განათება, ბუნებრივი ღიმილი და ფერადი ტანსაცმელი, საუკეთესო სელფის გადასაღებად
- 17.09.2016
1. იპოვე კარგი განათება
განათება ძალიან მნიშვნელოვანია! თუ ხარ სახლში და არ ხარ დაკავებული, გადაიღე ყველა ოთახში სელფი და ნახავ, რომ განათება ყველგან სხვადასხვაგვარია. ბუნებრივ განათებას ხშირად საპირფარეშოში შეხვდებით. გადაიღე სელფები და ამოარჩიე, რომელი განათება გიხდება!
2. ამოარჩიე უბრალო ფონი
თუ გსურს უკეთესი სელფების გადაღება, მოერიდე ქაოტურ, დატვირთულ ფონებს. ყურადღება მოგაკლდება შენ და მიექცევა შენს ფონს. ამის თავიდან ასარიდებლად, გადაიღე სელფი თეთრ კედელთან და მთელი ყურადღება იქნება შენი.
3. შეარჩიე შესაბამისი ტანსაცმელი
იქიდან გამომდინარე, რომ ყველას განსხვავებული კანის ფერი და ტონი გვაქვს, სხვადასხვა ტანსაცმელი სხვადასხვა ეფექტს ტოვებს ჩვენზე. ჩაიცვი ის, რაც დარწმუნებული ხარ რომ გიხდება. თუ გიჭირს არჩევა, ცადე რამდენიმე ვარიანტი, დაუთმე დრო საკუთარ თავს .
4. მიზანი: მაღალი ხარისის სელფი
ხანდახან სელფის აქვს ძალიან დაბალი ხარისხი, ეს შეიძლება იყოს ცუდი განათების ან სიმკრთალის ბრალი. საუკეთესო ხარისხის სელფისთვის დარწმუნდი, რომ იღებ საკმარის განათებას და ეცადე, რომ ბუნდოვანი კადრის თავიდან ასაცილებლად კამერა რაც შეიძლება ფოკუსირებული იყოს.
5. აურიე ყველაფერი
უკეთესი სელფის გადასაღებად სცადე სხვადასხვა პოზები, ეს მარტივად გასაკეთებელია. პირველი სელფი გაღიმებულმა გადაიღე , შემდეგ გამოაჩინე კბილები ღიმილის დროს. თავი სხვადასხვა მხარეს გადაწიე და არ უყურო კამერას, იპოვე შენი კუთხე.
6. გაიკეთე მაკიაჟი
თუ აპირებ მაკიაჟით სელფის გადაღებას, დარწმუნდი, რომ ის კარგად გამოჩნდება. წაისვი ისეთი თვალის ჩრდილები, რომლებიც ხაზს უსვავენ შენს თვალის ფერს, იგივე ეხება ტუჩის საცხს. სცადე კანისფერი ტუჩები ჩამუქებულ თვალებთან.
7. ბუნებრივი ღიმილი
თუ ხელოვნურად იღიმი, გაგიკვირდება როგორ ცუდად აისახება ეს ფოტოზე, ხოლო თუ შენი ღიმილი იქნება ბუნებრივი 100-ჯერ უკეთესი სელფი გვექნება.
8. თმის მოწესრიგება
იმის გასარკვევად თუ, თმის როგორი ვარცხნილობა გიხდება ფოტოში, გადაიღე რამდენიმე სელფი. ცადე რამდენიმე ფოტოს გადაღება ისე, რომ თმა მხრებს წინ გქონდეს გადმოყრილი, ეს შედარებით დაგანაზებს; შემდეგ აიწიე თმა, ასეთი სელფის მეშვეობით კარგად გამოჩნდება შენი სახის სტრუქტურა და ძვლები.
9. საჭიროების შემთხვევაში გაუკეთე რეტუში
სელფის გაუმჯობესება შეგიძლია ისეთი ეფექტების მეშვეობით, როგორიცაა კონტრასტის გადიდება, ფოტოს გაღიავება და ჩრდილების ჩამუქება. მაგრამ დაიმახსოვრე, გაუკეტე მხოლოდ მცირე რეტუში, რადგან ბუნებრივობის დაკარგვა არაფრად არ ღირს. ამიტომაც, ყოველთვის შეინახე ორიგინალი ფოტო, რომელსაც შეადარებ დამუშავებულს.
10. თავიდან აიცილე ეფექტები
ყველაზე კარგი სელფი არის ის, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ეფექტი. არსებობს უამრავი აპლიკაცია ამის გასაკეთებლაd (VSCO, CameraBag, Instasize). ამ აპლიკაციების საშუალებით ფოტო უკეთესად გამოიყურება, თუმცა ყოველთვის აშკარაა, როდესაც ფოტოს რაიმე ეფექტი ადევს, რადგან ის გართმევს ბუნებრივ სილამაზეს. იყავი რაც შეიძლება ბუნებრივი.
თემები: უკეთესი, სელფი, ხრიკები
წყარო :<a href="http://allwomenstalk.com/">allwomenstalk</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია