1. პირველ რიგში პატივისცემა

თუ მამაკაცს არ შეუძლია ქალის პატივისცემა, მას არ შეუძლია ამ ქალის სიყვარული. ყველა ქალი იმსახურებს პარტნიორმა პატივი სცეს მის შეხედულებებს, გადაწყვეტილებებს, ინტერესებს, სხეულს, გონებასა და ყველა ცხოვრებისეულ ასპექტს.

2. ნამდვილი სიახლოვე

სიყვარული მხოლოდ სექსი არ არის. ყველა ქალი იმსახურებს ადამიანს, რომელთანაც შეუძლია შინაგანი სამყაროს, სულიერი აღმოჩენებისა და ტკივილების გაზიარება.

3. თავისუფლება

ურთიერთობაში ყოფნა არ ნიშნავს ცხოვრებაზე უარის თქმას. ყველა ქალი იმსახურებს პირად სივრცეს და თავისუფალ ცხოვრებას.

4. კომუნიკაცია

ზოგჯერ, ადამიანს არ აქვს საუბრის სურვილი. თანამედროვე რეალობა გამოწვევებითაა სავსე და ცხოვრება ადვილი სულაც არ არის. მაგრამ თუ ეს თქვენი ურთიერთობის წესია, გახსოვდეს, რომ შენ იმსახურებ კომუნიკაციას - გრძელ საუბრებს არაფერზე და ყველაფერზე.

5. ნდობა

თუ არ არსებობს ნდობა, არ არსებობს ურთიერთობაც. ყველა ქალი იმსახურებს, რომ პარტნიორი 100%-ით ენდობოდეს და სჯეროდეს მისი.

6. თანასწორი ურთიერთობა

ყველა ქალი იმსახურებს, რომ არასოდეს დაიჩაგროს ურთიერთობაში. მართალია ურთიერთობების საფუძველი კომპრომისი და ურთიერთგაგებაა, თუმცა ეს აუცილებლად ორმხრივი უნდა იყოს.

7. ნამდვილი სიყვარული

ყველა ქალი იმსახურებს, რომ პარტნიორს უყვარდეს - ზუსტად ის, ვინც რეალობაშია და ზუსტად ისე, როგორც ფილმებშია.