"ძველმოდური" პაემნები რომელებიც იმსახურებენ თანამედროვეობაშიც გააცოცხლოთ
- 31.01.2017
ალბათ, ერთხელ მაინც დაგიწუწუნიათ იმაზე, რომ არასწორ საუკუნეში დაიბადეთ და სასურველ ეპოქაში მოგზაურობის სურვილი, არა ერთი მიზეზით გაგჩენიათ. ეს მიზეზები შეიძლება ძალიან მრავალფეროვანი იყოს, თუმცა, ფაქტია, რომ ყველაზე ხშირად ქალები, საუკუნის შეცვლას ნატრობენ. ამას ძველ დროში სასურველ მამაკაცთან პემნის განსაკუთრებულობა განაპირობებს. ანუ ის, რაც 21-ე საუკუნის სხვა უპირატესობებზე უარის თქმად ღირს.
ქალებს უყვართ, როდესაც ღირსეულად ექცევიან და მათ მიმართ პატივისცემას გამოხატავენ, თუნდაც ეს უმნიშვნელო ჟესტი იყოს, მაგალითად, ადგილის დათმობა, მათი დანახვისას ფეხზე წამოდგომა, კარების გაღება თუ მისალმებისას ხელზე კოცნა.
TREND ე.წ. ძველმოდური პაემნების მოყვარულებს, გთავაზობთ, რამდენიმე მოძველებული გაცნობის მეთოდს, რომელიც ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ თანამედროვეობაშიც გააცოცხლოთ.
1. ოფიციალურად გეპატიჟებიან პაემანზე? მაშინ დააკვირდით, ამას როგორი ფორმით აკეთებენ. დგანან თქვენ პირისპირ და სასურველი შეხვედრის დეტალებს გითანხმებენ თუ ეს უბრალოდ ტექსტური შეტყობინებით ან რომელიმე სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება? უთხარით თქვენს პარტნიორს პაემანი პირისპირ შეთანხმებით დაგინიშნოთ, გააკეთოს ეს ემოციურად და ამაღელვებლად.
2. დამკვიდრებული სტერეოტიპის თანახმად, პაემანზე ყოველთვის ქალები აგვიანებენ. ალბათ, იმიტომ, რომ ეშინიათ დროულად მისვლის შემთხვევაში თავად არ მოუწიოთ ლოდინი. მაგრამ, ქალბატონებო, თქვენ თუ ნადვილ ჯელტმენთან გსურთ ურთიერთობა, მაშინ შეხვედრისას გამოიჩინეთ პუნქტუალურობა. ნამდვილი მამაკაცი პაემანზე არასდროს აგვიანებს. გვერწმუნეთ, თუ ქალმა პაემანზე დროულად მისვლა მოახერხა, არ არსებობს მიზეზი, რომლითაც კაცის დაგვიანება შეიძლება გამართლდეს.
3. როდესაც თქვენს რჩეულს ოჯახის წევრებს აცნობთ, ყველაზე მნიშვნელოვანია თუ როგორ იქცევა ამ დროს მამაკაცი. ნერვიულობს? ეს არ გაგიკვირდეთ, რადგან ეს ნამდვილად იმის ნიშანია, რომ მისთვის თქვენ მნიშვნელოვანი ხართ და სურს თქვენს ახლობლებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვოს. დააკვირდით, როგორ იწყებს ის საუბარს, რა თემებს განიხილავს, როგორ ამყარებს თვალებით კონტაქს. ასევე, ნუ დაივიწყებთ, რომ მამაკაცისთვის ძალიან საპასუხისმგებლო ამბავია თქვენს ოჯახში სტუმრობა.
4. პირველი პაემანზე ყვავილები მოგართვათ ? მაინცდამაინც ნუ აღფრთოვანდებით ამ ფაქტით. წარმოიდგინეთ, რამდენად რომანტიკული იქნებოდა თაიგულის დატოვება თქვენს კართან.
