია კიდეც!

გახსოვდეთ, არ მისცეთ საშუალება წარსულსა და აწმყოს, ხელი შეგიშალოთ თქვენი მიზნების განხორციელებაში. თქვენი ისტორია გამოიყენეთ თქვენი წარმატებისთვის და გახსოვდეთ, რომ პირველი ნაბიჯები წარმატების საფეხურებზე მარტივი არასოდეს არის. თქვენ საკმაოდ ახალგაზრდა ხართ იმისთვის, რომ იქამდე სცადოთ, სანამ თქვენთვის სასურველ მიზნამდე არ მიხვალთ!



allwomenstalk.com