სტილი

Dots & Dashes Georgia - დაშიფრე ემოცია

Dots & Dashes Georgia - დაშიფრე ემოცია

ალბათ შეამჩნევდით, რომ ქართველი მომხმარებლები ქართულმა ბაზარმა, ბევრი ორიგინალური სიახლით გაანებივრა, TREND კი მოხარულია, კვლავ პირველმა გიამბოთ ერთ-ერთი განსაკუთრებული სიახლის შესახებ, რომელსაც Dots & Dashes Georgia ეწოდება და ემოციების დაშიფვრას გვთავაზობს!

Dots & Dashes Georgia - დაშიფრე ემოცია

დაშიფრე ემოცია - ატარე პერსონალიზირებული სამკაული და გახდი გამორჩეული იმით, რაც მხოლოდ შენ გეკუთვნის! ეს არის Dots & Dashes Georgia, რომელიც სურვილის სამაჯურებს მორზეს ანბანის მიხედვით დაგიმზადებთ. ვინც აქამდე არ იცით, გეტყვით, რომ მორზეს ანბანი სიმბოლოთა კოდირების ერთ-ერთი საშუალებაა. სიმბოლოების სასვენი ნიშნებით, ასოებითა და ციფრებით გამოხატვის ნაცვლად, იგი გრძელ და მოკლე, სტანდარტულ ელემენტებს იყენებს, მაგალითად ხმოვან სიგნალებს, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილს, როგორც "წერტილებსა" და "ტირეებს".

Dots & Dashes Georgia - დაშიფრე ემოცია

სურვილის სამაჯურები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა ქვეყანაში, ამის მიზეზი კი შესაძლოა ისიც არის, რომ დაშიფრული ემოციის მქონე სამკაულებს სიმბოლური დატვირთვაც აქვს. არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც სამაჯურის გაკეთებისას უნდა ჩაიფირო სურვილი, რისი რეალობაში განხორციელების დიდი სურვილიც გაქვს. როდესაც სამაჯური გაწყდება, ლეგენდის თანახმად, ჩაფიქრებული ნატვრაც ახდება.

ამბავის ლეგენდარულობას, მორზეს ანბანის ორიგინალურობასა და ინდივიდუალიზმის განსხვავებული ფორმით გამოხატვის იდეას ანა სტურუა-მელიქიშვილმა და მარიკა სიხარულიძემ ერთ თვის წინ მოუყარეს თავი და შექმნეს ორიგინალური ქართული ბრენდი Dots & Dashes Georgia!

Dots & Dashes Georgia - დაშიფრე ემოცია

ბრენდის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ იგი მაქსიმალური პერსონალიზირების საშუალებას გვაძლევს. მორზეს ანბანის გამოყენებით Dots & Dashes Georgia ნებისმიერი სახელის, სიტყვის, ემოციის დაშიფვრას უზრუნველყოფს, გვთავაზობს ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის, დიზაინის, ფორმისა და ფერის არჩევის შესაძლებლობასაც. აღსანიშნავია ისიც, რომ მორზეს ანბანის სიმბოლოები ვერცხლისგან მზადდება. გარდა მორზეს ანბანის გამოყენებით შექმნილი სამაჯურებისა, ბრენდი სხვადასხვა დიზაინის სამკაულსაც სთავაზობს ქართველ მომხმარებელს.

Dots & Dashes Georgia - დაშიფრე ემოცია

სილამაზესთან და სისადავესთან ერთან, ბრენდი არატრადიციულ, ორიგინალურ და ინდივიდუალურ სასაჩუქრე შეფუთვებითაც გამოირჩევა, რომლებიც საშუალებას გაძლევთ საჩუქარიც აქციოთ დაშიფრულ, პერსონალიზირებულ ემოციად. რაც შეეხება ბრედნის სხვა ღირსებებს, ერთ-ერთია იდეაც, რის გამოც არცერთი სამკაული ერთმანეთს არ ჰგავს და რომელსაც იზიარებს ყველა, ვისაც საკუთარი გრძნობებისა და ემოციების განსაკუთრებულობის სჯერა.

Dots & Dashes Georgia - დაშიფრე ემოცია

ყველა ადამიანს აქვს გამორჩეულად პირადი ემოცია, რომლის სხვებისთვის გაზიარებას საჭიროდ არ მიიჩნევს. არის მომენტებიც, როცა ორ ადამიანს შორის არსებული გრძნობა, მხოლოდ ამ ორ ადამიანს შორის უნდა დარჩეს! Dots & Dashes Georgia გაძლევთ საშუალებას გაუყოთ საკუთარი თავი სხვებს, გაუზიაროთ გრძნობები ადამიანებს ან გამოხატოთ ემოცია ისე, რომ დატოვოთ ეს საიდულოდ.

Dots & Dashes Georgia - დაშიფრე ემოცია

სურვილის სამაჯურების შეძენა ჯერ მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვობით, Dots & Dashes Georgia-ს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე სამკაულის შეკვეთით შეგიძლიათ, თუმცა, როგორც ბრენდის შემქმნელებმა გაგვიმხილეს, უახლოეს მომავალში, ისინი გაყიდვებთან დაკავშირებულ სიახლეებსაც შემოგვთავაზებენ. ასევე, გვპირდებიან ახალ პროდუქტს, თემატურ სასაჩუქრე ნაკრებსაც, რომელიც ბუნებრივია არ დაკარგავს თავის ნიშას და იქნება განსხვავებული, გამორჩეული დიზაინისა და იდეის მატარებელი.

TREND ქართველ მომხმარებლებს გისურვებთ, არასოდეს დაკარგოთ ჩაფიქრებული იდეების, ნანატრი ოცნებების განხორციელებისა და ახდენის იმედი, ხოლო Dots & Dashes Georgia-ს უსურვებს წარმატებასა და უამრავ დაშიფრულ ემოციას!



Trend.ge