ჯანმრთელობა

მედიტაცია დამწყებთათვის - 5 წუთიანი ვარჯიში, რომელიც გონების განტვირთვაში დაგეხმარებათ

მედიტაცია დამწყებთათვის - 5 წუთიანი ვარჯიში, რომელიც გონების განტვირთვაში დაგეხმარებათ

სისტემატიური მედიტაციის საშუალებით, შესაძლებელია გონების სტრესისგან გათავისუფლება, შფოთის შემცირება და მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესება. თანამედროვე ცხოვრების პირობებში, ეს პრობლემები უამრავ ადამიანს აწუხებს. ალბათ სწორედ ამიტომ გადაიქცა აღმოსავლური კულტურის ნაწილი - მედიტაცია, ჩვენი ეპოქის მთავარ გამოწვევად.

მედიტაცია დამწყებთათვის - 5 წუთიანი ვარჯიში, რომელიც გონების განტვირთვაში დაგეხმარებათ

თუ დიდი ხანია გინდათ სცადოთ მედიტაცია და არ იცით საიდან დაიწყოთ, ან უბრალოდ დასაწყისისთვის ზედმეტად გერთულებათ - პრობლემა სულაც არ არის.
გაიცანით მედიტაცია 5-4-3-2-1 მეთოდით, რომლის გაკეთებაც ყველას შეუძლია. ამისთვის მხოლოდ თავისუფალი 5 წუთია საჭირო.

დაჯექი კომფორტულად - ამ წამიდან შენ სამყაროს 5 ელემენტს შეიგრძნობ;
ამოიცანი 4 ხმა, რომელიც გესმის - ფეხის ხმა, ჩიტების ჭიკჭიკი, ავტომანქანების ხმა, ხმაური გვერდითა სახლიდან...

მედიტაცია დამწყებთათვის - 5 წუთიანი ვარჯიში, რომელიც გონების განტვირთვაში დაგეხმარებათ

შეეხე 3 ნივთს, რომელსაც ადგომის გარეშე მისწვდები: ფანქარი, ბეჭედი, სკამის სახელური;

მედიტაცია დამწყებთათვის - 5 წუთიანი ვარჯიში, რომელიც გონების განტვირთვაში დაგეხმარებათ

ამოიცანი 2 სურნელი, რომელსაც ახლა შეიგრძნობ: სუნამოს სურნელი, ახალგარეცხილი მაისურის სუნი...

მედიტაცია დამწყებთათვის - 5 წუთიანი ვარჯიში, რომელიც გონების განტვირთვაში დაგეხმარებათ

და ბოლოს - შეიგრძენი 1 გემო, რომლსაც წინასწარ გაამზადებ და მედიტაციისას შენს სიახლოვეს იქნება: წყლის ერთი ყლუპი, პური, შოკოლადის ნატეხი...

მედიტაცია დამწყებთათვის - 5 წუთიანი ვარჯიში, რომელიც გონების განტვირთვაში დაგეხმარებათ

ამ შეგრძნებებზე ფოკუსირება დაგეხმარება გააცნობიერო მოცემული მომენტი. ის ასევე საშუალებას მოგცემს გათავისუფლდე ნეგატიური ფიქრებისგან. მედიტაციის 5 წუთის განმავლობაში, შენ გამოდიხარ გონების დაუსრულებელი სპირალიდან, ისვენებ და ყურადღება ისეთ საკითხებზე გადაგაქვს, რაც აქამდე უმნიშვნელო იყო. ეს გონების ერთგვარი გადატვირთვაა, რომელიც აუცილებელია ბედნიერი ცხოვრებისთვის.