ახალი ურთიერთობის დაწყებასთან ერთად, უამრავი კითხვა ჩნდება. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა, არის თუ არა იგი ჩვენი შესაფერისი და ვიქნებით თუ არა ბედნიერები მათთან. ეჭვები ყოველთვის არსებობს, კითხვებსაც, სწორედ ეს ეჭვები აჩენს.
თუ ძალიან ბევრი კითხვა გაწუხებთ, ძალიან მოგწონთ პარტნიორი, თუმცა შინაგანი ხმა გეუბნებათ, რომ იგი არ არის ადამიანი, რომელთანაც ხანგრძლივად და ბედნიერად ყოფნას შეძლებთ, გეტყვით, რომ არსებობს რამდენიმე მაგალითი, რომელზე დაკვირვებითაც თქვენი ეჭვების გამართლებას იპოვით, ან პირიქით, გაიქარწყლებთ მას.
გადახედეთ ჩვენს მაგალითებს და თუ აღმოაჩენთ, რომ მათი უმრავლესობა თქვენს ურთიერთობას ერგება, გაამართლეთ თქვენი ეჭვები და ნუ დაამყარებთ ახალ ურთიერთობაზე დიდ იმედებს.
1. როცა სხვების აზრი უმნიშვნელოა
თავდავიწყებით შეგიყვარდათ, თქვენთვის ის საუკეთესოთა შორის საუკეთესო მამაკაცად იქცა, თუმცა, მეგობრები, ოჯახის წევრები და ახლობლები, გამუდმებით გიმეორებენ, რომ იგი თქვენზე "ყურებამდე შეყვარებული" არ არის. თქვენ გამუდმებით აიგნორებთ მათ მოსაზრებებს!
მოუსმინეთ ახლობებსა და კეთილისმსურველებს! დააკვირდით თქვენს პარტნიორს, იქნებ, ნამდვილად არ არის იმდენად გატაცცებული ამ ურთიერთობით, როგორც თქვენ ხართ?
ისიც გახსოვდეთ, რომ ურთიერთობის დასაწყისში გრძნობები და ემოციები ყოველთვის გაცილებით მძაფრია, ვიდრე, ურთიერთობის განვითარების შემდეგ. ამიტომ, ნუ იფიქრებთ, რომ მისი გრძნობები თქვენ მიმართ განმტკიცდება ან გამძაფრდება.
2. როცა ყოველთვის აკონტროლებთ თავს
ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც კი ურთიერთობებს გააჩნია, არის შესაძლებლობა, რომელსაც იგი იძლევა: გვხდის გაცილებით თავისუფალს და საკუთარი თავის უკეთეს ვერსიას ვიღებთ შედეგად. თუ გამუდმებით გიწევთ იყოთ თავშეკავებული, დაფიქრდეთ ყველაფერზე სანამ იტყვით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან კარგად გრძნობთ მის სურვილს შეიცვალოთ და იყოთ ისეთი, როგორიც სინამდვილეში არ ხართ. განსაკუთრებით მაშინ, როცა მას თქვენი თავშეკავებულობა და თვითკონტროლი მოსწონს.
გახსოვდეთ, საკუთარი პარტნიორების საამებლად შეცვლა, ყოველთვის შეუძლებელია!
3. თუ სულ გაკრიტიკებთ
იდეალური რომ არავინ არის, ყველანი ვთანხმდებით. მეტიც, ურთიერთობები მაშინ ვითარდება წარმატებით, თუ პარტნიორები ერთმანეთის ნაკლს დასაწყისშივე იღებენ. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ, ორივე, შეძლებთ თქვენი უარყოფითი თვისებების მიღებას და შეყვარებას, შეიყვარებთ დადებითსაც.
თუ თქვენი პარტნიორი მუდამ გაკრიტიკებთ, სხვებს გადარებთ, გეხუმრებათ ფარული მესიჯების მქონე ხუმრობებით, გახსოვდეთ, რომ ამას დიდი ხნის განმავლობაში ვერ აიტანთ. თქვენც, ისევე როგორც ყველას, პარტნიორის მხარდაჭერა და სიყვარული გჭირდებათ!