5. 21-ე საუკუნეშიც შეიძლება გასცდეთ კინოთეატრებსა და ძვირიან სასტუმროებში ვახშმობას. პარკში გასეირნება, პიკნიკის მოწყობა, ერთი ბოთლი თქვენი საყვარელი ღვინო, მთელი ღამის განმავლობაში ცეკვა, პატარა მოგზაურობის დაგეგმვა, ყოველთვის კარგი არჩევანია. ნამდვილი მამაკაცი კი ამ ყველაფერზე უარს არასდროს ამბობს, მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე მისთვის საყვარელ ქალს ეხება.
6. არ მისცეთ არაფერს უფლება პაემანზე სიმყუდროვე დაგირღვიოთ. ეცადეთ, თითოეული წუთი ერთმანეთს დაუთმოთ. დროის უკეთ გატარებისთვის, სმართფონები მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობის გამო გამოიყენოთ.
7. კომპლიმენტების მიღება ყველა ქალისთვის სასიამოვნოა. თუმცა ამ შემთხვევაშიც, საჭიროა, მამაკაცმა სიფრთხილე გამოიჩინოს და სწორად შეარჩიოს სიტყვები, რომლებსაც სასურველი ქალის მიმართულებით ამბობს. მართალია, კომპლიმენტი ყველას გვიხარია, მაგრამ, როდესაც ჩვენი რჩეული ჩვენი სილამაზის გარდა, ჩვენ ინტელექტუალობას უსვამს ხაზს, ეს იმის ნიშანია, რომ მას გულწრფელად სურს ჩვენთან დაახლოება.
8. საკუთარი ქურთუკის შემოთავაზება მამაკაცის მხრიდან არასოდეს იქნება ძველმოდური. ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჟესტია, რომელიც არცერთ ქალს გულგრილს არ დატოვებს. ნამდვილი ჯელტმენები ყოველთვის მზად არიან, თქვენზე იზრუნონ.
9. სასიყვარული წერილებს დღეს, თითქმის არავინ წერს. მოდიდან გადასული სიყვარულის ახსნის მეთოდი, ნამდვილად, არის რაღაც, რის გამოც შეიძლება სხვა ეპოქაში დაბადება ვინატროთ. ასე, რომ თუ გსურთ, რომანტიკული, ძველმოდური სასიყვარულო ურთიერთობა, ნუ მოგერიდებათ წერილის დაწერა, რომელსაც ჩუმად მის მანქანაში ან სამუშაო მაგიდაზე დატოვებთ.
10. ქალებს მოსწონთ, როდესაც თავს მნიშვნელოვნად გრძნობენ. თქვენთვის ხშირად გაუღიათ მანქანის კარები? ალბათ, არც ისე. არც გაგიკვირდებოდათ, რადგან დღეს ყველას გვაქვს პრეტენზია ვიყოთ ძლიერები და დამოუკიდებლები. თუმცა, ეს ჟესტი სასურველი მამაკაცის მხრიდან, მაინც სასიამოვნოა. თუ მამაკაცი მანქანის კარს გაგიღებთ, უბრალოდ გაიღიმეთ, რადგან თქვენ, ნამდვილად, გაგიმართლათ იმ ერთადერთის პოვნაში, რომელსაც გამალებით ეძებენ რომანტიკოსი ქალები.
როდესაც საქმე სიყვარულს ეხება, ყველას თავისი კრიტერიუმი და სურვილი აქვს, იქნება ეს თავისუფალი სსასიყვარულო ურთიერთობა, ძველმოდური, ჩარჩოებს მიღმა თუ მის გარეთ. თუმცა, ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც გვიოცნებია რომელიმე რომანტიკული ფილმის გმირი ვყოფილიყავით. ეს რეალურ ცხოვრებაშიც შესაძლებელია. ამოირჩიეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული პუნქტებიდან რომელიმე და ეცადეთ თქვენი ურთიერთობის ყოველდღიურ ნაწილად აქციოთ იგი.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, ბედნიერება, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები, ძველმოდური, პაემანი
allwomenstalk.com