ჩვენ ყველანი სოციალური ცხოველები ვართ. სხვა ადამიანებთან კავშირების ჩამოყალიბება და ჩვენი ცხოვრების ისტორიის გაზიარება, ჩვენი ბუნების ნაწილია. გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ცხოვრებაში არიან ადამიანები, ვისაც შეგვიძლია მოვუყვეთ ყველაფერი, გავუზიაროთ პრობლემები, ვეძიოთ გამოსავალი და მათგან ველოდოთ მხარდაჭერას.
მაგრამ, ზოგჯერ საჭიროა ჩვენი ხასიათის ამ ნაწილის კონტროლი. პირველ რიგში, ყველა ადამიანს არ აქვს საუკეთესო განზრახვა თქვენს მიმართ. მეორეც, ზოგიერთი რამ ზედმეტად პირადული თემაა და უმჯობესია ჩვენთვის დავიტოვოთ.
ის, რაზეც ახლა მუშაობ
ადამიანების უმეტესობას აქვს ოცნება ან მიზანი, რომლისკენაც ის მიისწრაფვის. თქვენ შეიძლება მუშაობდეთ პროექტზე ან რაიმე განსაკუთრებულ თემაზე, რომელის განხორციელებასაც მოუთმენლად ელით. ეს შეიძლება იყოს ბიზნეს იდეა, მნიშვნელოვანი გამოცდა, ინვესტიცია და ა.შ. ასეთი გეგმები და მოლოდინები, ნამდვილად ღირებული, მნიშვნელოვანი და პირადულია.
ასე რომ, ამ ამბის დეტალების გაზიარებით მხოლოდ ოჯახის წევრებით ან პარტნიორით უნდა შემოიფარგლოთ. ამის მიზეზი საკმაოდ მარტივია. თქვენს ოჯახს და თქვენს პარტნიორს სურს თქვენი მხარდაჭერა და თქვენს წარმატებას ელიან. მაგრამ იგივე არ შეიძლება ითქვას სხვა ადამიანებზე.
„ხელფასი რამდენი გაქვს?“
თანხა, რომელსაც ყოველთვიურად ან ყოველწლიურად გამოიმუშავებთ, ნამდვილად მნიშვნელოვანი და პირადი ინფორმაციაა. თუ ვინმეს აქვს ეს ინფორმაცია, მარტივად შეაფასებს თქვენი და თქვენი ოჯახის მდგომარეობას. ასევე, ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელსაც ფული მართავს და ადამიანები, აკეთებენ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება მეტი ქონება დააგროვონ.
ამიტომ, უმჯობესია თქვენი ფინანსური მონაცემები (როგორიცაა თქვენი შემოსავალი) სხვებს არ გაუზიაროთ. მაშინაც კი, თუ ვინმე იკითხავს, რამდენი გაქვთ ხელფასი, ყოველთვის შეგიძლიათ გაურკვეველი პასუხი გასცეთ ან ხუმრობით უპასუხოთ შეკითხვას.
ურთიერთობის პრობლემები
თქვენი ცხოვრება სავსეა ადამიანებით - ოჯახი, მეგობრები და თანამშრომლები... და რა თქმა უნდა, სხვადასხვა ადამიანებთან განსხვავებული ტიპის ურთიერთობები გაქვთ. საკმაოდ ნორმალურია, თუ დროდადრო მათთან გარკვეული პრობლემები შეგექმნებათ. მაგრამ როდესაც საქმე შეყვარებულს, მეუღლეს ან თქვენი ცხოვრების მეგზურს ეხება, პირად პრობლემებზე საუბარი უნდა დაივიწყოთ.
აზრი არ აქვს სხვა ადამიანებთან, თქვენი პირადი ცხოვრების განხილვას. შეიძლება მათ არც კი აინტერესებდეთ და უცნაურად გრძნობდნენ თავს, რომ ასეთ პირადულ ინფორმაციას უზიარებთ მათ. ან საერთოდაც, შესაძლებელია, ეს ინფორმაცია სამომავლოდ, ნეგატიურად გამოიყენონ თქვენს მიმართ.
თემები: ბედნიერება, ურთიერთობა, პრობლემები, ქალები, ტყუილი, რჩევები