LIFE

ნერვებს გიშლიან? ! სავარაუდოდ სხვებზე ჭკვიანი ხარ

ნერვებს გიშლიან? !  სავარაუდოდ სხვებზე ჭკვიანი ხარ

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცრუ წინასწარგანწყობის შექმნა ახასიათებთ როგორც დაბალი, ასევე მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს, ოღონდ გააჩნია, ვის მიმართ.

სოციალურმა ფსიქოლოგებმა ადამიანის კოგნიტურ შესაძლებლობებსა და წინასწარგანწყობებს შორის კავშირის დასადგენად ექსპერიმენტი ჩაატარეს და ერთმანეთს შეადარეს მაღალი ინტელექტის მქონე ჯგუფებისა და შედარებით დაბალი ინტელექტის მქონე ჯგუფების წინასწარგანწყობები. რაც შეეხება უშუალოდ გონებრივი შესაძლებლობის უნარებს, ის საწყის ეტაპზე სპეციალური ტესტით გაზომეს.

ამ ექსპერიმენტმა გამოავლინა, რომ შედარებით სუსტი კოგნიტური შესაძლებლობების, ანუ დაბალი ინტელექტის მქონე, ადამიანებს ცრუ წინასწარგანწყობები ახასიათებდათ ლიბერალური ან შედარებით არასტანდარტული სოციალური ჯგუფების მიმართ, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის, რასისა და განსხვავებული სქესის ჯგუფებთან ერთად. მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანების წინასწარგანწყობები კი საპირისპირო ხასიათის სოციალურ ჯგუფებს შეეხო – მათი ანტიპათია კონსერვატორული, სტანდარტული ადამიანებით დაკომპლექტებული ჯგუფებისკენ იყო მიმართული.

ნერვებს გიშლიან? !  სავარაუდოდ სხვებზე ჭკვიანი ხარ

კვლევის ავტორებმა განაცხადეს, რომ ამის მიზეზი ადამიანის ბუნებაა, რომელიც განსხვავებული მსოფლმხედველობის ინდივიდის მიმართ მიუღებლობას გულისხმობს: ადამიანები განსხვავებულად მოაზროვნე ინდივიდების დამცირებით საკუთარი შეხედულებების „დაცვას“ ცდილობენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ადამიანს ცხოვრების შესახებ გარკვეული ხედვა აქვს, ამას სხვა ადამიანების „არასწორი“ შეხედულებების გააზრების საფუძველზე ამყარებს.

ექსპერიმენტმა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გამოავლინა: დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანებს აპათია ისეთი სოციალური ჯგუფების მიმართ აქვთ, რომელთა წევრებსაც თავიანთი ჯგუფებისადმი კუთვნილების შესახებ არჩევანი თავად არ გაუკეთებიათ – მაგალითად, „ლგბტ“ ჯგუფებისა და ეთნიკური უმცირესობების მიმართ. საქმე ისაა, რომ სუსტი კოგნიტური შესაძლებლობების მქონე ადამიანები ასეთ ჯგუფებს ხშირად ერთმანეთისგან მკაფიოდ განასხვავებენ და ერთგვარად მკაცრად შემოსაზღვრულ ჭრილში აღიქვამენ. ფსიქოლოგების განცხადებით, მკაფიო საზღვრების დაწესება ადამიანებს ეხმარებათ, განსხვავებული ჯგუფებისგან „თავი შორს დაიჭირონ“, „საშიშროებისგან“ დაცულები რომ იყვნენ.

ნერვებს გიშლიან? !  სავარაუდოდ სხვებზე ჭკვიანი ხარ

მეორე მხრივ, მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს ცრუ წინასწარგანწყობები ისეთი სოციალური ჯგუფების მიმართ ახასიათებთ, რომლებმაც ამ ჯგუფებისადმი კუთვნილება საკუთარი გადაწყვეტილებით აირჩიეს. სავარაუდოდ, ამ ჯგუფებს შორის ყველაზე დისტანციურად მათთან არიან, ვისაც, მიიჩნევენ, რომ მათზე გავლენის მოხდენა და მათი აზრის შეცვლა შეუძლიათ.



<a href="https://broadly.vice.com/en_us/article/who-you-hate-depends-on-how-smart-you-are-study-finds?utm_source=broadlyfbus">https://broadly.vice.com</a>