LIFE

რატომ უნდა ეძებო საქმე, რომელიც მართლა გეყვარება

რატომ უნდა ეძებო საქმე, რომელიც მართლა გეყვარება

დაფიქრდი იმაზე, რას აკეთებ ახლა

ნებისმიერი გზის დასაწყისი იმის გაანალიზებაა, რას აკეთებ ახლა. დაფიქრდი: არის თუ არა შენი საქმე ის, რისი კეთებაც გინდა? რა არის შენი ჰობი? რისი კეთებას ცდილობ ყველაზე ხშირად? შემდეგ დაფიქრდი, არის თუ არა შენი რეალობა ის, რაც ნამდვილად გიყვარს. რამდენად მნიშვნელოვანია შენი საქმე? ხედავ თუ არა საკუთარ თავს ამ ბიზნესში 10 წლის შემდეგ? შეძლებდი თუ არა, ეს საქმე მთელი ცხოვრება გეკეთებინა?

სამწუხაროდ, ბევრი ადამიანისთვის ამ კითხვებზე პასუხი „არა“ იქნება.

გინდა, რომ შენი ცხოვრება დაუთმო იმ საქმეს, რომელიც არც მოგწონს, არც გაბედნიერებს და არც სამომავლო წარმატებას გპირდება?

ამიტომ, უნდა იპოვი ის საქმე, რაც გეყვარება და კმაყოფილების გრძნობით აგავსებს.

ყოველდღიურად აკეთე ის, რაც გიყვარს

სულაც არ არის ადვილი ცხოვრება შეცვალო. მაგრამ ის, რაც გიყვარს აუცილებლად უნდა იყოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. რა თქმა უნდა, თუ იმის ფუფუნება არ გაქვს მთელი დღე საყვარელ საქმეს დაუთმო, სულ მცირე, რამდენიმე წუთი მაინც შეგიძლია გამოჰყო შენთვის.

თუ ცეკვა გიყვარს, შეგიძლია ვიდეო გაკვეთილებს უყურო და იცეკვო, თუ ცხოველები გიყვარს, შეგიძლია მეგობრის ძაღლი გაასეირნო... რაც არ უნდა იყოს შენი საყვარელი საქმიანობა, აუცილებლად არსებობს რამდენიმე წუთი შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელიც შეგიძლია მის კეთებას დაუთმო.

არასოდესაა გვიანი

როდესაც აღმოაჩენ რისი კეთება გიყვარს, ნუ შეგეშინდება, რომ დაგაგვიანდა. ადამიანს ნებისმიერ ასაკში გააჩნია ცხოვრების თავიდან დაწყების რესურსი. ნებისმიერ ასაკში შეგიძლია ისწავლო რამე ახალი და შეცვალო შენი ცხოვრება.

არასოდეს დანებდე საკუთარ მისწრაფებებს, მათ გარეშე ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა. როდესაც იმას აკეთებ რაც გიყვარს ან იმას ეძებ, რა შეიძლება გიყვარდეს, ცხოვრება თავგადასავალს ემსგავსება. მთვარია ეცადო, რომ შენი სურვილების მიხედვით იცხოვრო.



<a href="https://www.makemebetter.net/">https://www.makemebetter.net/</a>