ფსიქოლოგიური ტესტი: გამოიცანით „ყალბი ოჯახი“ და გაიგეთ თქვენი ცნობიერის საიდუმლო
- 22.08.2021
იცოდით რომ ურთიერთობები ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, როგორც სწორი კვება და ვარჯიში? კვლევის თანახმად, სოციალურად იზოლირებულ მოზარდებს ჯანმრთელობის იგივე პრობლემები აქვთ, რაც ფიზიკურად არააქტიურებს. ჩვენი პირველი ურთიერთობები ყოველთვის იქმნება ბავშვობაში, ჩვენს ოჯახში და ხშირად განსაზღვრავს, თუ როგორ აღვიქვამთ სამყაროს.
ყურადღებით დააკვირდით ქვემოთ მოცემულ სურათს. როგორ ფიქრობთ, რომელი ოჯახი არ არის ნამდვილი? ნუ იფიქრებთ ამაზე დიდხანს, უბრალოდ ინტუიციას მიენდეთ.
ოჯახი #1
თუ თქვენი პასუხი არის ოჯახი #1, თქვენ ალბათ არ ხართ ოჯახზე ორიენტირებული ადამიანი - ყოველ შემთხვევაში, ტრადიციული გაგებით. თქვენ ისე უყურებთ მეგობრებს, როგორც ნამდვილ ოჯახს და მათი დახმარება გაბედნიერებთ. თქვენ ყოველთვის ცდილობთ შეიტანოთ რაიმე კარგი ყველას ცხოვრებაში. შესაძლოა თქვენ ძლიერი მამის გარეშე გაიზარდეთ, ამიტომ თქვენ იმ ადამიანების გვერდით ხართ, ვისაც სჭირდება - ზუსტად ისევე, როგორც დედას სჭირდებოდით.
ეს ოჯახი შეიძლება არ იყოს ყველაზე ბედნიერი, მაგრამ მაინც ნამდვილი ოჯახია. დედა აშკარად ზრუნავს თავის შვილზე და იცავს მას უყურადღებო მამისგან. თქვენ არ გინდათ რომ სხვა ბავშვები ასეთ ოჯახში გაიზარდონ, ამის გამო, აირჩიეთ ის, როგორც „ყალბი ოჯახი“.
ოჯახი #2
თუ თქვენი პასუხი არის ოჯახი #2, თქვენ ხართ ოჯახზე ორიენტირებული ადამიანი - თქვენთვის არაფერია უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე თქვენი ოჯახი. თქვენ გჯერათ, რომ ნდობისა და ერთგულების საფუძველზე, შესაძლებელია სტაბილური და ხანგრძლივი ურთიერთობების დამყარება. თქვენ პირველ რიგში აყენებთ ოჯახის მოთხოვნილებებს და საყვარელი ადამიანების გასაბედნიერებლად, ზოგჯერ იგნორირებას უკეთებთ საკუთარ საჭიროებებს.
თქვენ ალბათ შენიშნეთ, რომ სურათზე გამოსახული ადამიანები ნამდვილად არ ჰგვანან ოჯახს. მოზრდილები ყურადღებას არ აქცევენ ბავშვს და არც ბავშვი ცდილობს მათთან კომუნიკაციას. როგორც ნამდვილმა ოჯახის ადამიანმა, თქვენ შეძელით დაუყოვნებლივ გამოგეცნოთ „ყალბი ოჯახი“.
ოჯახი #3
თუ თქვენი პასუხია ოჯახი #3, თქვენ ალბათ დისფუნქციური ოჯახიდან ხართ. თქვენი ტრავმული ბავშვობიდან გამომდინარე, გიჭირთ ადამიანების ნდობა. თქვენ ბევრს ნერვიულობთ და სხვებთან ურთიერთობა, ხშირად, გამოწვევაა. გამუდმებით დარდობთ მომავალზე და ზედმეტად ფიქრობს ფიქრობთ იმაზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ.
სურათზე გამოსახული ადამიანები მოსიყვარულე, ბედნიერ ოჯახს ჰგვანან - ის ნამდვილი ოჯახია. მშობლები სიარულისას თითქმის ეხუტებიან ერთმანეთს, მამას კი ბავშვის ხელი უჭირავს. დისფუნქციურ ოჯახში გაზრდამ, მხოლოდ გარკვეული მიმართულებით ჩამოაყალიბა თქვენი შეხედულებები - თქვენ ეჭვი გეპარებათ ჯანსაღ ურთიერთობებში და არ გჯერათ, რომ მსგავსი რამ ნამდვილად არსებობს. სწორედ ამის გამო თქვენ შეარჩიეთ ეს სურათი, როგორც „ყალბი ოჯახი“.
თემები: ოჯახი, ტესტი, საინტერესო, გამოცნობა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია