სალმა ჰაიეკს მიაჩნია, რომ მისი უნაკლო კანის საიდუმლო მარტივია - ის არასოდეს იყენებს კანის დასაბან საშუალებას დღეში ორჯერ. 54 წლის მსახიობი ამბობს, რომ კარგი ღამის ძილის შემდეგ, თქვენს კანს მშვენიერი pH ბალანსი აქვს, ამიტომ მხოლოდ წყლის საშუალებით დაბანა და კრემის წასმა საკმარისია.
როდესაც სილამაზის ინდუსტრია კანის მოვლის საშუალებებს, აბსოლუტურად ყველა ტიპის კანისთვის ქმნის, საკმაოდ გასაკვირია, რომ სილამაზის რუტინის უჩვეულო ცვლილებამ, შეიძლება ასეთი საოცარი შედეგები მოიტანოს.
თქვენი კანი ნაკლებად გაცხიმიანდება
კანის დასაბანი საშუალება, მართალია ზედაპირს ცხიმსა და ჭუჭყს აშორებს, მაგრამ ის გამოდევნის იმ ეთერზეთებისაც, რომელიც წყალს კანს შიგნით აკავებს და ატენიანებს. თუ კანი დეჰიდრირებულია, ის გამოიმუშავებს უფრო მეტ ცხიმს, რათა შეინარჩუნოს დარჩენილი ტენიანობა. გამწმენდი საშუალებების ხშირი გამოყენება, ააქტიურებს ჯირკვლებს, რაც ზედმეტი ცხიმის და შესაბამისად, ცხიმიანი კანის წინაპირობაა.
თავიდან აიცილებთ კანის ნაადრევ დაბერებას
მიუხედავად იმისა, რომ თქვენი კანი წმენდის ან აქერცვლის შემდეგ შესანიშნავად გამოიყურება, ეს ეფექტი დროებითია. სინამდვილეში, როდესაც ზედმეტად ხშირად იბანთ სახეს, აშორებთ მკვდარ უჯრედებს, რომლებიც ქმნიან თქვენს დამცავ ბარიერს. ამ დამცავი ფენის გარეშე კი, კანი უფრო სწრაფად შრება, ბერდება და შესაბამისად, ნაოჭდება.
თქვენი კანი დაცული იქნება გარე დაზიანებებისგან
თქვენი კანის ზედა ფენა ერთადერთია, რომელიც მზადაა გარემოდან ყველა შესაძლო ზიანი თავის თავზე აიღოს, რადგან უჯრედების უმეტესობა ან უკვე მკვდარია ან კვდება. როდესაც გარე დაცვა არ არსებობს, თქვენი კანი შიშველია და დაბინძურებისა თუ ტოქსინების ზემოქმედებისგან თავს ვერ იცავს.
თქვენი კანი დამონებულია
მართალია, კანის დასაბანი საშუალებები ჭუჭყს აშორებს, რაც კანის მოვლის აუცილებელი რუტინული ნაბიჯია, თუმცა ამის გაკეთება ძალიან ხშირად თქვენს კანზე უბრალოდ აშრობს. როდესაც კანს მხოლოდ წყლით ჩამოიბანთ, ის არ დაკარგავს მისთვის საჭირო ბუნებრივ ცხიმებს, რომლებიც კანის ჯანმრთელობას და ტენიანობის გარანტიაა.
თქვენი კანი ნაკლებად გაღიზიანდება
სახის დაბანის შედეგად, ჯანმრთელი ბალანსი დაირღვევა და შეიძლება კანის გაღიზიანება და სიწითლე გამოიწვიოს. ის ასევე გაანადგურებს კანის ზედა ფენას, რაც საშუალებას მისცემს ბაქტერიებს შევიდნენ თქვენს კანში. შედეგად კი, შესაძლებელია გამონაყარი, ანთება, აკნე და გაღიზიანებული კანი მიიღოთ.
თემები: სახის მოვლა, თავის მოვლა, კანი, სილამაზე ყველა ასაკში, კოსმეტიკა, რჩევები, ნაოჭები
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>