ჰოროსკოპი

2021 წლის იანვრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - როგორი იქნება ახალი წლის დასაწყისი?

2021 წლის იანვრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - როგორი იქნება ახალი წლის დასაწყისი?

ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)

2021 წლის იანვრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - როგორი იქნება ახალი წლის დასაწყისი?

სოციალური დისტანცირება წარუმატებელი პერიოდი იყო თქვენი პირადი ცხოვრებისთვის: არა აქვს მნიშვნელობა ეძებდით სიახლეებს თუ არსებული ურთიერთობის გამოსწორებას ცდილობდით. თუმცა იანვარში, როდესაც სიყვარულის პლანეტა ვენერა თქვენს 11-ე სახლში გადავა, სამყარო რომანტიკულ წარმატებას გპირდებათ. დაიწყეთ ახალი წელი დღესასწაულით - ახლა ნამდვილად სიყვარულის დროა!

კურო (20 აპრილი - 20 მაისი)

2021 წლის იანვრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - როგორი იქნება ახალი წლის დასაწყისი?

ამ თვეში თქვენი მთავარი თემა საზღვრები იქნება. თუ მეგობრები ან ახლობლები ცდილობენ თქვენი კომფორტის ზონიდან გაძევებას, მტკიცედ იდექით. ამ თვეში მოიზიდავთ იმ ადამიანებს, ვინც პატივს გცემთ და თქვენი ესმით. ეს მიზიდულობა გამართლდება პროფესიული ცხოვრების შემთხვევაშიც: ძალიან რთულია ეკონომიკურ კრიზისში პროგნოზების გაკეთება, მაგრამ ამ თვეში მერკური კარიერის სახლს გაანათებს, რაც დაწინაურების ან ახალი სამსახურის მანიშნებელია. იანვარში ვარსკვლავები ფინანსურ წარმატებას გპირდებიან.

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)

2021 წლის იანვრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - როგორი იქნება ახალი წლის დასაწყისი?

თქვენს სასიყვარულო ცხოვრებას სერიოზული გადაფასება სჭირდება. ამბობენ, რომ თქვენ ადვილად გამოგდით სხვების გულების დამსხვრევა, მაგრამ როდესაც საყვარელი პლანეტა ვენერა სიკვდილისა და აღორძინების მერვე სახლში შევა, მიხვდებით, რომ სანახევრო ურთიერთობების განადგურების დრო მოვიდა. დიახ, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება კიდევ უფრო მეტი გული დაამსხვრიოთ, მაგრამ ეს გახსნის იმ რომანტიკულ გზას, რომელიც თქვენ იმსახურებთ.

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)

2021 წლის იანვრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - როგორი იქნება ახალი წლის დასაწყისი?

თქვენ ნამდვილად, ჭეშმარიტად ზრუნავთ თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე. შედეგად, შესაძლოა, სადღესასწაულო სეზონზე საერთოდ დაივიწყეთ საკუთარი თავი. სინამდვილეში, ეს ცუდის ნიშანი სულაც არ არის, მით უმეტეს პანდემიის დროს, რაც შეუძლებელს ხდის "ნორმალური" სადღესასწაულო სეზონს. ახლა, როდესაც იანვარი უკვე კარს მოგადგათ, ძალზე მნიშვნელოვანია პრიორიტეტი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობას მიანიჭოთ. პირველ რიგში კი, უსიამოვნო ხალხს უნდა ჩამოშორდით.

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)

2021 წლის იანვრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - როგორი იქნება ახალი წლის დასაწყისი?

როგორც წესი, თქვენ გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ამასთან, გასული წლის პოლიტიკურმა და სოციალურმა სტრესმა შესაძლოა ენერგიული ლომიც კი გატეხა და ახლა, ცოტა დასვენება გჭირდებათ. რადგან სულაც არ გსურთ მზის ბრწყინვალება დაკარგოთ, საკუთარ თავზე ორმაგად ზრუნვა მოგიწევთ. თვის ბოლოს კი, სავსე მთვარე, რომელიც თქვენს ნიშანს გაანათებს, სასიამოვნო რომანტიკულ თავგადასავლებს გპირდებათ. ეს თვე იდეალური დასაწყისია!

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

2021 წლის იანვრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - როგორი იქნება ახალი წლის დასაწყისი?

ბოლო პერიოდში, პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემებით, სოციალური და ეკონომიკური კრიზისით ისე გადაიღალეთ, რომ ეს თვეები ნამდვილად იმსახურებს „რთული პერიოდის“ სახელს. წლის დასაწყისში მოდუნდით, დაისვენეთ და გაანებივრეთ საკუთარი თავი: ცხელი აბაზანა, გარკვეული თერაპია და ყველაფერი ის, რაც თქვენ ასე გიყვართ. თქვენი მმართველი პლანეტა, მერკური, ამ თვეში რეტროგრადული გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი დასვენების დრო მოვიდა.

