სილამაზე

"ეიფორია" - ხელნაკეთი ორგანული კოსმეტიკა

"ეიფორია" - ხელნაკეთი ორგანული კოსმეტიკა

მათთვის, ვინც უპირატესობას თავის მოვლის ნატურალურ, ორგანულ საშუალებებს ანიჭებთ, ახალი, ქართული, ხელნაკეთი ორგანული კოსმეტიკა, თქვენთვის ნამდვილი საჩუქარია.

"ეიფორია" მეგობრული ბიზნესია, რომელიც ერთი თვის წინ ანა სულაბერიძემ, იგივე Anne Vitale-მ და ირინა პაპაშვილმა ერთობლივად წამოიწყეს. ბიოლოგიურად სუფთა, ნატურალური, მცენარეულ ცხიმებზე დამზადებული თავის მოვლის საშუალებები და კოსმეტიკა - ეს არის ყველაფერი, რაც კარგ განწყობას, საზეიმო განცდებსა და მოკლედ რომ ვთქვათ, ეიფორიას გამოიწვევს თქვენში.

თანამედროვე სამყაროში თანდათან იზრდება ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, რაც თავის თავში, არა მხოლოდ სწორ კვებას და ვარჯიშს მოიაზრებს, არამედ, თავის მოვლისთვის ნატურალური, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის გამოყენებასაც. საქართველოსთან შედარებით, ისეთი პროდუქციის მოხმარება, როგორსაც ახალი ქართული ბრენდი "ეიფორია" გვთავაზობს, დასავლეთის ქვეყნებში ფართოდ გავრცელებული და ტრენდულია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრენდი დაახლოებით ერთი თვის წინ შეიქმნა, დაახლოებით იმ პერიოდში, როცა ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია იმდენად, რამდენადაც, ბრენდი თავის ნაწარმში არ იყენებს ცხოველურ ცხიმებს და ამით პროდუქციას ხელმისაწვდომს ხდის ვეგანებისთვისაც. დამეთანხმებით, ქართულ ბაზარზე დღემდე არსებობს ბიოლოგიურად ნატურალური პროდუქტის დეფიციტი, რომელიც თავის განსაკუთრებულობასთან ერთად, ფასითაც ხელმისაწვდომი იქნება.

"ეიფორია" აღნიშნული მომენტისთვის აწარმოებს აბაზანის ბომბებსა და საპნებს, რომლებიც გამოირჩევა დახვეწილი, მრავალფეროვანი სურნელით, რომ არაფერი ვთქვათ მათ ეფექტურობასა და კანისთვის სასარგებლო თვისებებზე. ბრენდი სამომავლოდ გეგმავს სხვა კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებების წარმოებასაც.

"ეიფორიის" მიერ შემოთავაზებული ნაწარმის შეძენა შეგიძლიათ ბრენდის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე. თებერვალში, ბრენდი გაყიდვებთან დაკავშირებულ რამდენიმე სიახლესაც გვპირდება. ნებისმიერი მომხმარებელი არჩევანში სრულიად თავისუფალია, რადგან "ეიფორია" გვთავაზობს აბაზანის ბომბებისა და საპნების საკმაოდ დიდ და მრავალფეროვან არჩევანს.

TREND მოხარულია პირველმა გაუწყოთ ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვანი და საჭირო ბრენდის გამოჩენა და უსურვებს მას წარმატებას, გაფართოებას და ნამდვილ ეიფორიულ პირველ ნაბიჯებს.



Trend.ge