არომატული და რძიანი ჩაი ზამთრის ცივი საღამოებისთვის: ჯადოსნური რეცეპტი
- 17.10.2021
არაფერი უხდება ზამთრის ცივ საღამოებს უფრო მეტად, ვიდრე ცხელი ჩაი. არომატული, რძიანი და ჯადოსნური ჩაი ნებისმიერ დღეს გაალამაზებს.
სრულყოფილი რძიანი ჩაის მოსამზადებლად, პირველ რიგში, საჭიროა ჯადოსნური ჩაის სიროფის მომზადება.
ჩაის სიროფის ინგრედიენტები:
· დაფქვილი შავი პილპილი - 2 გრამი
· კარდამონი (ილი) – 3 გრამი
· ანისულის ვარსკვლავი - 8 გრამი
· დარიჩინის ფხვნილი - 2 გრამი
· მიხაკი - 2 გრამი
· დაფქვილი ჯანჯაფილი - 15 გრამი
· თეთრი შაქარი - 40 გრამი
· შავი ჩაი - 15 გრამი
· გაფილტრული წყალი - 1 ლიტრი
ჩაის სიროფის მომზადების წესი:
· ჭურჭელში მოათავსეთ წყალი და ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ინგრედიენტი, შავი ჩაის გარდა.
· ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში - მანამ, სანამ სიროფის რაოდენობა სამი მეოთხედით არ შემცირდება.
· გამორთეთ ცეცხლი და დაამატეთ შავი ჩაი.
· 5 წუთის შემდეგ, ამოიღეთ ჩაი და გადაწურეთ/გაფილტრეთ მომზადებული სიროფი.
· გააგრილეთ მიღებული მასა და შეინახეთ მაცივარში.
ჩაის მომზადების წესი:
· 250 მლ რძეს დაუმატეთ 20 გრამი ჩაის სიროფი და აადუღეთ.
· გადმოიტანეთ ჭიქებში და მორთეთ დაფქვილი დარიჩინით.
გემრიელად მიირთვით!
თემები: ყავა