"არ აღზარდო ბავშვები ძალისხმიერი და მკაცრი მეთოდებით. ნაცვლად ამისა მიეცი ყელაფერი, რაც მათ გონებას ართობს. ამით მარტივად შეძლებ იმის გაგებას თუ რისკენ აქვს განსაკუთრებული მიდრეკილება თითოეულ ამ გენიოსს." - პლატონი.
თითოეული ბავშვი თავის მხრივ განსაკუთრებული და ჭკვიანია. ისინი საუკეთესო დამკვირვებლები არიან და სწავლობენ ყველაფერს, რაც მათ გარშემო ხდება. უპირველესად კი ინფორმაციას თავიანთი მშობლებისგან იღებენ. სწორედ ამიტომ, თითოეული მშობელი ნებისმიერ სიტყვასთან და ქმედებასთან უნდა იყოს ძალიან ყურადღებით.
გამომდინარე იქედან, რომ მშობლები ჩვენი შვილების პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებლები ვართ, სასურველია, ვასწავლოთ მათ ყველაფერი საუკეთესო მეთოდების გამოყენებით. დაწყებული საუბრითა და სიარულით, დასრულებული გარესამყაროს შესახებ ინფორმაციით.
TREND თავაზობთ რამდენიმე საუკეთესო მეთოდს შვილის აღზრდისთვის:
1. დაიწყეთ
მიეცით თქვენს შვლებს თავისუფლება, თავად აღმოაჩინონ თავიანთი ინტერესები. კარგად დააკვირდით იმ აქტივობებს, რომელზეც თავად შეაჩერებს არჩევანს და გაამხნევეთ, ხელი შეუწყვეთ მის თითოეულ სურვილს. ნუ შეზღუდავთ, ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია თავისუფლად ისუნთქონ და ყველაფერი გააკეთონ თავიანთი წამოწყებების განსახორციელებლად.
2. დაეხმარეთ სწავლაში
დაეხმარეთ შვილებს ისწავლონ ყველაფერი რაც აინტერესებთ. სწავლის მეთოდების მრავალფეროვნებისთვის გამოიყენეთ სხვადასხვა თამაში და აქტივობა. ნუ მოეკიდებით სიმკაცრით მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს, ასწავლეთ, რომ სწავლის პროცესში შეცდომების დაშვება ნორმალურია. გახსოვდეთ, თუ მიმართული იქნებით იმისკენ, რომ თქვენმა შვილმა ნებისმიერი რამ უშეცდომოთ და იდეალურად აკეთოს, იგი არასოდეს გარისკავს ახალი უნარების შესაძენად და ძველის დასახვეწად. უპასუხეთ მის კითხვებს, რომლებსაც ასე ხშირად სვამს. ესაუბრეთ ისეთ ისტორიებზე, რომლებიც დააფიქრებს მათ, მისცემს შთაგონებას და დიდ გასაქანს მის წარმოსახვას.
3. ხშირად წაუკითხეთ მათ წიგნები
გარდა იმისა, რომ წიგნი თქვენი შვილის თვალსაწიერს გააფართოვებს, ენის განვითარებისთვის, მეტყველების დახვეწისა და გამართულობისთვის, სასურველია, თქვენს შვილებს ხმამაღლა წაუკითხოთ წიგნები. ეს უვითარებს მათ მოსმენის კულტურას, მახსოვრობას, ცნობისმოყვარეობას, ლექსიკასა და ცნობიერებას. ასევე უმაღლებს მოტივაციასაც.
4. გააცანით მათ ღირებულებები
ხანდახან, ბავშვები იმდენად აკონტროლებენ მშობლებს, რომ ისინი ამას ვერც კი ხვდებიან. არ დაუშვათ ეს! აკონტროლეთ საკუთარი შვილები და არასოდეს მოისყიდოთ ისინი ჯილდოებითა და საჩუქრებით. ასწავლეთ, რომ მისი ღირსეული და სწორი ქმედებების შემდეგ, აუცილებლად წახალისდება. დაუწესეთ ქცევის ნორმები და თვალი ადევნეთ, სწორად მიჰყვეს მათ.
5. ჩამოუყალიბეთ მორალი
არასოდეს შეადაროთ თქვენი შვილი სხვა ბავშვებს. შედარებისას გამოიყენეთ მისი ქცევებისა და გამოცდილების მაგალითები. ასწავლეთ გენდერული თანასწორობა, ყოველთვის შეიძინეთ მათთვის, როგორც გოგოს, ასევე, ბიჭის სათამაშოები. დაარწმუნეთ იმაში, რომ ყოველთვის ენდოს თავის ინტუიციასა და სჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების.
6. მიეცით მათ გართობის საშუალება
თუ ბავშვი ძალიან ბევრ გონებრივ სამუშაოს ასრულებს დღის განმავლობაში, დადის სკოლაში, სხვადასხვა წრეზე, ეცადეთ, რომ დღის ბოლოს ყოველთვის მისცეთ უფლება გაერთოს და ითამაშოს ისე, როგორც თავად სურს.
იყავით თქვენი შვილებისთვის ავტორიტეტული მშობელი და გახსოვდეთ, როცა საქმე დისციპლინას ეხება, არანაირი კომპრომისი!
თემები: მშობლები, დედები და შვილები, მშობლები და შვილები, როცა ბავშვი ინტერესდება, ბავშის აღზრდა, მასწავლებელი, ბავშვები
allwomenstalk.com
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია