კომფორტის ზონაში ცხოვრობთ? თუ კითხვაზე პასუხი არ იცით, კარგად დაფიქრდით. თქვენი ცხოვრება რუტინით არის აღსავსე? ერთფეროვანია? ყოველი დღე, ერთმანეთს ჰგავს?

თუ თქვენ ამ შეკითხვებს „დიახ“ უპასუხეთ, შეიძლება თქვენს კომფორტის ზონაში დარჩეთ.

კომფორტი ყველაზე დიდი მახეა და თქვენი კომფორტის ზონიდან გამოსვლა თქვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა.”

1. არაფერია ცუდი, რომ გარკვეული დრო, იმ ადგილზე გაატაროთ, სადაც თავს კარგად გრძნობთ და სადაც ყველაფერი ნაცნობია, მაგრამ თუ საკუთარ თავს იქ დარჩენის საშუალებას მისცემთ, შესაძლოა უბრალოდ გაჩერდეთ.

ეს არ ნიშნავს, რომ კომფორტის ზონიდან ვერაფერს მიაღწევთ, მაგრამ თქვენი მიღწევები, ჩარჩოებში იქნება მოქცეული. ჭეშმარიტად მნიშვნელოვან მიზნამდე მისასვლელად, რომელიც კმაყოფილებითა და სიამაყით აგავსებთ, თქვენ უნდა გადახვიდეთ მის მიღმა. იმისათვის, რომ გააკეთოთ რაიმე განსაკუთრებული, თქვენ უნდა დაუპირისპირდეთ საკუთარ თავს და შესაბამისად, გასცდეთ გასცდეთ ნაცნობს და საყვარელ კომფროტის ზონას.

2. როგორ უნდა დატოვოთ კომფორტის ზონა? დაეუფლეთ ახალ უნარს, აიღეთ ახალი პროექტი და გააკეთეთ ისეთი რამ, რაც აქამდე არასოდეს გაგიკეთებიათ. მიაღწიეთ თქვენს მიერ დაწესებულ შეზღუდვის ზღვარს და დაინახეთ, რომ სინამდვილეში, არანაირი საზღვარი არ არსებობს.

სამყარო უფრო დიდია, ვიდრე აქამდე ფიქრობდით, ამიტომ, რატომ უნდა შემოიფარგლოთ იმ მცირე ნაწილით, რომელსაც მიჩვეული ხართ? ისწავლეთ, აღმოაჩინეთ, გამოსცადეთ და გაარკვიეთ რა პრინციპით ფუნქციონირებს სამყარო. ეს ძალიან გასაოცარი, ამაღელვებელი, საშიში და ამავე დროს, მშვენიერია.

3. დაიმახსოვრეთ, კომფორტის ზონა, თავგადასავლებს შორის აუცილებელი დასვენების ადგილია. თუმცა, ეს არ არის სამუდამოდ ცხოვრების ადგილი. რა თქმა უნდა, შეიძლება მშვენივრად გრძნობთ თავს, მაგრამ შეიძლება ბევრი სინანულის მიზეზიც გახდეს.

თქვენ დიდი პოტენციალი გაქვთ, მაგრამ მის გამოსავლენად, სწორი გარემო გჭირდებათ. დატოვეთ კომფორტის ზონა იმისთვის, რომ ეს გარემო აღმოაჩინოთ ან თუ ჯერ არ არსებობს, თავად შექმნათ.

ეს არ გულისხმობს საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას. თუ კომფორტის ზონაში ძალიან დიდი ხანია იმყოფებით, დაიწყეთ პატარა ნაბიჯების გადადგმა. დაათვალიერეთ ახალი ადგილები, გაიცანით ახალი ხალხი, სცადეთ რამდენიმე აქტივობა. ნახავთ, რომ კომფორტის ზონის მიღმა ცხოვრება, შეიძლება სახალისო და სასიამოვნო იყოს. დაუპირისპირდით საკუთარ თავს, გადაკვეთეთ საზღვრები და აღმოაჩინეთ, თუ რას მიიღებთ კომფორტის ზონიდან განთავისუფლებით.

”კომფორტის ზონიდან გამოსვლა თავიდან რთულია, შუალედური პერიოდი ქაოტურია და ხოლო შედეგი, გასაოცარი… რადგან საბოლოოდ, თქვენ ახალ სამყაროს აღმოაჩენთ !!”

ახლა საუკეთესო დროა, თქვენ უბრალოდ უნდა სცადოთ.