LIFE

7 რამ, რაც უნდა გააკეთოთ, თუ თქვენმა პარტნიორმა გაგაბრაზათ?

7 რამ, რაც უნდა გააკეთოთ, თუ თქვენმა პარტნიორმა გაგაბრაზათ?

არ არსებობს კონფლიქტისგან სრულიად თავისუფალი ურთიერთობა. ის ორი ადამიანიც კი, რომლებსაც ძალიან უყვართ ერთმანეთი, რაღაც მომენტში აწყდებიან პრობლემებს. იმედგაცრუება, გაბრაზება ან აღელვება ნებისმიერი ურთიერთობისთვის დამახასიათებელი გრძნობა. 

1. ისაუბრეთ, ისაუბრეთ და ისაუბრეთ

ეს ნამდვილად პოპულარული რჩევაა - კომუნიკაცია არის კარგი ურთიერთობის გასაღები. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც იმედგაცრუებული ან გაბრაზებული ხართ. ნუ მისცემთ მოვლენებს გამძაფრების საშუალებას, ამის ნაცვლად, უთხარით თქვენს პარტნიორს რა შეგაწუხებთ. 

მართალია, ყველაფრის გამოსწორება შეუძლებელია, მაგრამ კომპრომისის პოვნა საშუალებას მოგცემთ გადალახოთ ეს იმედგაცრუება. 

2. მიეცით ცოტა დრო 

ზოგჯერ ჩვენ წვრილმანებზე ვბრაზდებით. როდესაც იგრძნობთ, რომ ნეგატიური ემოციებით ხართ გადატვირთული, გადადგით ერთი ნაბიჯი უკან, გაემიჯნეთ სიტუაციას და დაელოდეთ „გაგრილებას“. 

როდესაც გაბრაზებული ხართ ან ნერვიულობთ, ძალიან ძნელია სხვა ადამიანის პერსპექტივის აღქმა და გაგება. ამის ნაცვლად, მოითმინეთ და საკითხს მაშინ დაუბრუნდით, როდესაც თქვენი ემოციები ნაკლებად ინტენსიური იქნება.

3. გაიხსენეთ კარგი მომენტები 

შეეცადეთ თქვენი ყურადღება გაამახვილოთ ყველაფერზე, რაც თქვენს პარტნიორში გიყვართ. ხშირად, ეს დაგეხმარებათ გააფართოვოთ თქვენი პერსპექტივა და აღიაროთ, რომ აზრთა კონფლიქტი ბუნებრივია. 

კონფლიქტი არ ნიშნავს, რომ თქვენ და თქვენს პარტნიორს ერთმანეთი აღარ გიყვართ.

4. აღმოაჩინეთ ნამდვილი მიზეზი 

ზოგჯერ, იმედგაცრუების ან გაბრაზების მიღმა, სულ სხვა რეალური მიზეზი იმალება. შესაძლოა ის, ეს ბრაზი წარსულში არსებული ცუდი გამოცდილების შედეგია. შესაძლოა თქვენ კონკრეტული ინტერპრეტაციის გამო რეაგირებთ ასე მტკივნეულად. 

5. ნუ დაადანაშაულებთ, ყურადღება გაამახვილეთ გრძნობებზე

ფოკუსირდით თქვენი გრძნობების სწორ გადმოცემაზე - რისხვა, შფოთვა, იმედგაცრუება, მწუხარება და ა.შ. ნუ დაადანაშაულებთ თქვენს პარტნიორს, ამის ნაცვლად, აღწერეთ რას გრძნობთ ამ კონკრეტულ სიტუაციაში. კონსტრუქციული მიდგომა დაგეხმარებათ მოაგვაროთ ნებისმიერი პრობლემა და გაამყაროთ ურთიერთობა პარტნიორთან. 

6. გაუფრთხილდით საკუთარ თავს 

სანამ გაბრაზდებით, გაღიზიანდებით და კამათს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ საკუთარ თავზე ზრუნავთ. მიირთვით საჭმელი, დალიეთ, დაისვენეთ, გამოიძინეთ, განიტვირთეთ ან ესაუბრეთ მეგობრებს. დიდი ალბათობით, თქვენი ბრაზი და გაღიზიანება ბევრად შემცირდება. 

7. შეეგუეთ 

ნუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი იდეალური უნდა იყოს - ყველა ადამიანს აქვს თავისი ნაკლი. თქვენ ვერ შეძლებთ ყველაფრის შეცვლას და ამის მოლოდინიც კი არ უნდა გქონდეთ. ამიტომ, მიიღეთ პარტნიორი ისეთი, როგორიც არის; მიიღეთ მისი ნაკლი და კონცენტრირდით თქვენი ურთიერთობის ბედნიერ მომენტებზე. დაიმახსოვრეთ, რომ სრულყოფილი ურთიერთობები, მხოლოდ ფილმებში არსებობს...