მეგან ფოქსი
შეხედეთ, მეგან ფოქსის 2007 წლის ფოტოსურათებს: ჩვეულებრივი გოგონა საკმაოდ მსხვილი სახის ნაკვთებით. და რას ვხედავთ დღეს? თვალისმომჭრელ ჰოლივუდის ლამაზმანს! რა იქნა განიერი კეხიანი ცხვირი? მეგანი ამტკიცებს, რომ ყველაფერი ასე ჰქონდა. და ჩვენ მას, რა თქმა უნდა, „ვუჯერებთ“.
ბრიტნი სპირსი
ბრიტნიმ ჯერ კიდევ 2000-იან წლებში გაიკეთა რინოპლასტიკა: ქირურგიულმა ჩარევამ დაეხმარა მომღერალს ცხვირი დავიწროვებასა და ოდნავ აწევაში.
ლედი გაგა
ლედი გაგა ყოველთვის პლასტიკური ოპერაციების თავგამოდებული მოწინააღმდეგე იყო. მაგრამ, როგორც ჩანს, ვარსკვლავმა შეიცვალა მსოფლმხედველობა ან უბრალოდ ეშმაკობდა. შეხედეთ მის ძველ ფოტოებს: რა იქნა მისი განიერი კეხიანი ცხვირი?
ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანი ყველანაირად უარყოფს ნებისმიერ პლასტიკურ ოპერაციას. მაგრამ მისი ცხვირის ფორმაზე მაინც იზრუნა პლასტიკურმა ქირურგმა: ცხვირის ზურგი და წვერი საგრძნობლად დაუვიწროვდა.
ჯენიფერ ლოპესი
ეს „ცხელი“ ლათინოამერიკელი დაჟინებით ირწმუნება, რომ არასოდეს არ გაუკეთებია პლასტიკური ოპერაციები. მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ: ჯეი ლო რაღაცას გვიმალავს. ქირურგიული ჩარევა, როგორც ჩანს, იყო, რადგან სხვაგვარად როგორ ავხსნათ ცხვირის ფორმის ცვლილებები?
კიმ კარდაშიანი
აი ვინ-ვინ, კიმ კარდაშიანი კი ნამდვილად ცრუობს, როცა ამტკიცებს, რომ არასოდეს არ მიუმართია პლასტიკური ქირურგებისთვის. არავინ იცის რისი ოპერაციები გაიკეთა, მაგრამ აშკარაა, რომ ცხვირის ფორმის კორექცია მან ნამდვილად გაიკეთა.
მელანია ტრამპი
საკუთარი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მელანიამ სამოდელო კარიერას მიუძღვნა. ამერიკის ახალი პირველი ლედი ბრწყინვალედ გამოიყურება და ირწმუნება, რომ არასოდეს გაუკეთებია პლასტიკური ოპერაციები. მაგრამ თუ შევხედავთ მის ადრინდელ ფოტოსურათებს, ჩანს, რომ რინოპლასტიკა გაკეთებული აქვს, თანაც არაერთხელ.
თემები: ცხოვრება, მიზანი, ქალები, მოტივაცია
<a href="cosmo.ru">cosmo.ru</a>