გასახდომი აბები ფსიქოლოგიური ცვლილებების მომტანი შეიძლება გახდეს
- 17.09.2016
მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტსივრცე, ფარმაცევტული კომპანიები უშურველად გთავაზობენ სხვადასხვა სახის გასახდომ პრეპარატს - ასპროცენტიანი შედეგებითა და გარანტიებით - სპეციალისტები მაინც ჯიუტად არ გირჩევენ მის მიღებას. მათი აზრით, შესაძლოა, ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში აღმოჩნდეს.
გაითვალისწინე:
1. უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე
პირველი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მიიღო გასახდომი აბი, არის ის, რომ არ იცი, როგორ იმოქმედებს ის შენს ორგანიზმზე - რა ზიანს მიაყენებს თირკმელებს, ღვიძლსა და სხვა ორგანოებს. ნუ მიიღებ მსგავს პრეპარატს ექიმის დანიშნულების გარეშე, რადგან მას შეუძლია მეტ-ნაკლებად მაინც განსაზღვროს ამ აბების შენს ორგანიზმზე მოქმედების მასშტაბი.
2. იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს
გასახდომ აბები შესაძლოა, საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი გახდეს. მოსალოდნელია საპირფარეშოში ხშირად სიარული, ორგანიზმის გამოფიტვა, სპაზმები და გაზების დაგროვებით გამოწვეული დისკომფორტი, სისხლდენაც.
3. ახასიათებს გვერდითი მოვლენები
გასახდომ აბებს ბევრი არასასიამოვნო გვერდითი მოვლენა აქვს. შეიძლება გამოიწვიოს არითმია, თავის ტკივილი, უძილობა, საერთო სისუსტე.
4. შეიძლება საშიშ ნივთიერებებს შეიცავდეს
თუ აბებს ინტერნეტში იყიდი, კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ დააყენებ საკუთარ ჯანმრთელობას. რადგან არ იცი, რისგან არის დამზადებული და არსებობს იმის შანსი, რომ პრეპარატი ძალიან საშიშ და აკრძალულ ნივთიერებებს შეიცავდეს, ამის შესახებ კი ეტიკეტზე არაფერი ეწეროს.
5. იწვევს გულის პრობლემებს
ამ აბებს, არიტმიასთან ერთად, გულის სხვა სერიოზული პრობლემების გამოწვევაც შეუძლია, რასაც მოჰყვება მაღალი წნევა, ინსულტისა თუ ინფარქტის საშიშროება.
6. აჩენს ფსიქოლოგიური ცვლილებების საფრთხეს
არსებობს რისკები, რომ გამოიწვიოს ფსიქოლოგიური პრობლემები. მაგალითად, FDA-მ (U.S. Food and Drug Administration) აკრძალა პროდუქტები, რომლებიც ეფედრას (ჩინურ მცენარე) შეიცავდნენ, რომელიც, როგორც გაირკვა, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს.
გასახდომი აბები, შესაძლოა, იმ ინგრედიენტს შეიცავდეს, რომელიც დეპრესიას იწვევს.
7. ართულებს ჯანმრთელობის აღდგენის პროცესს
გასახდომმა აბებმა, სასურველი შედეგიც რომ გამოიღოს და წონაში დაიკლო, შესაძლოა, ისე დააზიანოს შენი ჯანმრთელობა, რომ წლები დასჭირდეს მკურნალობას და მის აღდგენას. დაბოლოს, აღმოჩნდეს, რომ ჭარბი წონა გაცილებით ნაკლები საფრთხის შემცველი იყო შენი ორგანიზმისთვის, ვიდრე გასახდომი აბები.
ვიდრე აბებს იყიდი:
1. გაიარე ფსიქოლოგთან კონსულტაცია. იქნებ არის იმის რესურსი, რომ ჯანსაღი კვებით და ცხოვრების აქტიურ, სპორტულ სტილზე გადასვლით შეძლო წონაში დაკლება!
2. ეწვიე პირად ექიმს. თუ აბებს არჩევ, ის მაინც უნდა გაარკვიო, რომელია შედარებით უსაფრთხო და ლიცენზირებული პრეპარატი, რომელიც ასევე მისადაგებული იქნება შენს ორგანიზმთან!
3. ნუ იქნები სასწაულის იმედად. ჭარბ წონასთან ბრძოლას, ზუსტად ისეთივე ძალისხმევა სჭირდება, როგორიც ნებისმიერ სხვა ბრძოლას. მაგია და ჯადოსნური ჯოხები არ არსებობს!
თემები: წამლები, სახიფათო, გასახდომი
წყარო: <a href="http://allwomenstalk.com/">allwomenstalk</a>