სილამაზე

კოსმეტიკის ჩანთა - რჩევები ქალებს სილამაზის სრულყოფილებისთვის

კოსმეტიკის ჩანთა - რჩევები ქალებს სილამაზის სრულყოფილებისთვის

ქალისთვის რა შეიძლება იყოს იმაზე საიმედო და საჭირო, ვიდრე კოსმეტიკის ჩანთაა? ეს არის ნივთი, რომელსაც ვიყენებთ ყოველდღიურად, დავატარებთ ყველგან და ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებში, მადლობელიც კი ვართ მისი, რომ არსებობს :) 

არ აქვს მნიშვნელობა რითია გავსებული ჩვენი ჩანთები, კოსმეტიკური თუ თავის მოვლის სხვა საშუალებებით, მთავარია, რომ მის გარეშე, გამუდმებით პანიკისა და დაუცველობის განცდა გვაქვს. სასურველია, ვიცოდეთ, რა ჩავალაგოთ ჩვენს კოსმეტიკურ ჩანთებში იმისთვის, რომ ყოველთვის და ყველგან ვიყოთ ფორმაში. 

აუზზე, მეგობრის აგარაკზე, სამსახურსა თუ უბრალოდ კაფეში წასვლისას, სასურველია, სრულვყოთ ჩვენი კოსმეტიკის ჩანთა საჭირო ნივთებით, ხოლო მისი გამოყენებით სრულვყოთ ჩვენი სილამაზე. 

მიჰყევით TREND-ის რჩევებს:

1. მაკიაჟი, რომელიც დილას გაიკეთეთ, სასურველია, გაგყვეთ დღის ბოლომდე

კოსმეტიკის ჩანთა - რჩევები ქალებს სილამაზის სრულყოფილებისთვის

ზოგადად, მარტივი მაკიაჟი, სახის კრემისა და თვალის ჩრდილებისგან შედგება. ამის გაკეთება შეიძლება სწრაფად და მარტივად. თუ მთელი დღის განმავლობაში სახლიდან შორს ყოფნას აპირებთ, აუცილებლად წაიღეთ თქვენი კოსმეტიკის ჩანთა. ჩაალაგეთ მასში თქვენი სახის დამატენიანებელი კრემები, თვალის ჩრდილები, ლაინერი, სახის რუჟი და სასურველი ფერის ტუჩსაცხი. იმ შემთხვევაში, თუ მაკიაჟი გაგიფუჭდებათ, სწრაფად შეძლებთ მის აღდგენას. 

2. ჩაილაგეთ თქვენი კოსმეტიკის ჩანთაში აკნეს საწინააღმდეგო საშუალებები

კოსმეტიკის ჩანთა - რჩევები ქალებს სილამაზის სრულყოფილებისთვის

გამონაყარზე საშინელი რამ ქალისთვის, ბევრი არაფერი არსებობს. ამ უკანასკნელმა კი შესაძლოა დღის განმავლობაში, სრულიად მოულოდნელად იჩინოს თავი. ამიტომ, ყოველთვის იყავით მზად ყოფნაში, იქონიეთ ჩანთაში თქვენი საყვარელი აკნეს საწინააღმდეგო საშუალება და თუ იგრძნობთ, რომ გამონაყარი გამოგდით, მიიღეთ პრევენციული ზომები. 

3. არ დაგავიწყდეთ თქვენი საყვარელი სუნამო 

კოსმეტიკის ჩანთა - რჩევები ქალებს სილამაზის სრულყოფილებისთვის

რაც არ უნდა ხარისხიანი პარფიუმის მომხმარებელი იყოთ, მთელი დღის განმავლობაში სურნელის შენარჩუნება რთულია. მითუმეტეს, როცა არასოდეს ვიცით, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სად გადავუხვევთ. კარგი მაკიაჟი და კარგი სურნელი არის ყველაფერი, რაც ქალს ყოველთვის სჭირდება. ამიტომ, არ დაგავიწყდეთ სუნამო და ყოველთვის ატარეთ იგი თქვენი კოსმეტკის ჩანთით. 

4. მზისგან დამცავი კრემები

კოსმეტიკის ჩანთა - რჩევები ქალებს სილამაზის სრულყოფილებისთვის

ზამთრის ცივ დღეებშიც კი, ეცადეთ მუდამ თან იქონიოთ მზისგან დამცავი კრემები. სასურველია, ისინი გამოიყენოთ რეგულარულად და დაიცვათ თქვენი კანი ნაადრევი დაბერებისგან, ნაოჭებისა და დაბინძურებისგან. 

5. ტუჩის ბალზამი 

კოსმეტიკის ჩანთა - რჩევები ქალებს სილამაზის სრულყოფილებისთვის

ყველაზე მნიშვნელოვანი სილამაზის ატრიბუტი ქალის კოსმეტიკის ჩანთაში, რაც ზამთრის ცივ დღეებში განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და დანიშნულებას იძენს, ტუჩის ბალზამია. თუ ვერ იტანთ სიმშრალესა და უხეშ კანს, ნუ დატოვებთ მას სახლში. ყოველთვის თან ატარეთ და მომენტალურად გაუმკლავდით სიმშრალითა და სიცივით გამოწვეულ დისკომფორტს. 

6. კანის ლოსიონი 

კოსმეტიკის ჩანთა - რჩევები ქალებს სილამაზის სრულყოფილებისთვის

კანის ლოსიონის პატარა შეფუთვა არასოდეს არის ზედმეტი ჩვენი კოსმეტიკის ჩანთებში. არაფერი არ გვგვრის შვებას ისე, როგორც გაყინული და გამომშრალი ხელების დატენიანება. ასევე, იგი მოსახერხებელია იმდენად, რამდენადაც, საღამოს სახლში მისვლის ნაცვლად, შესაძლოა წვეულებაზე წავიდეთ და მისი გამოყენება არა მხოლოდ ხელებისთვის, არამედ სხეულის სხვა ნაწილებისთვისაც დაგვჭირდეს. 

7. ფუნჯები 

კოსმეტიკის ჩანთა - რჩევები ქალებს სილამაზის სრულყოფილებისთვის

რა თქმა უნდა, არაფერია იმაზე უკეთესი, როცა სავსე კოსმეტიკის ჩანთას მუდმივად თან ვატარებთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი რომ გამოგვრჩეს, მის გარეშე ვერაფერს გავხდებით. გიფიქრიათ რის გაკეთებას შევძლებთ ჩვენი ჯადოსნური ფუნჯების გარეშე? ვერც ვერაფრის! ამიტომაც, ეცადეთ, პირველ ყოვლისა ფუნჯები ჩაალაგოთ კოსმეტიკის ჩანთებში. 



allwomenstalk.com