4. გადაწყვეტილებებს ყოველთვის თქვენი პარტნიორი იღებს
იგი ყოველთვის ლიდერია, ხოლო თქვენ, მისი უბრალო ჩრდილი? ურთიერთობებში მყოფი პარტნიორები, ერთმანეთს მეორე ნახევრებს ტყუილად არ უწოდებენ. მხოლოდ ერთ ადამიანს არ აქვს უფლება დაუსრულებლად მიიღოს გადაწყვეტილებები. ურთიერთობა თანამშრომლობაა, რომელიც სყვარულით არის გაჯერებული.
5. არასოდეს იცით რას აკეთებს მაშინ, როცა ერთად არ ხართ
ურთიერთობების საწყის ეტაპზე, როგორც წესი, ერთმანეთის მონატრება ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ, თუ საკითხი ნდობას ეხება, ხოლო თქვენი კითხვებიც ამ მიმართულებით ჩნდება, ეს არც მონატრებას ნიშნავს და არც წარმატებულ ურთიერთობას. თუ არასოდეს გიყვებათ რას აკეთებს, როდესაც ერთად არ ხართ, ეს ძალიან ბევრ ეჭვს გაგიჩენთ, გამოიწვევს დაუსრულებელ კამათს, რაც ჯანსაღ ურთიერთობებს არ ახასიათებს.
6. არასოდეს არის კმაყოფილი
ხშირად გეუბნებათ, რომ სათანადოდ დროს არ უთმობთ? ან თავად ხომ არ ხართ უკმაყოფილო იმით, რომ იგი ძირითად დროს მეგობრების გარემოცვაში ატარებს, თქვენ კი ნაკლებ ყურადღებას გითმობთ? თუ ერთად დროის გატარების სურვილი არცერთს არ გაქვთ, კომფორტულად თავს ვერ გრძნობთ, რადგან ორივე უკმაყოფილო ხართ, მერწმუნეთ, დროსთან ერთად უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება!
7. ფიზიკური სიახლოვე ბედნიერებას არ განაპირობებს
ურთიერთობებში ფიზიკური სიახლოვე, მაშინ ხდება ბედნიერების წინაპირობა, როცა ემოციური კავშირი არსებობს. თუ ყველაფერი მხოლოდ საწოლამდე მიდის, ხოლო სექსის შემდეგ თქვენს ურთიერთობაში არსებული პრობლემები არ იცვლება და პრობლემებად რჩება, ეს თქვენი ბედნიერების ხარისხს მკვეთრად შეამცირებს.
8. როცა საკუთარ თავზე კონტროლს კარგავთ
თუ ყველაფერს აკეთებთ მისი ბედნიერებისა და სიამოვნებისთვის, თავად კი სანაცვლოდ არაფერს იღებთ, ერთ დღესაც საკუთარ თავზე კონტროლს აუცილებლად დაკარგავთ. დათმობაზე ყოველთვის თქვენ მიდიხართ, კითხვებზე პასუხებს მხოლოდ თქვენ გთხოვენ, თქვენს ურთიერთობას არაფერი აქვს საერთო ჯანსაღ და პერსპექტიულ ურთიერთობასთან.
9. მისი გაბედნიერება ვალდებულებად გექცათ
ბედნიერება - ეს არის ურთიერთობის მთავარი დანიშნულება,რომლის მინიჭებასაც ორივე პარტნიორი ერთმანეთისთვის თანაბრად უნდა ცდილობდეს. თუ თავდაპირველად მისი გაბედნიერება გსიამოვნებდათ, ახლა კი ფიქრობთ, რომ ვალდებულებად და ჩვევად გექცათ, გირჩევთ, დაასრულოთ ურთიერთობა. ეს საზიანოა თქვენი თვითსეფასებისა და თავდაჯერებისთვის და ასევე თქვენი პარტნიორისთვისაც, რომელიც დაუმსახურებლად ცდილობს საუკეთესო მიიღოს თქვენგან.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, სიყვარულის შენარჩუნება, ბედნიერება, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ბედნიერი წყვილი, ქალები, არაჯანსაღი ურთიერთობები
allwomenstalk.com