3 ოქროს წესი, რომელიც უნდა გაითვალისწინო, თუ მაღალ ქუსლებს ატარებ
- 24.08.2020
დარწმუნდი, რომ ზომა სწორად შეარჩიე
რამდენჯერ გიყიდია ნახევარი ზომით დიდი ან პატარა ფეხსაცმელი? რა თქმა უნდა, ძალიან ბევრჯერ. მაგრამ მნიშვნელოვანია გახსოვდეს, თუ რატომ არსებობს ფეხსაცმელი ზომების მიხედვით, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ეხება.
თუ ფეხსაცმელი პატარა გაქვს, უბრალოდ დაივიწყე. არ არსებობს გზა მის გამოსაყენებლად. აი დიდი ფეხსაცმლის შემთხვევაში ერთი შეხედვით მარტივია - არ შეიმჩნევ, რომ ფეხსაცმელი ერთი ზომით დიდი გაქვს. სინამდვილეში ამ დროს ტერფი წინ მიიწევს და ფეხსაცმელს აწვება. შედეგად კი ტკივილს და დაზიანებულ კანს მიიღებთ.
გაითვალისწინეთ, თუ ფეხსაცმელი დიდი გაქვთ, აუცილებლად შეიძინეთ სილიკონის ჩასაფენი. ასე ზომის სხვაობის შემცირებას ნამდვილად შეძლებთ.
გაარკვიე, როგორი ტიპის ფეხი გაქვს და შეარჩიე შესაბამისი ფეხსაცმელი
ამისთვის აუცილებლად მოგიწევს ფეხსაცმლის ორივე ტერფზე მოზომება. დიახ, ქალების უმრავლესობა მხოლოდ ცალ ფეხზე იზომებს ფეხსაცმელს და ისე ყიდულობს. ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან ფეხის ტერფის ზომას შორის მუდამ არსებობს მცირედი აცდენა.
ჩვენი რეკომენდაციაა ფეხსაცმელი საღამოს ან ღამეს მოიზომოთ, რადგან ამ დროს ფეხის ტერფი შედარებით შეშუპებულია. დარწმუნდი, რომ თითებსა და ფეხსაცმელს შორის არსებობს თავისუფალი ადგილი, ქუსლი კომფორტულად ერგება ფეხსაცმელს და თუმცა სიარულისას ტერფი არ ვარდება.
გახსოვდეს, რომ ფეხსაცმელი უნდა მოერგოს შენს ფეხს და არა პირიქით.
სქელი ქუსლი უფრო ადვილი სატარებელია
შეგიმჩნევიათ, რომ რაც უფრო სქელია ქუსლი მით უფრო ადვილად დადიხართ? დიახ, ეს მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია. როდესაც ფეხსაცმლის ქუსლი ძალიან წვრილია, სხეულის წონის დატვირთვა ძირითადად ფეხის ტერფზე გადადის. წლების შემდეგ შესაძლოა ფეხის ტერფის პრობლემებიც კი დაგეწყოთ.
სქელი ქუსლის შემთხვევაში დაწოლა თანაბრად ვრცელდება კოჭზე, ქუსლსა და ტერფზე, რაც ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ აისახება.
თემები: სტილი, ფეხსაცმელი, მაღალქუსლიანი, ტრენდი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ქუსლები
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>