დაკავებული, წარმატებული და საქმიანი ქალის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ყოველთვის ეჩქარება: სახლიდან სამსახურში, სამსახურიდან შეხვედრებზე, საღამოს ვახშამზე მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად და ა.შ. რაც შეეხება საქმიანი და წარმატებული ქალის აუცილებელ მოთხოვნას, იგი მუდამ ფორმაში უნდა იყოს. მაშინ, როცა გამუდმებით გეჩქარებათ, რთულია უშეცდომოდ გაკეთოთ მაკიაჟი. სწორედ ამიტომ, ქალების უმრავლესობა სახლიდან გასვლამდე, სიჩქარეში რამდენიმე შეცდომას უშვებს.

TREND გთავაზობთ იმ შეცდომების ჩამონათვალს, რომლებიც, სასურველია, არ დავუშვათ მაკიაჟის გაკეთებისას:

1. არ გამოიყენოთ ზეთის გამწმენდი სახლიდან გასვლამდე

ფოტო: pinterest.com

რაც არ უნდა კარგად წმენდდეს სახეს ზეთი, გახსოვდეთ, რომ იგი ხელს უშლის მაკიაჟის მდგრადობას მთელი დღის განმავლობაში. გარდა ამისა, არასასურველ და მეტისმეტ ბზინვარებას მატებს თქვენი სახის T ზონას.

2. არ გამოტოვოთ დამატენიანებელი კრემი

ფოტო: pinterest.com

გარდა იმისა, რომ დამატენიანებელი საშუალების გარეშე მაკიაჟი კანის ქსოვილს აფუჭებს, საზიანოა ფორებისთვის და ა.შ. ეს, ასევე, ხელს უწყობს ნაადრევ დაბერებასაც. როგორც არ უნდა გეჩქაებოდეთ, აუცილებლად წაისვით, მსუბუქი სახის მასაჟით, დამატენიანებელი კრემი და რამდენიმე წუთში მოიმარჯვეთ კოსმეტიკა.

3. სწორად წაისვით ტონალურის ფუძე

ფოტო: pinterest.com

სიჩქარეში, ხშირად სწრაფად გადავისვამთ ტონალურს სახეზე და გვავიწყდება, რომ სწრაფად გაკეთებულ მაკიაჟს, ჯობდა, სულაც არ გაგავეკეთებინა. ცუდად წასმული ტონალური, არათანაბრად არის გადანაწილებული სახეზე და რამდენიმე საათში ჭრელდება. ეს წარმოქმნის არც ისე ესთეტიკურ ლაქებს. ამის თავიდან ასაცილებლად, სასურველია, თქვენი ტონალური, ფუნჯით, წრიული მოძრაობებით, მცირე რაოდენობით წაისვათ და თანაბრად გადაინაწილოთ სახეზე, რაც ერთიან ფერში მოიყვანს მას.

4. ფხვიერი სახის პუდრი ყველანაირ კანს არ უხდება

ფოტო: pinterest.com

დიახ, თქვენ უნდა მოერიდოთ გამწმენდი ზეთების გამოყენებას, თუმცა არამარტო მათ! ფხვიერი პუდრის გამოყენება სასურველია მხოლოდ სწორი კანის ტიპსა და სწორ მაკიაჟზე. თუ კრემის ბზინვარების განეიტრალება გსურთ, ძალიან მცირე რაოდენობით, სწორი ფუნჯის გამოყენებით დაიტანეთ ფხვიერი პუდრი სახეზე.

5. თვალის მაკიაჟის დიდი რაოდენობით წასმას მოერიდეთ

ფოტო: pinterest.com

თვალის სწორი მაკიაჟი ბრწყვინვალე მაკიაჟის წინაპირობაა. თუმცა, ხშირად, თვალზე ძალიან დიდი რაოდენობით კოსმეტიკურ საშუალებას ვისვამთ, რაც საშინლად აუფერულებს ჩვენს მაკიაჟს და შესაბამისად, ჩვენს შარმსაც. უპირველესად, შეარჩიეთ თვალის სწორი ფუნჯები, სწორად წაისვით წამწამებზე ტუში, ეცადეთ მოერიდოთ მის წასმას წამწამის მთელ სიგრძეზე. წაისვით მხოლოდ მის ბოლოებში.