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)

2021 წლის იანვრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - როგორი იქნება ახალი წლის დასაწყისი?

ამჯერად თქვენ პარტნიორობის პერიოდს გადიხართ, მაგრამ ამ ვადის გასვლის შემდეგაც შეგიძლიათ დარჩეთ ურთიერთობაში. ამ თვეში, როდესაც ბრძოლის პლანეტა მარსი აანთებს თქვენი სიკვდილისა და აღორძინების სახლს, ძალიან გაოცდებით, თუ რამდენად ადვილი გახდება საკუთარ თავზე გამარჯვება. თუ ვინმეს ქცევა არ მოგწონთ, დროა გაუმხილოთ და ყველაფერი, რაც არ გამშვიდებთ, წინა წელს დაუტოვოთ. თქვენი მმართველი პლანეტის, ვენერას გვერდით კი არასდროს იდარდებთ იმაზე, რომ შესაძლოა მარტო აღმოჩნდეთ.

მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)

2021 წლის იანვრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - როგორი იქნება ახალი წლის დასაწყისი?

მართალია ამ თვეში ახალი წელი იწყება, მაგრამ თქვენ მზად ხართ ახალი ცხოვრებისთვის? როდესაც თქვენი მმართველი რომელიმე პლანეტა, მარსი პარტნიორობის სახლში გადავა, თქვენ არჩევანის წინაშე დადგებით: შეგიძლიათ მოლაპარაკების გზით მოაგვაროთ პრობლემებით მტრებთან და პარტნიორებთან, ან უბრალოდ თქვენი ცეცხლოვანი ენერგია სექსუალურ თემებში გადაიტანოთ. რომელს აირჩევთ?

მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

2021 წლის იანვრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - როგორი იქნება ახალი წლის დასაწყისი?

თქვენი დევიზია „ან გაიმარჯვე, ან სახლში წადი“, მაგრამ იანვარი არ არის საუკეთესო თვე რაიმე მნიშვნელოვანი, სპონტანური გადაწყვეტილების მისაღებად. საქმიანი გადაწყვეტილების ან იმპულსური ურთიერთობის შედეგები შეიძლება საწინააღმდეგო აღმოჩნდეს. ამიტომ შეეცადეთ ამ თვეში ცხოვრება უაღრესად სერიოზული და თანმიმდევრული გახადოთ. სანაცვლოდ კი გპირდებით, რომ წლის ბოლოს თავგადასავლებისა და თავდავიწყების დრო მოვა!

თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)

2021 წლის იანვრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - როგორი იქნება ახალი წლის დასაწყისი?

მიუხედავად თქვენი პროფესიონალური წარმატებისა, თქვენ სავარაუდოდ უფრო რომანტიკული ადამიანი ხართ, ვიდრე გეჩვენებათ და იანვარი მოითხოვს, რომ სწორედ ამ მხარეზე გადახვიდეთ. ვარსკვლავები ამ თვეში თქვენს რომანტიკულ და სექსუალურ სურვილებს ემსახურონ, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ გიშლით ხელს: იმისათვის, რომ ყველაფერი ახდეს, თქვენ უნდა დათმოთ და თქვენი ფანტაზიები პარტნიორს გაუმხილოთ.

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)

2021 წლის იანვრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - როგორი იქნება ახალი წლის დასაწყისი?

თქვენ ინოვაციური ურანის გმართავთ, შედეგად კი ზოგჯერ თავს სხვებისგან განსხვავებულად გრძნობთ. ამის მიუხედავად, თქვენ კვლავ განაგრძობთ საზოგადოებაზე ზრუნვას: თქვენი აქტივობები და საუკეთესო მეგობრის სტატუსი, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ამ თვეში თქვენი სეზონი იწყება და როგორც დაბადების დღის დავალება, დროა, ნება დართოთ ხალხს დაგაფასონ და კომპლიმენტებით აგავსონ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

2021 წლის იანვრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - როგორი იქნება ახალი წლის დასაწყისი?

როდესაც თქვენი მმართველი პლანეტა, ნეპტუნი, ამ თვეში გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს, თქვენ მიიღებთ ფსიქიკურ შეტყობინებებს მომავლის შესახებ, რაც დაგეხმარებათ თქვენი შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრაში. მიიღეთ ეს კურთხევად, რადგან ყველას აინტერესებს, რა მოხდება მომავალში. თქვენი თვის თემაა მეგობრობა; კერძოდ, უნდა დარჩეთ დაკავშირებული ყველაზე ახლობელ ადამიანებთან, მაშინაც კი, თუ მათ პირადად ვერ ხედავთ.



<a href="https://www.allure.com/">https://www.allure.com/</a>