ბოლო წლების განმავლობაში ასტროლოგიური შოუ მზემ მოიპარა, მაგრამ მთვარის ნიშანი თქვენს ნატალურ რუკაში, ძალიან მნიშვნელოვანია. მზე წარმოადგენს ჩვენს შეგნებულ ცნობიერებას. ეს არის ის, რასაც ჩვენ აღვიქვამთ, გვესმის და ბუნებრივად მოდის ჩვენთან. ეს არის მამაკაცური ენერგია, რომელიც მიზნად ისახავს მოქმედებას და შედეგების დანახვას.

მთვარე სულ სხვა ამბავია; მთვარე ქალური სიმბოლოა - ის არის თქვენი მგრძნობელობა, გრძნობები და ემოციები.

მთვარე წყალთან ძალიან არის დაკავშირებული და ტალღებზე ზემოქმედებს. ჩვენი სხეულები წყლისგან შედგება, ამიტომ მთვარე გავლენას ახდენს თითოეულ ადამიანზე. პლანეტის უმეტესობა წყალია. ჩვენი სხეულების უმეტესობა წყალია; ამიტომ, მთვარე ძალიან მნიშვნელოვანი მოქმედი გმირია. ალბათ ყველა ადამიანმა იცის საკუთარი მზის ნიშნები, მაგრამ ასევე აუცილებელია მთვარის ნიშანსაც იცნობდეთ.

1. მთვარე ჩვენი ცხოვრების ქვედა ნაკადია

როდესაც ზღვას ვუყურებთ, ყოველთვის ვერ ვხედავთ წყალქვეშა დინებას. მაგრამ წყალში ჩასვლისთანავე ვგრძნობთ მის ძალას.

ჩვენი მთვარის ნიშანი წარმოადგენს ჩვენი გრძნობების, ემოციების და სულიერების ენერგიას. თუ ჩვენ შავძლებთ გავიგოთ, რომელი გზით მიედინება ქვეცნობიერი, მაშინ ცხოვრების ნაკადებში ნავიგაცია უფრო ადვილი გახდება.

როდესაც ჩვენ ვიცით ჩვენი მთვარის ნიშნის თემები, პრობლემები და ძლიერი მხარეები, ჩვენ შეგვიძლია უკეთ შევიმეცნოთ საკუთარი თავი და ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესოთ.

2. მთვარე განწყობაზე მოქმედებს

ოდესმე შეგიმჩნევიათ მომატებული ემოციები სავსე მთვარის დროს? ან დაღლილობის შეგრძნება ახალი მთვარის დროს? ჩვენი განწყობის მსგავსად, მთვარეც ყოველთვის იცვლება.

იმის გამო, რომ მთვარე გავლენას ახდენს ჩვენს ემოციებზე, ჩვენი მთვარის ნიშნის გაგება დაგვეხმარება ჩვენი ემოციების შემეცნებაში.

როდესაც გვესმის ჩვენი მთვარის ნიშანი, ვსწავლობთ თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ საკუთარი თავი. იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავს აიძულოთ გარკვეული გრძნობების განცდა, მთვარის ნიშანი ემოციურ საჭიროებებს გვიჩვენებს.

3. მთვარე ხსნის ჩვენს ძალას

მთვარის სიმბოლიკა ჰგავს წყალს და წყალი აცოცხლებს ყველაფერს დედამიწაზე.

მთვარის ენერგია დახვეწილია, ჩურჩულივით. ჩვენ ყოველთვის არ ვაპირებთ მოვისმინოთ მისი სათქმელი. როდესაც ვიცით ჩვენი მთვარის ნიშანი, უკეთ შეგვიძლია დავუკავშირდეთ ჩვენს ემოციებს.

როდესაც ვმუშაობთ ჩვენი მთვარის ნიშნის ენერგიით, ჩვენ ვხსნით მოქმედების მდინარეს: ჩვენ ვხედავთ ჩვენს სურვილებს, ჩვენს ძალებს და ჩვენს პოტენციას. მთვარის ნიშანი გვეხმარება ცხოვრების დინებებში ნავიგაციაში, მუდმივად ცვალებადი განწყობების გაცნობიერებაში და შინაგანი ძალების რეალიზაციაში.