LIFE

ემოციური ღალატის 5 ფორმა - როდესაც ამას პარტნიორი უწყინარ ტყუილად თვლის

ემოციური ღალატის 5 ფორმა - როდესაც ამას პარტნიორი უწყინარ ტყუილად თვლის

ყველაზე ცუდი, რაც პარტნიორებს შორის შესაძლოა მოხდეს, ღალატია. ღალატი მხოლოდ ერთმანეთის ზურგს უკან სხვადასხვა ურთიერთობის გაჩაღებას და გამუდმებულ ტყუილებს არ ნიშნავს. 

პარტნიორები, ხშირად, ემოციურად ღალატობენ ერთმანეთს. არსებობს რამდენიმე ტყუილი, რომელიც ღალატად ითვლება და არაფრით ჩამოუვარდება ღალატის ისეთ ფორმას, როგორიც არის, პარტნიორების მიერ ერთმანეთის ზურგს უკან გაჩაღებული რომანები. 

TREND გთავაზობთ რამდენიმე რჩევას თქვენი სიყვარულის შესანარჩუნებლად. ეცადეთ ნებისმიერ ფასად თავიდან აირიდოთ ემოციური ღალატის ეს შემთხვევები:

1. ტყუილი იმის შესახებ, გყავთ თუ არა პარტნიორი

ემოციური ღალატის 5 ფორმა - როდესაც ამას პარტნიორი უწყინარ ტყუილად თვლის

როცა ურთიერთობაში იმყოფებით, თუმცა, მესამე პირს ეუბნებით, რომ თავისუფალი ადამიანი ხართ, ნიშნავს, რომ თქვენს ურთიერთობაში რაღაც ძალიან ცუდად არის. სიყვარული ნიშნავს, რომ გვეამაყებოდეს ჩვენ გვერდით მყოფი მამაკაცი და შანსს არ ვუშვებდეთ ხელიდან ვახსენოთ და წარვადგინოთ იგი სხვა ადამიანებთან. მსგავსი, ერთი შეხედვით უწყინარი ტყუილი ემოციური ღალატის, ერთ-ერთ მტკივნეულ ფორმად მიიჩნევა. 

2. სიმთვრალეში სხვისთვის კოცნა

ემოციური ღალატის 5 ფორმა - როდესაც ამას პარტნიორი უწყინარ ტყუილად თვლის

თუ თავს იმით გაიმართლებთ, რომ გადათვერით, ზედმეტი მოგივიდათ და თითქმის გეძინათ, არ ითვლება! არც გეპატიებათ! გახსოვდეთ, რომ უგონოდ მთვრალიც კი საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებელი ბრძანდებით. ეს კი ღალატია და თუ ღალატობთ, მნიშვნელობა არ აქვს რა მდგომარეობაში მყოფი აკეთებთ ამას. მსგავს შემთხვევებში კი არ არსებობს ბოდიშის სწორი ფორმა, ამიტომაც სანამ ნაბიჯს გადადგამთ, დაფიქრდით!

3. საიდუმლოები თქვენს პარტნიორთან

ემოციური ღალატის 5 ფორმა - როდესაც ამას პარტნიორი უწყინარ ტყუილად თვლის

თუ ერთხელაც საკმაოდ სექსუალურ და მიმზიდველ ბიჭთან საუბრობდით სოციალური ქსელის ან სატელეფონო შეტყობინებების მეშვეობით, თუმცა ამის შესახებ თქვენს პარტნიორთან სიტყვას არ ძრავთ, ესეც ნიშნავ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. თუ მისგან გამუდმებით ასაიდუმლოებთ რამეს, გულწრფელობას არ იჩენთ, ნიშნავს, რომ ემოციურად მისი ერთგული არ ხართ. ხოლო, იმ შემთვევაში, თუ ფიქრობთ, რომ თქვენს პარტნიორს ვერ ეტყვით მსგავსი შემთხვევების შესახებ, მაშინ თავი შეიკავეთ სხვა ბიჭებთან საუბრისგან.

4. ემოციური მიდრეკილება გაქვთ მოიტყუოთ

ემოციური ღალატის 5 ფორმა - როდესაც ამას პარტნიორი უწყინარ ტყუილად თვლის

გახსოვდეთ, ტყუილმა შეჩვევა იცის! სასურველია, მან არ მიგიზიდოთ. შესაძლოა, ემოციური გაუწონასწორებლობა გახასიათებთ და მოგწონთ საუბარი თქვენს შინაგან და ღრმა გრძნობებზე უცხო ადამიანებთან და არა პარტნიორთან. მაგრამ ეს აუცილებლად უნდა აღიაროთ და უნდა იცნობდეთ საკუთარ თავს კარგად, რომ მსგავს შემთხვევებში თავი აკონტროლოთ. 

5. შეთანხმდით, რომ არ გააკეთებდით, თუმცა მაინც აკეთებთ

ემოციური ღალატის 5 ფორმა - როდესაც ამას პარტნიორი უწყინარ ტყუილად თვლის

ღალატის ფორმა ყველა ურთიერთობაში განსხვავებულია. თუ თქვენი პარტნიორი აშკარად მიგახვედრებთ, რომ არ სურს თქვენს ყოფილზე საუბარი, თუმცა, თქვენ მაინც, გამუდმებით მასზე საუბრობთ, ეს ქმედება მის მიმართ უპატივცემულობაში გეთვლებათ. თუ კი რამეზე შეთანხმდებით, სულ რომ სისულელედ თვლიდეთ, რომ არასოდეს გააკეთებთ, მაგრამ მაინც აკეთებთ, გამოდის, რომ საკუთარ პრინციპებს ღალატობთ და გახსოვდეთ, რომ ესეც ერთგვარი ღალატია. თუ იდეა თავიდანვე არ მოგეწონათ, მაშინ უმჯობესია, ამაზე ისაუბროთ, აუხსნათ თქვენს პარტნიორს რატომ ფიქრობთ ასე. 

არავინ იმსახურებს ღალატს და ტყუილს. განსაკუთრებით ადამიანი, რომელიც თქვენს გვერდით დგას. თუ ის ნამდვილად გიყვართ, ნებისმიერ ფასად აარიდებთ მას ღალატით გამოწვეულ ტკივილს. 



allwomenstalk.com