როგორ გამოიყურებიან ახლა ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის შვილები?
- 07.07.2020
ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ქორწინება, 2000-იანების ყველაზე ხმაურიანი სიყვარულის ისტორიაა. „მისტერ და მისის სმიტების“ გადაღებებზე დაწყებული რომანი, 12 წლის შემდეგ, განქორწინებით დასრულდა. წლების განმავლობაში „ბრანჯელინას“ ცხოვრება პაპარაცების მთავარი სამიზნე იყო - ეპოქის ყველაზე ლამაზ და ცნობილ წყვილს, ქორწინებიდან 6 ბავშვი დარჩათ.
როგორ გამოიყურებიან ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის შვილები 2020 წელს?
1. მედოქს შივანი
კამბოჯიელი მედოქს შივანი ჯოლის პირველი აყვანილი ბავშვია. 2002 წელს, მედოქსი მხოლოდ 7 თვის იყო, როდესაც სამყაროზე ერთ-ერთმა ყველაზე ლამაზმა ქალმა იშვილა. მას თავდაპირველად მეორე ქმართან, ბილი ბობ ტორნტონთან ერთად ზრდიდა. მათი განქორწინების შემდეგ კი ბიჭზე თავად აიღო მეურვეობა და მამის როლი ბრედ პიტმა მოირგო. ამბობენ, რომ სწორედ მედოქსსა და ბრედს შორის ჩხუბი გახდა პირველი მიზეზი, რის გამოც წყვილმა დაშორება გადაწყვიტა და ანჯელინამ ბრედს საშინელი მამა უწოდა.
2. პაქს ტიენი
პაქსი ვიეტნამიდანაა. ის 3 წლის იყო, როდესაც ანჯელინამ შვილად აიყვანა. ერთ წელში კი მისი მამა, ბრედ პიტი გახდა.
3. ზაჰარა
გოგონა მხოლოდ 6 თვის იყო, როდესაც ეთიოპიაში აღმოაჩინა ანჯელინამ. როგორც მსახიობს უთხრეს, მისი მშობლები შიდსისგან გარდაიცვალნენ. თუმცა მოგვიანებით ზაჰარას დედა ცოცხალი აღმოჩნდა და ბავშვის დაბრუნება მოითხოვა. კონფლიქტი ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის სასარგებლოდ დასრულდა.
4. შაილო
შაილო ვარსკვლავური წყვილის პირველი ბიოლოგიური ქალიშვილია. ის 2006 წლის 27 მაისს დაიბადა. შაილო იცვამს მხოლოდ ბიჭურად და ცოტა ხნის წინ სქესის შეცვლაზეც ალაპარაკდა.
5. ვივიენ მარშელინი და ნოქს ლეონი
2008 წლის 12 ივლისს, ნიცაში ანჯელინამ ტყუპი გააჩინა - ვივიენი და ნოქსი. ბავშვების პირველი ფოტო ჟურნალ "HELLO!“-ს წყვილმა 14 მილიონ დოლარად მიჰყიდა და ამ თანხის დიდი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმარა.
თემები: მშობლები, ბავშვი, ანჯელია ჯოლი, ბრედ პიტი, მშობლები და შვილები, წყვილი
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>