ამბობენ, რომ განსხვავებული ადამიანები უფრო იზიდავენ ერთმანეთს. მაგრამ როდესაც საქმე გემოვნებასა და სტილს ეხება, ეს სიტყვები უბრალოდ უაზრობას ემსგავსება.

დაათვალიერეთ ყველა დროის ყველაზე მოდური 5 წყვილი, რომელთა სიყვარულის ისტორიაზე მთელი მსოფლიო საუბრობს.

ისინი ერთად ჩნდებიან წითელ ხალიჩაზე, სეირნობენ ქუჩებში და სიყვარულიც, ისევე როგორც მათი სტილი, ყველაზე ტრენდულია. იმასაც ამბობენ, რომ სიყვარული დროთა განმავლობაში ნელდება, მაგრამ სტილი, არასოდეს!

ვიქტორია და დევიდ ბექჰემები

ქორწინებიდან თითქმის ორი ათწლეულის შემდეგაც კი, მათ მიმართ ინტერესი არ ნელდება. ისინი სტაბილურად ინარჩუნებენ ყველაზე მოდური და სანიმუშო წყვილის სახელს.

ბიონსე და ჯეი ზი

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნიჭი და სტილი ერთიანდებიან - მათი ყოველი გამოჩენა საზოგადოებაში მსოფლიო ყურადღების ცენტრში ხვდება.

ქეით მოსი და ჯონი დეპი

მართალია, მათი ურთიერთობა 20 წლის წინ დასრულდა, თუმცა წყვილი 90-იანების სტილისა და სიყვარულის სიმბოლოდ სამუდამოდ დარჩება.

ჯენიფერ ენისტონი და ბრედ პიტი

განქორწინების შემდეგ, ბრედ პიტმა მსოფლიოში სილამაზით ცნობილ ანჯელინა ჯოლიზე იქორწინა. ამის მიუხედავად, ყველაზე მოდური წყვილის სტატუსი მაინც ჯენიფერმა მოუტანა. ამ წყვილმა ნამდვილად იცოდა, როგორ გაენათებინა წითელი ხალიჩა, თანაც ისე, რომ წლების შემდეგაც მათი ლუქები ყველაზე განხილვადი ყოფილიყო.

მიშელ და ბარაკ ობამები

პრეზიდენტი და პირველი ლედი, რომლებიც ერთად იბრძოდნენ, რომ მსოფლიო უკეთესი გამხდარიყო. და თანაც, ამავე დროს ძალიან მოდურად გამოიყურებოდნენ