გადაასხით წყალი ფანჯრიდან - 7 საახალწლო ტრადიცია რომელიც იღბალს მოგიტანთ
- 30.12.2020
ჩვენ, ყველას შეგვიძლია ცოტათი მეტი იღბლის მოზიდვა 2021 წლისთვის. როგორც არ უნდა აღნიშნავდეთ ახალი წლის დღესასწაულს, იქნება ეს მდიდრული სადილი, საახალწლო ფილმების მარათონი ან საახალწლო რეზოლუციის შედგენა, შეგიძლიათ გარკვეული დრო დაუთმოთ საახალწლო იღბლის ერთ – ერთ ტრადიციასაც.
თეთრი ფერის ტანსაცმელი
ბრაზილიაში ისეთი მარტივია საახალწლო სამოსის არჩევა - წარმატებისა და მშვიდობის მოსაზიდად, ყველა ადამიანი თეთრ ფერს ირჩევს. გარდა ამისა, ერთი ფერის სამოსი ფოტოებში იდეალურად ჩანს!
შვიდი ტალღა
თუ ზღვის სიახლოვეს ცხოვრობთ, მაშინ ეს ტრადიცია თქვენთვისაა: ბრაზილიაში მიიჩნევენ, რომ თუ ახალი წლის ღამეს, წყლის ტალღებში შეაბიჯებთ, თქვენი ოცნებები რეალობად იქცევა. დაიმახსოვრეთ, რომ თითოეული ტალღა ერთ სურვილის ასრულებას გპირდებათ.
დამსხვრეული ჭურჭელი
დანიაში, გატეხილი თეფშები კარგის ნიშანია - ადამიანები მეგობრებისა და ოჯახის კარებთან ჭურჭლის ამსხვრევენ, მეორე დღეს რაც მეტი ნამსხვრევია სახლის წინ, უფრო იღბლიანი იქნება მასპინძელი. ოღონდ შეეცადეთ, რომ ჭურჭელი ზედ კარის ზღურბლზე დაამსხვრიოთ.
ყურძნის 12 მარცვალი
ესპანური ტრადიციის მიხედვით, შუაღამის 12 საათზე ყურძნის 12 მარცვალი უნდა მიირთვათ. ობსკურას თანახმად: ”შუაღამის 12 საათზე 12 ყურძნის ჭამა იღბლის მომტანია - თითოეული ყურძენი უახლოეს თვეს წარმოადგენს. მაგრამ თუ თქვენ ვერ შეძლებთ ყურძნის მიღებას სანამ საათზე 12:01 გამოჩნდება, ახალ წელს უბედურება დაგხვდებათ. ”
შუაღამის კოცნა
ამის შესახებ ადრეც გსმენიათ: როდესაც შუაღამე დგება, თქვენ უნდა აკოცოთ საყვარელ ადამიანს. პირველი ადამიანი, რომელთან ერთადაც დაიწყებთ ახალ წელს, განსაზღვრავს მომდევნო თვეებს. ამიტომ გონივრულად შეარჩიეთ პარტნიორი!
გახსენით ფანჯრები (და კარებიც!)
ცრურწმენის თანახმად, კარ-ფანჯრების გაღება ძველ წელს გაისტუმრებს, ხოლო ახალ წელს დაუბრკოლებლად შემოუშვებს. (იმედი ვიქონიოთ, რომ 2020 წელი რაც შეიძლება სწრაფად წავა!)
გადაასხით წყალი ფანჯრიდან
პუერტო რიკოში სჯერათ, რომ ფანჯრის წყლის გადასხმა ბოროტ სულებს განდევნის. ასევე, პუერტო-რიკოელები შაქარს ყრიან სახლების გარშემო და ტკბილ იღბალს ასე იზიდავენ.
თემები: ახალი წელი, ტრადიცია, საახალწლო, 2021 წელი