კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანის პიროვნების, სტატუსის, ასაკისა და შემოსავლის შესახებ ბევრი რამის გარკვევაა შესაძლებელი მხოლოდ მათი ფეხსაცმლის მიხედვით. ამ რეალობაში, ცნობილ გამოთქმას ”ყოველთვის წარმატებისთვის ჩაიცვი”, კიდევ ერთი, ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.

1. ყოველდღიურ ტანსაცმელში უფრო კომპეტენტურად გამოიყურები

ადამიანებს, რომლებიც ატარებენ ტანსაცმელს, რომელიც შეუსაბამოა მისი საქმიანობისთვის, შეიძლება სფეროს სპეციალისტებად ჩაითვალონ. მკვლევარებმა ამას "წითელი კედების ეფექტი" უწოდეს. მათმა კვლევებმა დაადასტურა, რომ სტუდენტები უფრო კომპეტენტურად თვლიდნენ პროფესორს, რომელსაც ლექციის წაკითხვის დროს წითელი ფერის, სპორტული ფეხსაცმელი ეცვა.

2. გარკვეული სტილი აუმჯობესებს შემოქმედებით აზროვნებას

როგორც ოფიციალურმა კვლევამ აჩვენა, ფორმალურად ჩაცმა ზრდის ჩვენს აბსტრაქტულ აზროვნებას. ეს აიხსნება იმით, რომ პროფესიული ტანსაცმელი ქმნის გარკვეულ სოციალურ დისტანციას - როდესაც ადამიანები უფრო შორს არიან საზოგადოებისგან, ისინი ფიქრობენ უფრო შორეულ პრობლემებზე და ცდილობენ იპოვონ კრეატიული გადაწყვეტილებები.

3. ინდივიდუალური სტილი გეხმარებათ საკუთარი თავის სწორად წარმოჩენაში

შეეცადეთ არ მოექცეთ სტერეოტიპული გავლენის ქვეშ იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს თქვენი ტანსაცმელი. ამის ნაცვლად, თქვენ უნდა ჩაიცვათ ისე, როგორც გრძნობთ, რომ წარმოაჩენთ საკუთარ თავს საუკეთესოდ. სპეციალისტები ამბობენ, რომ დამქირავებლებისთვის პიროვნება იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.

4. შესაბამის ტანსაცმელში უკეთ კონცენტრირდებით

თემატური ტანსაცმლის ტარებამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს ჩვენს შემეცნებაზე, განსაკუთრებით კი, ფოკუსირებაზე. ლაბორატორიული ექსპერიმენტის ჩატარების დროს, ადამიანები, რომლებსაც სპეციალური სამოსი ეცვათ, ნაკლებად უშვებდნენ შეცდომებს დავალებების შესრულებისას, ვიდრე ის ადამიანები, ვინც ყოველდღიური ტანსაცმელი აირჩიეს.

5. ტანსაცმელი თქვენი მიზნების შესახებ საუბრობს

ადამიანები ვიზუალურ დეტალებს ამუშავებენ ისე, რომ მასზე ბევრი არ იფიქრონ. ჩვენს ტვინს დასკვნების გასაკეთებლად, ძირითადად მილიწამები სჭირდება. ასე რომ, ვინაიდან ჩვენი სამოსი წარმოადგენს ჩვენი ვიზუალური პრეზენტაციის ძირითად ნაწილს, ჩვენ ფრთხილად უნდა ავირჩიოთ რა გვაცვია, რათა ასე ვაჩვენოთ სხვებს, თუ რა არის ჩვენი მიზანი.

მაგალითად, როგორც სპეციალისტები ამბობენ, პერანგის ხელების აკეცვა იქნება იდეალური ილუსტრაცია იმისა, რომ მზად ხართ, გადაწყვეტილება მიიღოთ. ასევე, არაფორმალური ტანსაცმლის ტარება საღამოს წვეულებაზე აჩვენებს, რომ გსურთ სოციალური კავშირების დამყარება.