ადამიანებისთვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ურთიერთობებია. განსაკუთრებით ისეთი ურთიერთობები, რომელსაც მომავალი და პერსპექტივა აქვს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ როგორი მყარიც არ უნდა იყოს ორ ადამიანს შორის გრძნობა, როგორი ძლიერი კავშირიც უნდა არსებობდეს მათ შორის, ურთიერთობები, ხშირად მაინც ფუჭდება.
თქვენი შესანიშნავი კავშირი ძალიან მარტივად შეიძლება დაანგრიოთ მომწამვლელი, ნეგატიური კომენტარებით. უნდა ვაღიაროთ, რომ ჰარმონიული და ბედნიერი ურთიერთობის დანგრევა არავის სურს, თუმცა, ბევრს არც იმის ძალა შესწევს ძალისხმევისა და სურვილის მიუხედავად, შეინარჩუნოს იგი. მინდა გითხრათ, რომ არსებობს მეთოდები რომელთა გამოყენებით შეძლებთ თავი აარიდოთ ნეგატიურ ემოციურ ფონს თქვენს ურთიერთობებში.
მიჰყევით ჩვენს რჩევებს და ეცადეთ თავი აარიდოთ ერთმანეთის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების წარმოქმნას:
1. თქვენი უარყოფითი ტონი დადებითით შეცვალეთ
ყველა ურთიერთობაში დგება დრო, როცა ერთმანეთის მიმართ პარტნიორებს უარყოფითი ემოციები უგროვდებათ და ამის ვერბალურად გამოხატვა უნდებათ. ეცადეთ, მაშინ, როცა თქვენი პარტნიორისთვის ცუდის თქმას დააპირებთ, გამოხატვის პოზიტიური ფორმა არჩიოთ. ეს გაამარტივებს თქვენს დაძაბულ საუბარს და გაცილებით დიდი შანსია, პარტნიორმა უკეთ მოგისმინოთ, მიიღოს და განიხილოს თქვენი შენიშვნები.
2. ყურადღება მიაქციეთ თვენი კომუნიკაციის სტილს
კომუნიკაციის უნარი არის უმნიშვნელოვანი და ყველაზე საჭირო რამ, რაც ურთიერთობებს სჭირდება. ყურადღებით დააკვირდით საკუთარი კომუნიკაციის სტილს, რომელსაც პარტნიორთან ურთიერთობაში იყენებთ. თუ ხშირად გამოგდით პრობლემების მშვიდ ვითარებაში განხილვა, ჩხუბისა და კონფლიქტების თავიდან აცილება, გრძნობებისა და ემოციების მოთოკვა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ურთიერთობაში არსებული პრობლემებს, გამუდმებით ცივილურად აგვარებთ.
ეცადეთ, ერთად იმუშაოთ ამ საკითხზე და თუ რომელიმეს პრობლემა გაქვთ კომუნიკაციის სტილთან დაკავშირებით, გამოასწოროთ.
3. გამოიყენეთ პატარ-პატარა რიტუალები
პატარ-პატარა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო რიტუალებია ის, რაც ურთიერთობას მყარად კრავს და აძლიერებს. აკოცეთ თქვენს პარტნიორს სამსახურში წასვლამდე ყოველ დილით, უსურვეთ ტკბილი ძილი, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ერთად ხართ. გაამრავალფეროვნეთ თქვენი ურთიერთობები უმნიშვნელო, ფერადი, სასიყვარულო დეტალებით.
4. უთხარით, რომ სწუხართ
თუ რომელიმე თქვენგანს უჭირს იმ პასუხისმგებლობის აღება, რაც არასწორად მოქცევის, შეცდომის დაშვების შემდეგ, მის აღიარებას მოითხოვს, მზად იყავით იმისთვის, რომ ურთიერთობას ეს უპასუხისმგებლობა, შეცდომის არ აღიარება დასასრულისკენ წაიყვანს. გახსოვდეთ, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ამ ცხოვრების გზის გავლა, უშეცდომოდ, არავის შეუძლია. შესაბამისად, არც თქვენ იქნებით გამონაკლისი, ვინც ერთხელ შეცდა. მოიბოდიშეთ საკუთარი შეცდომის გამო, თქვენი ურთიერთობა და მისი ნათელი მხარეები ამად ღირს!
5. არ დააიგნოროთ თქვენი პარტნიორის უარყოფითი მხარეები
თუ თქვენს პარტნიორს უარყოფითი მხარეები, მითუმეტეს, ხელოვნურად შექმნილი და რაოდენობრივადაც ბევრი აქვს, მაშინ ურთიერთობაში, კონფლიქტების, მომწვამვლელი და ნეგატიური დამოკიდებულებების ალბათობა ძალიან მაღალია. დააკვირდით, როგორ იქცევა, როცა პრობლემები აქვს: თუ იგი სვამს, უჩნდება ძალადობრივი მოთხოვნილებები, არ ცდილობს ფინანსურ პრობლემებს გაუმკლავდეს, ბუნებრივია, უნდა ეცადოთ, დაეხმაროთ, მაგრამ უპირველესად, უმჯობესია, საკუთარ თავზე იფიქროთ.
6. ნუ გაანადგურებთ ემოციურად ერთმანეთს
იმედგაცრუებას და სიბრაზეს ურთიერთობებში, დროდადრო უნდა ელოდეთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწორხაზოვნად და იდეალურად ურთიერთობები არასოდეს ვითარდება. მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა იმდენად აკონტროლოთ ემოციები, რომ სამართლიანად და გულრწფელად მოექცეთ ერთმანეთს. ნუ გაანადგურებთ ერთმანეთს ემოციურად, გაანადგურეთ და შეუტიეთ პრობლემებს, არა ერთმანეთს!
7. ნუ აქცევთ თქვენს პარტნიორს თქვენი ცხოვრების ცენტრალურ ფიგურად
ეს არის გაკვეთილი, რომელიც აუცილებლად უნდა ისწავლოთ და მოგვიანებით, ურთიერთობებისას, გამოცდადაც ჩააბაროთ. გახსოვდეთ, პირადი სივრცის ქონა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, გირჩევთ, ორივემ იცხოვროთ თქვენი ინდივიდუალური ცხოვრებით, მერწმუნეთ, ეს ხელს არც ურთიერთობას უშლის და არც გრძნობების არსებობას! ამ დამოკიდებულებით, თქვენი ურთიერთობა შეინარჩუნებს ჰარმონიას და სილამაზეს, ანუ იმ სახეს, რაც ურთიერთობების დასაწყისს ახლავს თან!
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, სიყვარულის შენარჩუნება, ბედნიერება, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, პრობლემები, ქალები
allwomenstalk.com