ჩვენი მშობლებისა და ბებიებისგან არა ერთხელ მოგვისმენია თავის მოვლასთან დაკავშირებული შენიშვნები და რჩევები. ჩვენ კი წარმოდგენაც არ გვქონდა, რამდენად სასარგებლო შეიძლებოდა ყოფილიყო მათი რჩევებისა და შენიშვნების გათვალისწინება. ბუნებრივია, ბევრი რამ, რასაც ჩვენი მშობლებისა და ბებიების თაობა თავის მოვლის პროცედურად მიიჩნევს, ჩვენთვის უცნაური და მეტ-ნაკლებად დაუჯერებელია, თუმცა თავის მოვლის მათი მეთოდები ნამდვილად მუშაობს.
TREND-მა შეაგროვა რამდენიმე რჩევა მშობლების თაობისგან, რომლებიც საკმაოდ ეფექტურია და ხშირად ჩვენს მეთოდებზე ეფექტურიც კი. გთავაზობთ ამ ჩამონათვალს:
1. დაიტენიანეთ კანი ზეითუნის ზეთით
ბებიები ხშირად ამტკიცებენ იმას, რომ ზეითუნის ზეთი კანის ყველაზე კარგი დამატენიანებელი საშუალებაა. გარდა ამისა, მათი თქმით, ზეითუნის ზეთი მარტივად ახორცებს ჭრილობებს და ხელს უწყობს ტუჩის დამსკდარი ზედაპირის მოშუშებასაც.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ზეითუნის ზეთი შესანიშნავია თმის ბოლოებისთვისაც. შეიზილეთ იგი სველი თმის ბოლოებში და შემდეგ შეიშრეთ. ამ მეთოდით თქვენს თმას ზამთარში გამოშრობისგან დაიცვათ.
2. გამოიხეხეთ კბილები სოდით
ყველა მათეთრებელ კბილის პასტაზე უკეთესად კბილებს სოდა ათეთრებს. ალბათ, მსგავსი რამ არა ერთხელ მოგისმენიათ თქვენი მშობლებისგან და ბებიებისგან. დაუჯერეთ მათ, სოდით კბილების გამოხეხვის შემთხვევაში, თეთრ კბილებთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში სუფთა სუნთქვასაც შეინარჩუნებთ.
ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმას, რომ საშინელი გემო აქვს, იფიქრეთ იმ დადებით შედეგებზე, რაც მის გამოყენებას მოაქვს!
3. გამოიყენეთ ბოსტნეულის ნიღაბი სახისთვის
შესაძლოა, ეს რჩევა საკმაოდ უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა, სცადეთ და შედეგით გაოცებული დარჩებით! გამოიყენეთ სახისთვის უმი კართოფილის ფირფიტები. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველ დილა-საღამოს. აღნიშნული ნიღაბი დაიცავს თქვენს კანს ზედმეტი გამონაყარისგან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აკნე გაწუხებთ, შეამცირებს მას!
4. ერიდეთ საწრუპის გამოყენებას
მშობლები ხშირად გვიშლიდნენ საწრუპის გამოყენებას. როგორც გაირკვა, მათ სიმკაცრეს ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი გააჩნია. საწრუპის გამოყენება, აჩქარებს ნაოჭების წარმოქმნას, ამიტომ გაითვალისწინეთ უფროსების რჩევა, ნუ ჩათვლით მათ ძველმოდურებად და დაიცავით საკუთარი კანი ნაადრევი დაბერებისგან!
5. აუკრძალეთ საკუთარ თავს მოწევა
"ნამდვილი ქალები არ ეწევიან" - ამ ფრაზის გამო, რამდენჯერ გიფიქრიათ, რომ თქვენი მშობლები ძველმოდურები არიან? ალბათ, ძალიან ბევრჯერ! ექიმები ამტკიცებენ, რომ მოწევა არამარტო კანის დაბერებას იწვევს, არამედ სხვა უარყოფითი შედეგების მომტანიცაა თქვენი ჯანმრთელობისთვის. სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, პირის ღრუს პრობლემები, სუნი და ა.შ. ეს არის ის მიზეზები, რის გამოც, ჩვენი მშობლები არაერთხელ გვახსენებენ, რომ ნამდვილი ქალები არ ეწევიან! ნუ შეუქმნით საკუთარ თავს დამატებით პრობლემებს და იყავით ნამდვილი ქალბატონები!
6. იძინეთ ზურგზე
რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, ზურგზე წოლა თქვენი კანისთვის სასარგებლოა! თქვენი კანის სიჯანსაღისა და სილამაზისთვის იძინეთ მინიმუმ რვა საათი დღე-ღამეში. იზრუნეთ თქვენი გონებრივი და ვიზუალური ბრწყინვალებისთვის!
7. გამოიყენეთ წითელი ტუჩსაცხი
წითელი ტუჩსაცხი - აი, რა უყვართ ჩვენს ბებიებს ყველაფერზე მეტად! ყველა ქალის სექსუალურობის გასაღებად ისინი სწორედ წითელ ტუჩებს მიიჩნევენ! დაუჯერეთ მათ, წითელი ტუჩსაცხი შეგმატებთ თავდაჯერებულობასა და სექსუალურობას. მისი მეშვეობით შეძლებთ თქვენი ხასიათის თავისებურებებს გაუსვათ ხაზი!
8. გაიღიმეთ!
ერთ-ერთი შენიშვნა, რომელსაც ჩვენი მშობლებისგან ყველაზე ხშირად ვიღებთ! ბუნებრივია, ეს რჩევა უფროა, ვიდრე შენიშვნა, თუმცა, ვენ ყოველთვის გვგონია, რომ ისინი ამას შენიშვნის სახით გვეუბნებიან!
რეალურად, არ არსებობს უკეთესი აქსესუარი სილამაზისთვის, ვიდრე ღიმილია. ღიმილის მეშვეობით თქვენ დადებით ენერგიას ასხივებთ, რომელსაც გრძნობენ სხვებიც!
მადლობა ჩვენს დედებსა და ბებიებს, რომლებიც, არაოდეს იშურებენ სწორ ჩვევებს იმისთვის, რომ ვიყოთ მეტად ლამაზები, მიმზიდველები და თავდაჯერებულები! გაითვალისწინეთ მათი რჩევები და დააფასეთ მათი მზრუნველობა!
თემები: თავის მოვლა, მაკიაჟი, რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, სახლის პირობები, რჩევები, მაკიაჟის კეთება, ნაოჭები, რჩევები მშობლებისგან
allwomenstalk.com