როგორ გადავიღოთ შთამბეჭდავი ფოტოები სმარტფონით - დეტალური განხილვა iPhone 11 Pro-სთან ერთად
- 24.08.2020
ლამაზი ფოტოებით ჩვენ სოციალური ქსელებს ვიპყრობთ!
ყველას გვინდა რომ ყველაზე სასიამოვნო და ნათელი მოგონებები ჩვენთან სამუდამოდ დარჩეს. წარმოიდგინე რომ შენი მეგობარი პირველად დადგა თხილამურებზე ან პირველად გაცურე იახტით, ან შენმა საყვარელმა ძაღლმა პირველად ნახა ზღვა და შეცურა ტალღებში. ეს ის მომენტებია, რომელთა გადაღება ნამდვილად ღირს რადგან დიდ სიამოვნებას მოგგვრით, როდესაც ამ კადრებს კვლავ გადაავლებთ თვალს.
უფრო და უფრო მარტივი ხდება კადრების პროფესიონალური და მაღალი ხარისხით გადაღება. მაგრამ არის რამდენიმე წესი რომელიც უნდა იცოდე იმისთვის, რომ სრულყოფილი კადრი არ გაგიფუჭოს ხმაურმა, ცუდმა განათებამ ან საკუთარმა ჩრდილმა. ჩვენ გასწავლით ხერხებს, თუ რა უნდა იცოდეთ სასურველი კადრის მისაღებად; რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ სოციალური ქსელები ლამაზი ფოტოებით დაიპყროთ.
iPhone 11 Pro-ს სამკამერიანი სისტემა აერთიანებს ფართო კუთხიან, ულტრა ფართო კუთხიან (120 გრადუსიანი ხედვის) და ტელეფოტო კამერას (საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ 0,5x-დან 2x-მდე ოპტიკური მოახლოებით).
უბრალოდ დააჭირეთ 0,5x, 1x ან 2x-ს და გადაიყვანეთ სასურველ ხედვაზე. თუ მას რამდენიმე წამით თითით დააწვებით, ეკრანზე გამოისახება გრადუსების მარეგულირებელი ვირტუალური ბორბალი, რომლის მეშვეობით შეძლებთ სასურველი ზომის რეგულირებას.
iPhone 11 Pro-ს ფრონტალურ კამერას TrueDepth ტექნოლოგიით, აქვს „პორტრეტის“ რეჟიმის მხარდაჭერა, სადაც შეგიძლია დაარეგულირო განათება და აირჩიო ეფექტები. მას გააჩნია 6 განსხვავებული განათების ეფექტი, მათ შორის სტუდიო განათება და შავთეთრი რეჟიმი. დაიჭირეთ წამები, გადაუღეთ პორტრეტები მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს და შინაურ ცხოველებს!
მაკრო ფოტოგრაფია
მაკრო კადრების გადაღება ხდება ობიექტთან მაქსიმალური მიახლოვებით. iPhone-ის კამერა ახდენს უზუსტეს ფოკუსირებას, რაც საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ საუკეთესო კადრი (მაგალითად ყვავილის ბუტკო, მწერები და ა.შ.). ამ რეჟიმით შეგიძლიათ დაათვალიერით და დააკვირდეთ ყველა პატარა დეტალს. გაითვალისწინეთ, რომ მაკრო რეჟიმით მაღალი ხარისხის ფოტოს მისაღებად საჭიროა საკმარისი განათება.
„Shot on iPhone Challenge“- კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ფოტო.
პერსპექტივა
ამ სტილის ფოტოების გადაღებისას, საუკეთესო ვარიანტი ფართოკუთხიანი კამერაა. ეს რეჟიმი საშუალებას გაძლევთ კადრში უფრო მეტი სივრცე მოახვედროთ. ამიტომ, თუ თქვენ დიდი სივრცის გადაღება გსურთ, გამოიყენეთ ის.
iPhone Photography Awards - გამარჯვებული ფოტო
სიმკვეთრე და ფოკუსირება
iPhone 11 Pro გაძლევთ საშუალებას ფოტო ექსპერიმენტების ჩასატარებლად. ამიტომ ფოტოების გადაღებისას გაერთეთ სიღრმის და სიმკვეთრის რეგულირებით. გადაღების პროცესში თქვენ შეგიძლიათ სცადოთ სხვადასხვა ვარიანტები და შეარჩიოთ თუ რომელ ობიექტზე და დეტალზე მოახდინოთ ფოკუსირება.
