როგორ აიხდინოთ ოცნებები - 3 რჩევა, რომელიც უზარმაზარ ცვლილებებს მოგიტანთ
- 07.04.2021
რა შეიძლება მოხდეს ერთ წუთში? - ბევრი რამ.
რა გავლენა შეიძლება მოიტანოს მცირე ცვლილებამ? - უზარმაზარი.
უმეტესობა ჩვენგან ბევრს ოცნებობს, მაგრამ მათი რეალობად გადაქცევა ადვილი არ არის, რადგან, სინამდვილეში ჩვენ არ ვართ მზად დიდი ცვლილებებისთვის. მაგრამ რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ დროთა განმავლობაში მცირე და თანმიმდევრულმა ძალისხმევამ მნიშვნელოვანი შედეგები შეიძლება მოიტანოს?
ჩვენ ხშირად უგულებელვყოფთ პატარა ნაბიჯის ძალას, რომელსაც საბოლოოდ შეუძლია ჩვენი ცხოვრება შემდეგ საფეხურზე გადაიყვანოს.
დაიმახსოვრეთ, ”სწორი მიმართულებით გადადგმული პატარა ნაბიჯი, ცხოვრების ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.“
1. ერთი ნაბიჯი დღეში
ნებისმიერი წარმატების საიდუმლო არის პირველი ნაბიჯის გადადგმა და მიზნისკენ სვლის დაწყება. მაშინაც კი, თუ პროგრესი ერთი შეხედვით მცირეა, წლების განმავლობაში, ეს დიდ გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე. იქნება ეს ჯანმრთელი კვება თუ მეტი ვარჯიში ყოველდღიურად, 1% -ით მეტის გაკეთება უზრუნველყოფს 37%-ით ზრდას წელიწადში.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ წარმატება პროცესია და სწორედ ამ ამის მისაღწევად უნდა იყოთ მოწოდებული.
2. შეინარჩუნეთ ტემპი
ადამიანთა უმრავლესობისთვის საბოლოო მიზანი იმდენად დიდია, რომ ვერ ახერხებს მისკენ მისასვლელი გზის აღმოჩენას. მაგრამ თუ პატარა ნაბიჯებით დაიწყებთ სიარულს, მაშინ ამ მიზნების განხორციელება მარტივი გამოჩნდება. დაყავით თქვენი დიდი მიზანი მცირე ნაწილებად და დაიწყეთ მცირედი ცვლილებების განხორციელება მათ ეტაპობრივად მისაღწევად. თუ მოახერხებთ ტემპის შენარჩუნებას და პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმას, მაშინ ძალიან მალე შეძლებთ დაინახოთ თქვენი დიდი ოცნების რეალურობა.
3. იზეიმეთ თქვენი წარმატება
როგორ შეინარჩუნოთ მოტივაცია? თქვენი მცირე წარმატებების აღნიშვნით.
იქნებ წარმატებით ახერხებთ ყოველდღიურად 30 წუთით ადრე გაღვიძებას და სამსახურამდე მცირე ფიზიკურ აქტივობებს უთმობთ დროს? იზეიმეთ მცირე ცვლილებები, რომელსაც დიდი მიზნის განსახორციელებლად აკეთებთ. დააჯილდოვეთ და შეაქეთ საკუთარი თავი, ასე უფრო მეტ მოტივაციას იგრძნობთ და კიდევ უფრო მეტი ცვლილებებს შეიტანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თქვენი კომფორტის ზონიდან მცირე ნაბიჯის გადადგმით იწყება ახალი სამყარო. ნუ წაართმევთ საკუთარ თავს ამ სიამოვნებას. ერთ მშვენიერ დღეს, თქვენ დაინახავთ საბოლოო შედეგს და სულ პირველი, ბავშვური ნაბიჯით იამაყებთ.
თემები: ფსიქოლოგია, თავდაჯერებულობა, ცხოვრების გაკვეთილები, მიზანი, მოტივაცია
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია