სტილი

5 უჩვეულო რამ, 2000-იანებიდან, რაც სავარაუდოდ, მოდაში დაბრუნდება

5 უჩვეულო რამ, 2000-იანებიდან, რაც სავარაუდოდ, მოდაში დაბრუნდება

2000-იანი წლები, შეიძლება ითქვას, რომ მოდის ისტორიის ყველაზე ცუდი პერიოდია. რაც უფრო მეტს ვსწავლობთ ამ ათწლეულს, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ იმ დროინდელი ტენდენციები შეიქმნა მხოლოდ იმისთვის, რომ ქალები საშინლად გამოიყურებოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შეიძლება აიხსნას ბრჭყალების, "შებოლილი" გარუჯვისა და არაბუნებრივად დიდი ტუჩების ეპოქა? და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც 2000-იანებმა შემოგვთავაზა.

თუმცა 20 წლის შემდეგ, მისი უჩვეულო ტრენდები მოდაში ბრუნდება. მართალია ახლანდელი ტრენდები გაცილებით გაუმჯებესებულია, მაგრამ ვინ იცის, მომდევნო სეზონზე რა დაგვიბრუნდება მოდის ყველაზე ცუდი ტენდენციებიდან?

ნახეთ 5 უჩვეულო რამ, 2000-იანებიდან, რაც სავარაუდოდ, მოდაში დაბრუნდება:

1. შარვალი თასმა შესაკრავით

5 უჩვეულო რამ, 2000-იანებიდან, რაც სავარაუდოდ, მოდაში დაბრუნდება

რა თქმა უნდა, თასმებიანი შესაკრავის დანახვა, ჩვეულებრივი ელვას ნაცვლად, ბევრ კითხვას აჩენს, მაგრამ ცოტა ხნის წინ ის ტანსაცმლის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალად მიიჩნიეს, რადგან თავად ჯეილო ატარებდა. აღსანიშნავია, რომ მაშინაც მხოლოდ ყველაზე მამაცებმა გაბედეს მისი შეძენა.

2. კლასიკური ჟილეტი და მომდგარი შარვალი

5 უჩვეულო რამ, 2000-იანებიდან, რაც სავარაუდოდ, მოდაში დაბრუნდება

მათ, ვინც ამ საუკუნის პირველი ათწლეული იცოცხლა, კარგად იციან, თუ რამდენად პოპულარული იყო ეს პატარა კლასიკური ჟილეტები. მათ ატარებდნენ მაისურებით, პერანგებით და შიშველ სხეულებზეც კი. მაშინ კიდევ ერთი სადავო ტენდენცია იყო მომდგარი შარვალი. ფართე ჯინსი, მხოლოდ 2000-იანების ბოლოს შეიცვალა ძალიან მომდგარი, ე.წ. „skinny” შარვალით.

3. ბალერინას კაბები

5 უჩვეულო რამ, 2000-იანებიდან, რაც სავარაუდოდ, მოდაში დაბრუნდება

ბალერინას ფუმფულა კაბები იმ წლების ერთ-ერთი მთავარი ჰიტი გახდა, თანაც, კერი ბრედშოუს, Sex and the City-ის მთავარი პერსონაჟის წყალობით. ე.წ. წულის კაბები იმდენად პოპულარული იყო, რომ ზრდასრულ ქალებიც აქტიურად ატარებდნენ.

4. განიერი ქამრები

5 უჩვეულო რამ, 2000-იანებიდან, რაც სავარაუდოდ, მოდაში დაბრუნდება

კიდევ ერთი უჩვეულო აქსესუარი, რომელიც იმ დროის მოდის აიკონებს ნამდვილად უყვარდათ, იყო უზარმაზარი, განიერი, დიდბალთიანი ქამრები, რომლებიც ძირითადად დეკორატიული იყო, ვიდრე ფუნქციური ელემენტი.

5. დაბალყელიანი ფეხსაცმელი მაღალი ქუსლებით

5 უჩვეულო რამ, 2000-იანებიდან, რაც სავარაუდოდ, მოდაში დაბრუნდება

2000-იანი წლების ყველა მოდური ქალბატონი ფლობდა დაბალყელიან ფეხსაცმელს მაღალი ქუსლებით. მაგალითად, გვინეტ პელტროუ ასეთი ფეხასაცმლით თავს წითელ ხალიჩაზე იწონებს. სინამდვილეში, ამ ტიპის ფეხსაცმელი არა მხოლოდ უშნო იყო, არამედ ფეხის ფორმას საერთოდ ანადგურებდა!



<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>