ჩვენ რომ თქვენს ადგილას ვიყოთ, ამ საკითხს მაინცდამაინც არ ჩავუღრმავდებოდით. ვაღიაროთ, რომ ქალებს ხანდახან სირაქლემას პოზაში ყოფნა გვირჩევნია. თუმცა, თუ მაინც გსურს, სიმართლე იცოდე, მაშინ აი, ისიც!
8. „დაახლოებით 6 თვის წინ“
როდესაც შენს მეგობარ მამაკაცს ეკითხები, სექსი ბოლოს როდის ჰქონდა და გპასუხობს, სადღაც 6 თვის წინო, დარწმუნებულები ვართ, ამაში ეჭვიც არ გეპარება. თანაც, სახეზე ეტყობოდა, ნამდვილად ტვინს იჭყლეტდა, ზუსტი თარიღი რომ გაეხსენებინა. შენ ხომ სწორედ შენსავით მოწესრიგებული მამაკაცი გინდა, გვერდით გყავდეს – საკუთარ ჯანმრთელობას სისტემატურად რომ ამოწმებს. სამწუხაროდ, მოგიწევს, გააცნობიერო, რომ მოგატყუა. სთხოვე, ანალიზის პასუხები გაჩვენოს და ნახავ, რომ კარგ შემთხვევაში ეს, სულ ცოტა, 2 წლის წინათ მოხდა!
7. „შენ საუკეთესო ორალური სექსი შეგიძლია“
მოკლედ, რაც არ უნდა უნიკალურ ტექნიკას ფლობდე, მზერითი კონტაქტით დაწყებული, სხვა რამით დამთავრებული, ახალს ვერაფერს მოიგონებ. მამაკაცებს განსაკუთრებულად, სულ რაღაც, 1-2 ორალური სექსი ამახსოვრდებათ, დანარჩენი კი მასავით „მშვენიერია“. თუმცა, როდესაც მისი სიამოვნებისთვის ყველაფერს აკეთებ, ცხადია, არ გეტყვის, – კარგია, არა უშავსო. თანაც, ამის გამო ნერვიულობა მართლა არ ღირს – გაიხსენე, რამდენჯერ არ მოგწონებია, როდესაც შენი პარტნიორი თავისი უნარების მაქსიმუმის გამოვლენას ცდილობდა.
6. „აღარ შემიძლია“
თუ პარტნიორთან გრძელვადიანი, ჯანსაღი ურთიერთობა გაქვს, მისი მხრიდან ეს ფრაზა ხანდახან სავსებით ბუნებრივი და მისაღებია. თუმცა, თუ მამაკაცი ამას სხვა შემთხვევაში გეუბნება, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – სასწრაფოდ შენგან წასვლა სურს. უბრალოდ, სექსი უნდოდა და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვისთან.
5. „კონდომით ორგაზმის მიღწევა არ შემიძლია“
არ დაიჯერო! ეს ყველა მამაკაცს შეუძლია. თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ფაქტია, რომ მამაკაცების ზუსტად 100%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ეაკულაცია კონდომით. ამას იმიტომ გეუბნება, რომ ფიქრობს, რატომღაც საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ დააყენებ და მისი სიამოვნებისთვის დაუცველი სექსით დაკავდები. ჩვენი რჩევაა, სწორედ ამ კატეგორიის მამაკაცთან დაიცვა თავი განსაკუთრებით!
4. „სექსის დროს თავს ყოველთვის ვიცავ“
თუ მამაკაცი გარწმუნებს, მასთან მშვიდად იყო და შეგიძლია, თავი არ დაიცვა, რადგან სხვა შემთხვევაში კონდომს ყოველთვის იყენებს, ჩათვალე, რომ ყველა ქალს იგივეს ეუბნება.
3. „კვირაში რამდენჯერმე“
დარწმუნებული იყავი, რომ 45 წლამდე ასაკის ნებისმიერი მამაკაცი მასტურბაციას, სულ მცირე, დღეში ერთხელ მაინც მიმართავს. თუმცა, ამის შესახებ არავინ გეტყვის, ამიტომ კითხვასაც აზრი არ აქვს.
2. „ასეთი რამ არასოდეს მომსვლია“
გასაკვირია, რაში სჭირდებათ მამაკაცებს ამ ტყუილის თქმა – ალბათ, ჰგონიათ, რომ, თუ პირდაპირ გეტყვიან, ამ ჯერზე ერექციის შენარჩუნებას ვერ ვახერხებო, შენში რატომღაც ლატენტური პრეისტორიული ინსტინქტი გაიღვიძებს, რომელიც გაფიქრებინებს, რომ ის განაყოფიერებისთვის არასრულფასოვანია და სხვა მამაკაცში გაცვლი. თანაც, კაცები ამას მაშინაც იტყუებიან, თუ შენთან სექსი 10-ზე მეტჯერ ჰქონიათ და მათი შესაძლებლობების შესახებ მშვენივრად მოგეხსენება.
1. „შენი სხეულის გემო მიყვარს“
ამ შემთხვევაში იცოდე, რომ ახალს ვერაფერს შესთავაზებ – სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ყველა ქალს ერთნაირი გემო აქვს. სასიამოვნო უშუალოდ ის ინტიმური მომენტია, როდესაც პარტნიორს შენთან ორალური სექსით დაკავება სურს და არა, მაგალითად, შენი განსაკუთრებული გემო.
თემები: სექსი, მამაკაცები, წყვილი, ქალები
<em><a href="http://www.cosmo.ph/sex-relationships/mattress-moves/sex-lies-every-guy-src-intl-a1580-20161218-lfrm">http://www.cosmo.ph</a></em>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია