სტილი

როგორ ჩავიცვათ უბრალო ჯინსი და მაისური რომ მოდურად გამოვიყურებოდეთ

როგორ ჩავიცვათ უბრალო ჯინსი და მაისური რომ მოდურად გამოვიყურებოდეთ

ჯინსი და უბრალო მაისური კლასიკური ჩაცმულობაა, რომელიც ნებისმიერი ქალის გარდერობში შეგხვდებათ. თუმცა ხანდახან ეს შეიძლება მოსაწყენად მოგეჩვენოს.

გაიკეთე გრძელი ყელსაბამი

როგორ ჩავიცვათ უბრალო ჯინსი და მაისური რომ მოდურად გამოვიყურებოდეთ

გრძელი ყელსაბამი, ყოველდღიურ ჩაცმულობას ახალისებს. არჩევანი ძალიან დიდია, აარჩიე ნებისმიერი ფორმის თუ ფერის ყელსაბამი და აქციე უბრალო, ყოველდღიური ჩაცმულობა უფრო დახვეწილად.

ჩაიცვი მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან და პიჯაკთან ერთად

როგორ ჩავიცვათ უბრალო ჯინსი და მაისური რომ მოდურად გამოვიყურებოდეთ

გსურს გეცვას კომფორტლად და თან ლამაზად გამოიყურებოდე? ჩაიცვი უბრალო ჯონსები და მაისური, შეუხამე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და პიჯაკი. მსგავსი ჩაცმულობა გამოგადგება, როგორც შეხვედრებზე, ასევე მეგობრებთან ერთად ბარში.

ფეხსაცმელი

როგორ ჩავიცვათ უბრალო ჯინსი და მაისური რომ მოდურად გამოვიყურებოდეთ

თუკი აქცენტის გაკეთება ფეხსაცმელებზე გსურს, ჯინსი და მაისური ამისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ასეთ უბრალო ჩაცმულობაზე ლამაზი ფეხსაცმელები ნამდვილად მიიქცევს ყურადღებას.

ლამაზი შარფი

როგორ ჩავიცვათ უბრალო ჯინსი და მაისური რომ მოდურად გამოვიყურებოდეთ

შარფი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ყოველდღიური ტანსაცმლის დასამშვენებლად. აარჩიე მკვეთრი ფერის შარფი, რომელიც შენი ჩანთის ან ფეხსაცმელების ფერს ემთხვევა, ცივ დღეებში კი მოქსოვილი შარფი სცადე.

მოიხდინე ბოჰოს სტილი

როგორ ჩავიცვათ უბრალო ჯინსი და მაისური რომ მოდურად გამოვიყურებოდეთ

ხანდახან ყველაფერი აქსესუარებზეა დამოკიდებული. დაიჭირე ფოჩებიანი ჩანთა და დაიხურე ფართო ქუდი, შედეგად მიიღებ ეგზოტიკურ იერს, რომელსაც ყველა მოგიწონებს.

ითამაშე ფერებით

როგორ ჩავიცვათ უბრალო ჯინსი და მაისური რომ მოდურად გამოვიყურებოდეთ

ნათელი ფერები ყოველთვის იქცევს ყურადღებას. ჩაიცვი კაშკაშა წითელი მაისური ან დაიჭირე ვარდისფერი ჩანთა, გაიკეთე ყვითელი სათვალეები. შენი ჩაცმულობა გახალისდება და ყოველდღიურს ნამდვილად არ დაემსგავსება.

გადაიტანე მთელი ყურადღება შენს მაკიაჟსა და თმაზე

როგორ ჩავიცვათ უბრალო ჯინსი და მაისური რომ მოდურად გამოვიყურებოდეთ

ჩაიცვი უბრალო ცისფერი ჯინსები, თეთრ მაისურთან ერთად, სამაგიეროდ გაიკეთე მკვეთრი მაკიაჟი და ლამაზი ვარცხნილობა. შეგიძლია უბრალოდ წითელი ტუჩსაცხითაც შემოიფარგლო. მთელი ყურადღება შენს სახეზე გადავა და არა ტანსაცმელზე.



<a href="http://fashion.allwomenstalk.com/how-to-dress-up-basic-jeans-and-a-t-shirt">http://fashion.allwomenstalk.com</a>