7 ნივთი, რომელიც არავითარ შემთხვევაში, არ უნდა შეინახოთ სააბაზანოში
- 04.12.2020
საპარსი საშუალებები
საპარსები საშუალებები, ძირითადად ფოლადისგან მზადდება, რათა დიდხანს შეინარჩუნოს ბასრი თავი. ამასთან, ადამიანების უმრავლესობა აბაზანაში იშორებს ზედმეტ თმას, მაგრამ ნამდვილად არ არის რეკომენდებული თქვენი საპარსი საშუალებების ტენიან პირობებში შენახვა. უნდა გაითვალისწინოთ, რომ წყალთან ხანგრძლივმა კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს საპარსის დაჟანგება. შედეგად, კი დანის პირი დაბლაგვდება, ხოლო პარსვა ნაკლებად ეფექტური გახდება. ცხადია, ეს ასევე ნიშნავს, რომ არასდროს უნდა დატოვოთ სველი საპარსი ნიჟარაში ...
პირსახოცები
აბაზანაში ნამდვილად საჭიროა პირსახოცები. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აბაზანა მათი შენახვის საუკეთესო ადგილია. სააბაზანოში არსებული ტენიანობის გამო, შესაძლებელია სოკოებისა და სხვა ბაქტერიების გამრავლება. ისეთი ნივთები, როგორიცაა ხალათები, მოსასხამები ან პირსახოცები, ქსოვილში ადვილად აგროვებს მიკრობების. რაც არა მხოლოდ არაჰიგინეურია, არამედ ჯანმრთელობისთვის სახიფათოც კია.
სუნამოები
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი ძირითადად სააბაზანოში ინახება. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად პრაქტიკულია თქვენი სუნამოს ახლოს შენახვა, კარგი იდეა არ არის მისი აბაზანაში დატოვება. სუნამოს ხარისხზე ძალიან მოქმედებს ტენიანობა და ტემპერატურის მოულოდნელი ცვლილება. ამიტომ, თუ ჯიუტად განაგრძობთ საყვარელი არომატების სააბაზანოში შენახვას, დროთა განმავლობაში, მათი სურნელი უბრალოდ შეიცვლება.
ელექტრო ტექნიკა
ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ დაზიანების იმ რისკებზე, რომელსაც ელექტრო მოწყობილობები განიცდიან მუდმივი ტენიანობის გამო, ჩვენ ვსაუბრობთ იმ საშიშროებაზე, რასაც ელექტრო ნივთების წყალთან ახლოს შენახვა იწვევს. ყველას გვახსოვს, რა მოუვიდა მელ გიბსონს ფილმში ”რა სურთ ქალებს” - უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია აირჩიოთ სხვა ადგილი ამ მოწყობილობების შესანახად.
საწმენდი საშუალებები
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც სააბაზანოში საწმენდი საშუალებების შენახვა არ არის რეკომენდებული. სხვათა შორის, იგივე რჩევა ეხება სამზარეულოსაც. მათი შენახვა ამ ადგილებში შეიძლება ნიშნავს, რომ ისინი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია. ხოლო ქიმიური საწმენდი საშუალებები, საუკეთესო რეცეპტია ჯანმრთელობის დაზიანებისთვის. ასევე, ტენიანობამ და ტემპერატურის ცვლილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს საწმენდი საშუალებების თვისებებზე. ჩვენ უნდა ვეძებოთ მშრალი ადგილი, სადაც პატარა ბავშვებს არ ექნებათ წვდომა ამ პროდუქტებზე.
კოსმეტიკა და ფუნჯები
ტენიანობა და ტემპერატურის ცვლილება, კოსმეტიკური საშუალებების ხარისხზეც მოქმედებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ფუნჯებზე სოკოსა და ობის წარმოქმნის პოტენციალზე. სხვათა შორის, ეს ძალიან საზიანობა თქვენი კანისთვის. იდეალურ შემთხვევაში, უნდა მოძებნოთ მშრალი და სუფთა ადგილი, სახის მოვლის ნებისმიერი პროდუქტის შესანახად.
ტუალეტის ქაღალდის დამატებითი შეფუთვა
ამ შემთხვევაში, ტენიანობა და წყალი სულაც არ არის პრობლემა, როგორც წინა პუნქტებში, მაგრამ შეიძლება უარესიც კი იყოს, რადგან მიკრობებზე ვისაუბრებთ. აბაზანა არის ადგილი, რომელსაც მიკრობებს, მრავალი მიზეზის გამო, ძალიან უყვართ. ამიტომ ტუალეტის ქაღალდის შენახვა, განსაკუთრებით კი უნიტაზის სიახლოვეს, ჯანმრთელობისთვის უდიდესი რისკის შემცველია.