40 შეკითხვა, რომელიც შეყვარებულს უნდა დაუსვათ მანამ, სანამ დაოჯახებას გადაწყვეტთ
- 20.08.2021
დარწმუნებული ხართ, რომ ეს ადამიანი ნამდვილად არის "ერთადერთი და განუმეორებელი"? გჯერათ, რომ თქვენი ურთიერთობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს?
ადამიანებს გვახასიათებს სხვებთან შედარების სურვილი. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სხვების ბედნიერ ურთიერთობას ვხედავთ. ტვინში ავტომატურად იბადება შეკითხვა - „ისინი ბედნიერები არიან?“ ... და, რა თქმა უნდა, შემდეგ მოდის გარდაუვალი გაგრძელება: „ჩვენ ბედნიერები ვართ?“
იმისათვის, რომ წყვილებმა უფრო ადვილად შეაფასონ თავიანთი ურთიერთობა ჩვენ გთავაზობთ 40 შეკითხვას, რომელიც შეყვარებულს უნდა დაუსვათ. ეს კითხვები არა მხოლოდ ანალიზის საშუალებას მოგცემთ, არამედ კომუნიკაციის ბარიერის გადალახვაშიც დაგეხმარებათ...
სერიოზული კითხვები
1. რა არის ყველაზე ცუდი რამ, რაც ყოფილ შეყვარებულს უთქვამს შენთვის?
2. რა არის შენთვის ყველაზე ღირებული?
3. ჩამოთვალეთ საუკეთესო თვისებები, რაც გინდა, რომ ურთიერთობაში გამოავლინო.
4. როგორ ფიქრობ, შენი პიროვნების რომელი ასპექტის გაუმჯობესებაზე უნდა იმუშავო?
5. ვინ იყო ყველაზე გავლენიანი ადამიანი შენს ცხოვრებაში და რატომ?
6. შენი გარეგნობის გარდა, რა არის პირველი, რასაც ხალხი ამჩნევს?
7. დაასახელე ერთი რამ, რასაც ხალხი ვერ ამჩნევს, მაგრამ გინდა, რომ ამას ყველა ხედავდეს?
8. დაასახელე 3 რამ, რის გარეშეც არ შეგიძლია ცხოვრება?
9. რას ნიშნავს შენთვის „ინტიმურობა“?
სახალისო კითხვები
10. გაიხსენე ყველაზე სახალისო პაემანი, რაც კი ოდესმე გქონია?
11. როგორი დასვენება გიყვარს?
12. ბოლოს როდის იტირე?
13. რაზე გიყვარს ფულის დახარჯვა?
14. რამდენი ფული გჭირდება ყოველთვიურად, რომ კომფორტულად იყო?
15. როგორია სრულყოფილი პაემანი?
16. რა სამი თვისება უნდა ჰქონდეს შენს პარტნიორს?
17. რომელია შენი ყველაზე ცუდი ჩვევა?
18. რას გააკეთებდი, თუ შენი და შენი პარტნიორის სექსუალური სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა?
პიროვნული კითხვები
19. დაახასიათე საკუთარი თავი ერთი სიტყვით.
20. რა გაღიზიანებს?
21. როგორ ფიქრობ, ინიციატორი ადამიანი ხარ თუ მიმყოლი?
22. ვინ ან რა გიყვარს ყველაზე მეტად?
23. როგორ ფიქრობ, რა არის ყველაზე დიდი წარმატება, რასაც ცხოვრებაში მიაღწიე?
24. რამდენჯერ ყოფილხარ შეყვარებული?
25. გირჩევნია შენი პარტნიორი იყო ჭკვიანი და სერიოზული თუ მხიარული და მზრუნველი?
26. როდის გრძნობ თავს ყველაზე დაუცველად?
27. რა გაკვეთილები ისწავლე წარსული ურთიერთობებისგან?
მნიშვნელოვანი კითხვები
28. რომელია ჩვენი ურთიერთობის ყველაზე უხერხული მომენტი?
29. რომელია შენი სხეულის ყველაზე საყვარელი ნაწილი?
30. რომელია შენი საყვარელი რომანტიკული, სენსუალური ან სექსუალური აქტივობა?
31. მზად ხართ სერიოზული ურთიერთობისთვის?
32. რა აღგაგზნებს?
33. რომელია საუკეთესო კომპლიმენტი, რაც კი ოდესმე მიგიღია?
34. რა არის ყველაზე მტკივნეული კრიტიკა, რაც კი ოდესმე მიგიღიათ?
35. რა არის ყველაზე დიდი წარუმატებლობა ან ნაკლი, რაც კი ოდესმე განგიცდია?
36. რა გიყვარს საკუთარ თავში ყველაზე მეტად?
37. რისი შეცვლის სურვილი გაქვს ჩვენს ურთიერთობაში?
38. მონოგამი ხარ თუ პოლიგამი?
39. გინდა შვილების ყოლა?
40. რისი გეშინია ჩვენს ურთიერთობაში ყველაზე მეტად?
თემები: ურთიერთობა, წყვილი, ქალები, რჩევები