Shot on iPhone Challenge - ერთერთი გამარჯვებული ფოტო
ღამის გადაღების რეჟიმი
მასზე მუშაობა ძალიან მარტივია - ახალი რამის რეჟიმი ავტომატურად აუმჯობესებს დაბალ განათებაში გადაღებულ ფოტოებს. ეცადეთ გადაღებისას ტელეფონი რამდენიმე წამს გაუნძრევლად გეჭიროთ (ტელეფონი თავად განსაზღვრავს გადაღების სიჩქარეს). შედეგი ნამდვილად გაგაკვირვებთ! დაბალი განათება შეფერხებას აღარ წარმოადგენს!
iPhone Photography Awards - გამარჯვებული ფოტო
Night Mode Challenge Apple - კონკურსის გამარჯვებული ფოტო
გთავაზობთ კიდევ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ცუდი კადრები:
- ნუ გაბლარავ ფონს. iPhone-ის კამერის ბადის გამოყენება დაგეხმარებათ მის თავიდან აცილებაში.
- კადრიდან ნუ ამოჭრი სხეულის ნაწილებს, მაგრამ თუ მაინც მოგიწევს, ეცადე ეს ლამაზად გააკეთო. მაგალითად - ფეხებს თუ 15 სანტიმეტრით ჩამოჭრით ეს ფოტო სრულყოფილი არ გამოვა. კადრში სხეულის ყველა ნაწილი უნდა მოახვედროთ.
- თუ ადამიანს უღებთ ფოტოს, დარწმუნდით რომ ის კარგად ჩანს კადრში. დააკვირდით რომ არ დაფაროს ცუდმა განათებამ ან კონტრაჟურმა.
- მაგალითად, თუ თქვენ რაიმე დიდ ობიექტთან იღებთ ფოტოს ჯერ დარწმუნდით, რომ სასურველი სივრცე კარგად მოთავსდეს ობიექტივში, ხოლო თქვენ ნუ დადგებით ძალიან შორს, მიუახლოვდით კამერას რომ თქვენი თავი წინა ფონზე წამოწიოთ.
- ფოტოს გადაღებამდე კარგად მიმოიხედეთ და დარწმუნდით რაიმე ნივთი (მაგალითად ხელჩანთა ან ძირს დადებული ზურგჩანთა) ხომ არ გიფუჭებთ კადრს.
- ფოტოების მზეში გადაღება არც თუ ისე კარგი იდეაა. ასე თქვენ მიიღებთ გადანათებულ ფოტოებს. პროფესიონალური გადაღება დაგეგმეთ მზის ამოსვლიდან პირველ რამდენიმე საათში და მზის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე. დღის ამ პერიოდში საუკეთესო ბუნებრივი განათებაა.
- ნუ გადაიღებთ მხოლოდ ერთ ფოტოს: უკეთესია თუ გექნებათ ბევრი კადრი სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა პოზიციაში. მასალის სიმრავლე საშუალებას მოგცემთ რომ საუკეთესო ფოტო აარჩიოთ. iPhone 11 Pro-ს მძლავრი ელემენტის საშუალებით, ფოტოების გადაღებას მთელი დღის განმავლობაში შეძლებთ.
- ასევე გახსოვდეთ, რომ გადაღების დროს შეიძლება ფოტოგრაფიც ჩრდილი კადრში გამოჩნდეს, ამიტომ ამ დეტალს აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება.
შეიძინეთ ოფიციალური iPhone 11 Pro სპეციალურ ფასად მხოლოდ Apple-ის ავტორიზებულ რესელერებთან:
iSpace, Alta, Elit Electronics, iPlus, iTechnics, iStore.
თემები: მობილური ფოტოგრაფია, Elit Electronics, მობილური, iSpace, Alta, iPlus, iTechnics, iStore
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია