მშობლები

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომელსაც კითხვა უჭირს

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომელსაც კითხვა უჭირს

სხვადასხვა მიზეზით, იმ ბავშვთა უმრავლესობა, რომელმაც სკოლის კარი ახლახანს შეაღო, კითხვის პროცესითა და მასთან დაკავშირებული სირთულეებით იტანჯება. მაგალითად, ბავშვების ნაწილს კითხვა ძალიან მოსაწყენ პროცესად მიაჩნია, რადგან ძალიან ბევრი სიტყვის მნიშნელობა მათთვის გაუგებარია, ზოგსაც, კითხვის ტრადიციული მეთოდები არ მოსწონს, ნაწილს კი, უბრალოდ, ძალიან უჭირს და ცდილობს გაკვეთილიდან გაკვეთილამდე "გადარჩეს".

ასეა თუ ისე, ყველა შემთხვევაში, ერთ შედეგს ვიღებთ: გამომდინარე იქედან, რომ ბავშვების თვითშეფასება და თავდაჯერებულობა ძალიან მოწყვლადია, ისინი, უპირველესად, თავიანთ შესაძლებლობებში ეჭვდებიან. სწორედ ამიტომ, მშობელს ეკისრება პასუხისმგებლობა, ყურადღებით და სიფრთხილით დააკვირდეს ბავშვის გაკვეთილების მომზადების პროცესს და დაეხმაროს მას.

TREND გთავაზობთ, რამდენიმე მეთოდს, რომელიც არ მოითხოვს ზედმეტ ძალისხმევას, თუმცა ნაცადი და ეფექტურია. გაიზიარეთ ჩვენი რჩევები და გახადეთ თქვენი შვილებისთვის კითხვის პროცესი გაცილებით სასიამოვნო:

1. აქციეთ კითხვის პროცესი მხიარულებად

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომელსაც კითხვა უჭირს

კითხვის პროცესი ბავშვებისთვის სულაც არ არიც მხიარულება, განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც მასში სირთულეს ხედავენ. ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ იტანჯებიან და მარტივად რჩებიან იმედგაცრუებულნი. მნიშვნელოვანია, ბავშვებმა დაინახონ, რომ კითხვა ერთგვარი გართობაა, ხოლო ამ გართობას მოაქვს პროგრესი. ამ შემთხვევაში, მათ უყვარდებათ კითხვა და გაკვეთილების მომზადებაც აღარ არის ერთფეროვანი და მოსაწყენი.

ხშირად ჩაურთეთ აუდიო ვიდეოები ბავშვებს, რომლებიც ილუსტრირებულია. ან უბრალოდ, ეთამაშეთ მათ კითხვითი, რითმული თამაშები. ეს კითხვის პროცესს გაამრავალფეროვნებს და ნელ-ნელა კითხვა იქცევა მათ საყვარელ გასართობად.

2. ნუ იღელვებთ იმაზე, რომ მას კითხვა უჭირს

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომელსაც კითხვა უჭირს

ბავშვების უმრავლესობას კითხვითი უნარების განვითარებისთვის დრო სჭირდება. ისინი ეჩვევიან ამ პროცესს, როცა ამისთვის შესაფერისი დრო დგება.

3. მასთან საუბრისას გამოიყენეთ სპეციფიკური ტერმინოლოგია

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომელსაც კითხვა უჭირს

როცა შვილის შექებას გადაწყვეტთ, გამოიყენეთ სპეციფიკური ტერმინოლოგია. მოერიდეთ ისეთ შეფასებებს, როგორიც არის "კარგია!" მიეცით მათ მეტი მოტივაცია და ხშირად აღნიშნეთ, რომ ხედავთ და აფასებთ მათ მონდომებას და ძალისხმევას. მონდომებისთვის კი აუცილებლად წაახალისეთ ისინი.

4. იყავით მრავალფეროვნად აქტიურები

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომელსაც კითხვა უჭირს

ბავშვები უკეთ სწავლობენ, როცა მათი სწავლის პროცესი ერთფეროვანი და მოსაწყენი არ არის. სწავლის პროცესის გამრავალფეროვნება შეგიძლიათ, აუდიო ან ვიზუალური მასალის გამოყენებით. ასევე, სასურველია, სწავლის პროცესი გახადოთ დინამიკური და ჩართოთ მოძრაობითი თამაშები მასში. უამრავი იდეა არსებობს იმისთვის, რომ თქვენი შვილი აალაპარაკოთ და აამოძრავოთ.

5. შეუქმენით კითხვისთვის კომფორტული გარემო

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომელსაც კითხვა უჭირს

შეუქმენით თქვენს შვილებს მათთვის კომფორული გარემო. თუ სახლში მეცადინეობა ან უბრალოდ კითხვა მობეზრდებათ, მიაკითხეთ ადგილობრივ ბიბლიოთეკას, რომელმაც, შესაძლოა, ძალიან დააინტერესოს იგი. გაუკეთეთ ინდივიდუალური მკითხველის ბარათი და მიეცით თავისუფლება თავად აირჩიოს მისთვის სასურველი წიგნი.

6. შექმენით საკუთარი წიგნი

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომელსაც კითხვა უჭირს

გამოიჩინეთ შემოქმედებითობა და სახლში თავად გააკეთეთ საკუთრი წიგნი. თავად შეურჩიეთ შინაარჩი, ილუსტრაცია და ფორმა.

7. წაუკითხეთ

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომელსაც კითხვა უჭირს

ხშირად უკითხეთ თქვენს შვილებს. აჩვენეთ, რომ თქვენთვისაც დამღლელია, თუმცა მათ გამო მზად ხართ შრომა გაინაწილოთ და დაეხმაროთ მოსმენით შეიმეცნოს.

8. ასწავლეთ უცხო ენა

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომელსაც კითხვა უჭირს

უცხო ენის სწავლის დროს, როცა სიტყვების ახსნა მოგიწევთ, ბავშვს საშუალება ექნება გაცილებით კარგად და კონკრეტულად გაიგოს ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობა. სულ ერთია სიტყვებით, ჟესტებით თუ მოქმედებებით აუხსნით მათ, შედეგს აუცილებლად მიიღებთ.

რაც მთავარია, დაუთმეთ დრო საკუთარ შვილებს და დაეხმარეთ დაძლიონ ყველა სირთულე. იმის ნაცვლად, რომ თავი წარუმატებლად მიიჩნიონ, უქციეთ მეცადინეობისა და კითხის პროცესი მხიარულებად და შეუმსუბუქეთ ტვირთი. იყავით მხიარული, შემოქმედებითი და პოზიტიური მშობელი!



allwomenstalk.com