თუ ფიქრობთ, რომ ერთადერთი ხართ, ვისაც თმა ადრე უჭაღარავდება, ცდებით. ადრეული ჭაღარა ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც მართალია უსიამოვნოა, მაგრამ შესაძლებელია, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე მიუთითებდეს.
B12 ვიტამინის დეფიციტი
ექსპერტების აზრით, ვიტამინი B12– ის დეფიციტი, ადრეული ჭაღარა თმის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. გარდა ამისა, ამ ვიტამინის ნაკლებობას, თმის ცვენაც შეუძლია გამოიწვიოს. ამიტომ აუცილებელია, რომ თქვენს რაციონში შეიტანოთ ისეთი საკვები, როგორიცაა კვერცხი, საქონლის ხორცი, თინუსი და ორაგული. ასევე, შესაძლებელია B12 დანამატის სახით მიიღოთ.
გაითვალისწინეთ, რომ ექიმთან კონსულტაციის გარეშე, შეუძლებელია დაადგინოთ გაქვთ თუ არა B12 ვიტამინის დეფიციტი.
ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
კვლევის თანახმად, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენი თმის ფოლიკულებზე. თუ ბოლო პერიოდში ნაადრევი ჭაღარა თმა გამოჩნდა, ან შენიშნეთ, თმა უჩვეულოდ მალე გიცხიმიანდებათ და მტვრევადია, რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია გადაამოწმოთ.
კვების დარღვევა
ჯანსაღი კვება, ნაადრევი ჭაღარა თმის საუკეთესო პრევენციაა. ამ საკითხზე ჩატარებულმა მრავალმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ფერიტინს, კალციუმს, ვიტამინ D-3-ს, სპილენძს, თუთიას და რკინას შეუძლია თქვენს თმას ჯანმრთელობა შეუნარჩუნოს. ხოლო მათი ნაკლებობა, პირდაპირკავშირშია თმის ნაადრევ გაჭაღარავებასთან.
ნერვიულობა
ადრეულ ჭაღარას, ექსპერტები სტრესს უკავშირებენ. სტრესის ქვეშ ყოფნა, გავლენას ახდენს ღეროვან უჯრედებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თქვენი თმის რეგენერაციაზე. ამიტომ, ნერვიულობა ნაადრევი ჭაღარა თმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
გენეტიკური მემკვიდრეობა
დიახ, შეიძლება ნაადრევი ჭაღარა თმა მემკვიდრეობით მიიღოთ თქვენი მშობლებისგან ან ბებია-ბაბუებისაგან. დერმატოლოგების აზრით, ჩვენი გენეტიკა დიდ როლს ასრულებს იმის განსაზღვრაში, თუ როდის გავჭაღარავდებით. თუ თქვენს სანათესაოში ვინმეს ადრეული ჭაღარა თქმა ჰქონდა, დიდი ალბათობით, თქვენი ჭაღარაც მემკვიდრეობითია.
თემები: თმა, თმის მოვლა, ქალი, ქალები, ჭაღარა
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია