ყველა ქალს უყვარს წითელი ტუჩსაცხი. ისტორიული წყაროების მიხედვით, ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, წითელი ტუჩები დიდი პოპულარობით სარგებლობდა. დღეს წითელი ტუჩსაცხი მხოლოდ სექსუალური გარეგნობის განუყოფელი ნაწილი აღარ არის - დროთა განმავლობაში ის ფემინურობის, სითამამის და გაბედულების სიმბოლოდ გადაიქცა. წითელ ტუჩებს შეხვდებით ყველგან - პოლიტიკურ, სოციალურ თუ სარეკლამო სფეროში.
წითელი ტუჩსაცხი სილამაზის საიდუმლოა, რომელიც ყველა შემთხვევაში ამართლებს, დაწყებული უქმეების წვეულებიდან, ოფიციალური საქმეებით დასრულებული. და რა თქმა უნდა რომანტიკული შეხვედრები... არსებობს კი ნამდვილი პაემანი წითელი ტუჩსაცხის გარეშე?
თუმცა ყველა ქალმა იცის, რომ ცქრიალა ღვინის ყოველი ყლუპი და საათის ყოველი წამი აზიანებს წითელი ტუჩების უზადო ეფექტს. თუმცა არსებობს ოქროს წესები, რომელიც წითელი ტუჩსაცხის შენარჩუნებაში შეუცვლელია.
იფიქრეთ თქვენი მაკიაჟის დანარჩენ ნაწილზე
წითელი ტუჩსაცხისა და ვარდისფერი ფერუმარილის ერთად ტარება შესაძლებელია? ჩვენ ვამბობთ, რომ დიახ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფერუმარილი, როგორც მეორე ტონი, ლოყის ბუნებრივი შეფერვისთვის იქნება გამოყენებული.
ტუჩსაცხი არ არის თქვენი მტერი
წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც ვფიქრობდით, რომ წითელი ტუჩსაცხი არ გვიხდებოდა. არსებობს უამრავი ელფერი და ფაქტურა, რომლის მორგებაც ნებისმიერ ქალს შეუძლია.
ნება მიეცით ტუჩებს, გააკეთონ განცხადება
თუ წითელ ტუჩსაცს დღის განმავლობაში გამოიყენებთ, თავიდან აირიდეთ თვალის მაკიაჟი. რაც შეეხება ე.წ. smokey eyes-სა, თვალის კლასიკურ ლაინერისა და წითელი ტუჩსაცხის კომბინაციას, იდეალური გადაწყვეტილებაა საღამოს წვეულებისთვის.
არ დაივიწყოთ მთლიანი ლუქი
იფიქრეთ იმაზე, თუ რა გაცვიათ. ხშირად მგრძნობიარე წითელი ტუჩი სრულყოფილად ავსებს ნებისმიერ ლუქს და აღარაა დამატებითი აქსესუარების გამოყენება საჭირო. თუ წითელი ფერის ტანსაცმელი გაცვიათ, შეეცადეთ ოდნავ განსხვავებული ტონისა და ინტენსივობის ტუჩსაცხი შეარჩიოთ.
ოქროს წესი წითელი ტუჩსაცხისთვის
შეგიძლიათ ჯერ წაისვათ დამატენიანებელი ბალმი, ქონსილერი ან კორექტორი. შემდეგ დაამატეთ პომადა და თითის ან ფუნჯის საშუალებით, ტუჩების ცენტრში უფრო მკვეთრად დაიტანთ, ხოლო კიდეებისკენ უფრო თხლად გადაისვით. ამის შემდეგ სცადეთ ტუჩის კონტური და ე.წ. დამაფიქსირებელი ფხვნილი ან სითხე. ამ შემთხვევაში, წითელი ტუჩსაცხი დილიდან საღამომდე (ან მთელი ღამით) შეინარჩუნებს სრულყოფილ იერს.
ტექსტურა მნიშვნელოვანია
თუ წითელი ფერის ტარება გაწუხებთ, სცადეთ გამჭვირვალე, თხელი ტექსტურა. ამ შემთხვევაში, წითელი ტუჩსაცხი ნაკლებად „დაგავალდებულებთ“, თანაც, სატარებლად ძალიან მოსახერხებელია.
არ არსებობს წესი, თუ როგორ აღმოაჩინო „ერთადერთი და განუმეორებელი“ ტუჩსაცხი
დიახ, ნამდვილად არ არსებობს რაიმე წესი, თუ როგორ აღმოაჩინო ის წითელი ტუჩსაცხი, რომელსაც შეიყვარებ. ამიტომ, სცადეთ რაც შეიძლება ბევრჯერ, ნუ შეგეშინდებათ, იყავით თამამი და თქვენ მას აუცილებლად შეხვდებით. და როგორ გავიგოთ, რომ ეს თქვენთვის შესაფერისი წითელი ტუჩსაცხია? პასუხი მარტივია - ის კარგად გამოიყურება და თქვენ თავს სრულყოფილად გრძნობთ.
წითელი ტუჩსაცხი ყოველთვის კარგი გადაწყვეტილებაა. დროთა განმავლობაში, მისი პოპულარობა არათუ იკლებს, არამედ უფრო და უფრო იზრდება. სულ რამდენიმე თვის წინ, ბაზარზე სპეციალურად ქალებისთვის შექმნილი ენერგეტიკული სასმელი, „ვარდისფერი ბუღა“ გამოჩნდა. და გამოიცანით, რა არის მისი მთავარი სიმბოლო? რა თქმა უნდა, წითელი ტუჩები! ფემინურობის ყველაზე ძლიერი და მიმზიდველი ნიშანი.
თემები: ტრენდი, ტუჩები, ტუჩსაცხი, ბუღა, წითელი ტუჩსაცხი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია