სილამაზე

7 დეტალი, რომელიც ნებისმიერ ქალს ასაკს ჰმატებს

7 დეტალი, რომელიც ნებისმიერ ქალს ასაკს ჰმატებს

მაკიაჟისა და ტანსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, გარეგნული ხარვეზების დამალვა და ძლიერი მხარეების გამოკვეთაა. მაგრამ ძალიან ხშირად, როდესაც ქალები ცუდ მაკიაჟს იკეთებენ ან ლუქს არასწორად ირჩევენ, ისინი საპირისპირო ეფექტს აღწევენ და თავს ნაადრევად იბერებენ.

მეტისმეტად ბევრი სილამაზის პროდუქტი

7 დეტალი, რომელიც ნებისმიერ ქალს ასაკს ჰმატებს

ძალიან ბევრი მაკიაჟი, ყოველთვის უფრო „მძიმე“. მაშინაც კი, როდესაც გსურთ იდეალურად გამოიყურებოდე, სჯობს ერთდროულად არ გაიკეთოთ ე.წ. smokey eyes და წითელი ტუჩსაცხი. როდესაც მაკიაჟი ძალიან კაშკაშა ან არაბუნებრივია, ის უბრალოდ „აბერებს“.

შინდისფერი ტანსაცმელი

7 დეტალი, რომელიც ნებისმიერ ქალს ასაკს ჰმატებს

ეს ძალიან მარტივია: შინდისფერი არის მუქი ტონი და ქალებს ასაკს ჰმატებს. ამიტომ ეს ფერი, ყოველთვის შორს უნდა იყოს სახისგან. კლასიკური ნაზავი იქნება შინდისფერი ქვედაბოლო ან შარვალი, რომელსაც მსუბუქი ბლუზას ან სვიტერს შეუხამებთ. ეს ლუქი აგრძელებს ფიგურას და გარკვეულ სიმსუბუქეს სძენს სხეულს. თუ შინდისფერი ზედები გაქვთ, უმჯობესია უფრო ნათელი დეტალი დაუმატოთ, მაგალითად ღია ფერის პერანგი, შარფი ან საყელო.

საქმიანი ტანსაცმელი

7 დეტალი, რომელიც ნებისმიერ ქალს ასაკს ჰმატებს

ადამიანები, რომლებიც საქმიან ტანსაცმელს ატარებენ, უფროსებად გამოიყურებიან. მიზეზი მარტივია - ასეთი ტანსაცმელი შექმნილია იმისთვის, რომ ადამიანი უფრო ბრძენი და გამოცდილი გამოჩნდეს. თუ საქმიანი ლუქი თქვენი ცხოვრების სტილია, უმჯობესია აირჩიოთ განსხვავებული მოდელები. პატარა დეტალები, როგორიცაა აკეცილი სახელოები, ან განსხვავებული შარვალი და პიჯაკი, სახეს ნაკლებად ამძიმებს და ლუქს ამსუბუქებს.

მუქი ფერ-უმარილი

7 დეტალი, რომელიც ნებისმიერ ქალს ასაკს ჰმატებს

ბევრი ქალი ატარებს მუქი ფერის ფერ-უმარილს ან ე.წ. blush-ს, რაც ვიზუალურად, ლოყებს ძალიან დაბლა სწევს. საქვეყნოდ ცნობილია, რომ ეს დეტალი ქალებს ასაკს ჰმატებს. საპირისპირო ეფექტის მისაღწევად, შეგიძლიათ გამოიყენოთ მსუბუქი, ვარდისფერი ტონები და ასე, ლოყებს სიმაღლის ეფექტი მიანიჭოთ.

ტუჩსაცხი მარგალიტის ეფექტით

7 დეტალი, რომელიც ნებისმიერ ქალს ასაკს ჰმატებს

რაც უფროსია ქალი, ტუჩების კუთხეები მით უფრო დაბლა ეშვება. ასეთი პომადა მხოლოდ ხაზს უსვამს ასაკთან დაკავშირებულ ყველა ცვლილებას. გარდა ამისა, მარგალიტის პომადას, ხშირად იაფფასიანი პროდუქტის ეფექტი აქვს.

მუქი ფერის პომადა

7 დეტალი, რომელიც ნებისმიერ ქალს ასაკს ჰმატებს

მუქი ფერები ზრდის კონტრასტს და ტუჩებს უფრო თხელი ხდის, ვიდრე სინამდვილეშია. გარდა ამისა, ასაკის მატებასთან ერთად ტუჩები კარგავს მოცულობას, კონტური ფერმკრთალდება და შედეგად ტუჩსაცხი კიდევ უფრო „აგდებს“ ტუჩებს.

წვრილი მიკრობლეიდინგი წარბებზე

7 დეტალი, რომელიც ნებისმიერ ქალს ასაკს ჰმატებს
7 დეტალი, რომელიც ნებისმიერ ქალს ასაკს ჰმატებს

წვრილი წარბები განსაკუთრებით პოპულარული, 2000-იანი წლების დასაწყისში იყო. ახლაც კი, ზოგი ქალი კვლავ ამ ტენდენციას მისდევს. ისინი არა მხოლოდ ზედმეტ თმას იშორებენ, არამედ ამ წვრილ მიკრობლეიდინგსაც იკეთებენ. ასეთი წარბები აუცილებლად აბერებს სახეს და ასევე, თვალი კარგავენ გამოხატვის უნარს, განსაკუთრებით თუ დამატებითი მაკიაჟს არ ატარებთ.

თუ წარბების მიკრობლეიდინგს გადაწყვეტთ, თქვენმა მხატვარმა უნდა დახაზოს წარბის ყველაზე ბუნებრივი მონახაზი. წარბების მოდა ყოველწლიურად იცვლება. თუ ჯერ კიდევ გაქვთ ბუნებრივი ფორმა, ყოველთვის შეგიძლიათ შეცვალოთ რამე და დაამატოთ მოდური დეტალი.