LIFE

20 რამ, რასაც ყველა ქალი იმსახურებს

20 რამ, რასაც ყველა ქალი იმსახურებს

1. შენ იმსახურებ სწორად გადაანაწილო პრიორიტეტები და პირველ ადგილზე, ყოველთვის შენი თავი დააყენო;

2. შენ იმსახურებ დაამთავრო ის ურთიერთობა, სადაც ბედნიერი არ ხარ;

3. შენ იმსახურებ იცოდე, რას ნიშნავს როდესაც გიყვარს და როდესაც უყვარხარ;

4. შენ იმსახურებ უფლებას იყო კეთილი, ბოროტ და ტოქსიკურ სამყაროში;

5. შენ იმსახურებ იყო ძლიერი, შენი სისუსტეების მიუხედავად;

6. შენ იმსახურებ ურთიერთობას, რომლის საფუძველი ნდობა, გულწრფელობა და სიყვარულია;

7. შენ იმსახურებ შეგეძლოს შენი ემოციების გამოხატვა;

8. შენ იმსახურებ მეგობრობას, რომელიც დროს გაუძლებს;

9. შენ იმსახურებ შეგეძლოს ცუდად ყოფნა;

10. შენ იმსახურებ ადამიანს, რომელსაც ეშინია შენნაირი ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანის დაკარგვა;

11. შენ იმსახურებ ცხოვრებას სინანულის გარეშე;

12. შენ იმსახურებ შეგეძლოს შეცდომების გამოსწორება;

13. შენ იმსახურებ მხარდაჭერას და თანადგომას მეგობრებისგან;

14. შენ იმსახურებ მიაღწიო დასახულ მიზნებს;

15. შენ იმსახურებ ოცნებებს, მიუხედავად რეალობისა;

16. შენ იმსახურებ რწმენას ისეთ სიტუაციებში, სადაც ყველა იმედი გადაწურულია;

17. შენ იმსახურებ დააფასო სხვების მშვენიერება ისე, რომ არ დააკნინო საკუთარი;

18. შენ იმსახურებ დილის თბილ მესიჯებს, შუადღის სიურპრიზებს და გვიან ღამის თბილ სატელეფონო საუბრებს;

19. შენ იმსახურებ ერთი წამით შეჩერდე და დააფასო ის, რასაც აქამდე მიაღწიე;

20. შენ იმსახურებ მიზანს, რომელიც მუდმივად სტიმულით გავსებს.