1. მხოლოდ გამოცდილება შორს ვერ წაგიყვანთ სამსახურის გასაუბრებაზე;

თქვენ უნდა აჩვენოთ მათ, რომ გაქვთ მონდომება და გატაცებული ხართ ამ საქმიანობით. ყველას შეუძლია ისწავლოს, თუ როგორ გამოიყენოს გარკვეული პროგრამა; მაგრამ ყველას არ შეუძლია, სხვებს დაანახოს საკუთარი მოტივაცია.

2. ჩაერთე პოლიტიკაში, იარე არჩევნებზე და მიიღე გადაწყვეტილება.

რაც შეიძლება უკეთ გაიცანი პოლიტიკური კანდიდატები და იყავით პასუხისმგებლიანი მოქალაქე.

3. თქვენ უნდა ჩაერთოთ საოფისე პოლიტიკაში.

კარგი სამუშაო ეთიკა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საუკეთესო თანამშრომელი გახდეთ.

4. ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონხართ, სავარაუდოდ, თქვენი შურთ.

თქვენ გაქვთ ის უნარები, პროფესიული თვისებები, ხასიათი ან გარეგნობა, რომელიც მათ სურთ რომ ჰქონდეთ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ეს ადამიანი, თანამშრომელი, ნათესავი თუ ნაცნობი - უბრალოდ დროულად გააანალიზეთ ეს ფაქტი.

5. თქვენი მშობლები სამუდამოდ არ იცოცხლებენ, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომ როგორ ეპყრობით მათ, რას ამბობთ და როგორ ატარებთ დროს მათთან ერთად.

თუ მათთან მეგობრული ურთიერთობა გაქვთ, ეს კარგია, მაგრამ იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ იცხოვრებთ მათი წასვლის შემდეგ. რა უნდა გეთქვათ? რისი მოგვარება გჭირდებათ? აუცილებლად გამოხატეთ თქვენი მადლიერება, სიყვარული და პატივისცემა, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ დრო. არავინ იცის, ცხოვრება რას გვიმზადებს.

6. ახლობლის გარდაცვალების ფაქტი ყველა ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს.

არ არსებობს მწუხარების და გლოვის სწორი ან არასწორი გზა.

7. შეუძლებელია შიშით ცხოვრება.

თუ გსურთ წინსვლა, მაშინ იმოქმედეთ; თუ არ მოგწონთ თქვენი სამსახური, მაშინ შეცვალეთ; თუ გსურთ შეწყვიტოთ ურთიერთობა ტოქსიკურ ადამიანთან, მაშინ გახსოვდეთ, რომ ამის უფლება გაქვთ; თქვენ გაქვთ უფლება, იყოთ ბედნიერი და იცხოვროთ შიშის გარეშე.

8. არასოდეს დარჩეთ სამსახურში, თუ ამისთვის მეტ ფულს შემოგთავაზებენ.

კარგად იქნებით ერთი ან ორი თვე, მაგრამ საბოლოოდ, მიხვდებით, თუ რამდენად ცუდად გრძნობთ თავს, რადგან ფული ვერ შეცვლის თქვენი უკმაყოფილების მიზეზებს.

9. თქვენ არ უნდა აკეთოთ ის, რისი გაკეთებაც არ გსურთ და არ ხართ ვალდებული, ეს ვინმეს აუხსნათ.

10. სიყვარული ნამდვილად მაშინ მოდის, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდებით.